|
|
|
|
თბილისის მერიის ინიციატივით, რუსთაველის გამზირზე 2012 წელს ხანძრის შედეგად დამწვარი სახლის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამ სართულიანი ნაგებობა, რომელიც ხანძარმა დააზიანა თავიდან აშენდა, სრულად შენარჩუნდა ძველი დაგეგმარება და შიდა ეზო. ფასადი 19-ე საუკუნის თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი დეტალებისა და არქტექტურის მიხედვით გაკეთდება. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები 27 ოჯახი ხანძრის შემდეგ, თბილისის განვითარების ფონდმა, რომელიც სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორცელიელებს ქირით გაიყვანა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს რუსთაველის 23-ში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
დღეს თბილისის მერიაში აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამის რეგიონული მონიტორინგისა და შესაძლებლობების განვითარების ერთეულსა და თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თბილისის ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ და აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამის რეგიონული მონიტორინგისა და შესაძლებლობების განვითარების ერთეულის ხელმძღვანელმა ლუჩიანო გლურმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელის მომწერი მხარეები აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონისა და ევროკავშირის მრავალფეროვან კულტურებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის საჭირო პლატფორმის მნიშვნელობას ადასტურებენ. მემორანდუმის მიხედვით, ხელისმომწერი მხარეები ვალდებულებას იღებენ თბილისში ამ სფეროში მოქმედი ორგანიზაციების მონაწილეობით განახორციელონ და მხარი დაუჭირონ კულტურულ აქტივობებს.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
თბილისის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ქალაქის ათივე რაიონში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, რაც მოსახლეობის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩაზე 5 000 კვ.მეტრფართობზე კაპიტალურად იგება ასფალტის საფარი, იცვლება სანიაღვრე სისტემა, კეთდება ბეტონის ბორდიურები და ეწყობა ტროტუარები. აღნიშნულ ქუჩაზე საავტომობილო და საფეხმავლო გზის მოწესრიგება ადგილობრივი მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა იყო, რაც სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმოიფხვრება. ნაძალადევის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
პარიზში ქართულ-ფრანგული კვირეული დაიხურა. კულტურული ღონისძიებები მონმარტრზე არაერთ საინტერესო ღონისძიებას მოიცავდა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს შემოქმედებითი და კულტურული პოტენციალი, ასევე შესაძლებელი იყო ქართული სამზარეულოს დაგემოვნება.
ქართულ-ფრანგული კვირეული კომპანია „თბილისი-პარიზი-თბილისი“-სა და პარიზში ქართული კულტურის ცენტრ ,,ლაზი“-ს ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხადაჭრით გაიმართა. კვირეულის ფარგლებში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო და მონმარტრზე ანსამბლ „ურმულის“ კონცეტით დაიხურა, რომელსაც ტურისტები, პარიზში მცხოვრები ქართველები დ თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქის ყველა რაიონში უფასო სასადილოები ფუნქციონირებს. ამჟამად მოსახლეობას თბილისის 10 რაიონში 49 უფასო სასადილო ემსახურება, სადაც ათასობით მოქალაქეს საკვებით უმასპინძლდებიან. ბენეფიციარები სასადილოს მომსახურებით ყოველდღიურად სარგებლობენ. საკვების რაციონი მინიმუმ 1000-1200 კილო კალორიას შეადგენს, რომელიც კვების ინსტიტუტის მიერ არის დადგენილი.
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს გლდანში უფასო სასადილოს ბენეფიციარებს შეხვდა და გაესაუბრა.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
დღეს ვაკის პარკთან დაკავშირებით, ზაზა გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. ის ზღვარგადასული ცილისწამებით ცდილობს ერთგულება დაუდასტუროს თავის ახალ პოლიტიკურ პატრონს „ქართულ ოცნებას“, ამიტომ მის მიერ წამოყენებული ბრალდებები არასერიოზულია.
დღეის მდგომარეობით ვაკის პარკის ტერიტორია შეადგენს 197 122 კვ მეტრ ფართობს, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრება და აღნიშნულ ტერიტორიაზე უკონონოდ არაფერი გასხვისებულა.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. შესაბამისად ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს, რაც არსებული სპორტული ცენტრების სრულ რეაბილიტაციასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს. თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის გაცნობის მიზნით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წევრები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, „ეაოფ“-ის წარმომადგენლები ფესტივალის მზადების პროცესს შეაფასებენ, საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობის მიმდინარეობას გაეცნობიან და სპორტულ ინფრასტრუქტურას დათვალიერებენ. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლები დღეს თბილისის მერს გიგი უგულავას შეხვდნენ და მასთან 2015 წელს დაგეგმილი ფესტივალის დეტალებსა და ქალაქში ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრეს.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საარბრიუკენის დელეგაცია ქალაქის მერის, შარლოტე ბრიცის ხელმღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საარბრიუკენის საკრებულოს დეპუტატები, მერიის ეკონომიკური განვითარების, დასაქმების, საზღვარგარეთთან თანამშრომლობისა და სერთაშორისო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე სახელმწიფო თეატრის დირექტორი. საარბრიუკენის დელეგაციის წარმომადგენლები თბილისის მერს გიგი უგულავასა და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე, კულტურული კავშირების განმტკიცებასა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს. თბილისის მერთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის წარმომადგენლებმა მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს და იქ დანერგილ სევრისებს გაეცნენ.
თბილისსა და საარბრიუკენს შორის დაძმობილების შესახებ, ხელშეკრულებას ხელი 1975 წლის 22 მარტს მოეწერა. მას შემდეგ ორ ქალაქს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. თანამშრომლობის არეალი მოიცავს კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის, ქალაქის დაგეგმარებისა და გარემოს დაცვის სფეროებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა არაერთი ერთობლივი პროექტი როგორც ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით. GIZ -ის მხარდაჭერით, თბილისისა და საარბრიუკენის მერების აქტიური მონაწილეობით, სხვადასხვა სფეროში ყოველწლიურად ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები ეკონომიკის მხარდაჭერის, მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების და სხვა სფეროებში.
გიგი უგულავა: საარბრიუკენის და თბილისის მეგობრობა ძალიან ბევრ წელიწადს ითვლის, 1975 წელს მოეწერა ჩვენ ქალაქებს შორის დამეგობრებას ხელი და ერთ ინტევიუში ვერ აღწერ და ვერ მოყვები რამდენი მიმართულებით განვითარდა ეს ურთიერთობა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩემის აზრით 90–იან წლებში სტუდენტებისთვის ხელის შეწყობა იყო. ძალიან ბევრმა სტუდენტმა მიიღო განათლება, მათ შორის მეც ვიყავი. სწორედ ამიტომ საარბრიუკენი ჩემთვის ორმაგად მშობლიური ქალაქია. დღეს მთავარია ჩვენ ეს ურთიერთობები შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
"მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რომლებიც ჩემი ქვეყნის, მისი ყველა მოქალაქისა და საქართველოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა უკიდურეს შეშფოთებას იწვევს. ვგულისხმობ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ, სოფელ დიცისა და სოფელ დვანის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლებას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, პირველ რიგში კი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას. ამგვარი უკანონო ქმედებები უგულებელყოფს და არღვევს ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილებისა და სხვა სამოქალაქო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს. ამასთან, საოკუპაციო ძალების მიერ დამატებითი ტერიტორიების ანექსია ხელს უშლის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ზონებში ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა ნორმალურ ფუნქციონირებას. მუნიციპალიტეტებისა და სხვა ადგილობრივი სამსახურების მუშაობა არაეფექტური გახდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ საერთოდ არ ეძლევათ თავიანთი მანდატისა და ფუნქციების განხორცილების შესაძლებლობა. შესაბამისად, აღნიშნული ქმედებები აშკარად ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით, აგრეთვე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ, მიღებული დოკუმენტებით, რეზოლუციებითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებულ საერთო ევროპულ პრინციპებს. კონგრესში საქართველოს დელეგაციის სახელით მოგმართავთ მხარდაჭერის თხოვნით და იმედს გამოვთქვამ, რომ აღნიშნულ ქმდებებზე თქვენს მიერ საჯაროდ გამოხატული პოზიცია დაარწმუნებს რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესი და შეასრულოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები".
letter to Mr Van Staa
letter to the co-rapporteurs
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
თბილისის მერიის ინიციატივით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე 2011 წელს ხანძრის შედეგად დამწვარი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ნაგებობა სრულად გამაგრდა, აშენდა საყრდენი კედლები და სახლი გადაიხურა. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები ხანძრის შემდეგ, დიდუბის რაიონის გამგეობას ქირით ჰყავს გაყვანილი, რათა მათ მიყენებული ზარალის გამო, დამატებითი პრობლემები არ შეექმნათ. ამჟამად თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მერიამ მოსახლეობას ბინების შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის 1 კვ.მეტრ ფართობზე 250 ლარი გამოუყო, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს სახლები გაარემონტონ. სარემონტო სამუშაოები 3 თვეში დასრულდება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს აRნიშნულ კორპუსში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
თბილისის მერიაში მიმდინარე წლის 2 მაისს შემოვიდა "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" პროექტის მენეჯერის ეკა წერეთლის განცხადება 2013 წლის 17მაისს, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ჰომოფობიისა და ტრანსფობიისწინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქციის გამართვის თაობაზე. 2013 წლის 13 მაისს თბილისის მერიას მომართა მოქალაქე გიორგი გაბედავამ,რომ 17 მაისს, ეკლესიის მოძღვართა მიერ, საკუთარი მრევლთან ერთად, იგეგმება შეკრება და მანიფესტაციას რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას, ხორციელდება მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილება და მასზე ნებართვის გაცემა არ ხდება. შესაბამისად აღნიშნულ გაფრთხილებები თბილისის მერიის მიერ მიღებული იქნა მხოლოდ ცნობად და განმცხადებლებს განემარტათ, "შეკრებებისა და მანიფესტაციებისშესახებ" საქართველოს კანონის განსაზღვრული უფლებამოვალეობანი. თბილისის მერიის მიერ ორივე აქციის თაობაზე ასევე გაფრთხილებული იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
19 აპრილს პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულმა აქციამ ყოველგვარი დარღვევების გარეშე ჩაიარა და ადამიანებს მიეცათ თავისუფლად შეკრებისა და აზრის გამოხატვის საშუალება. ქ. თბილისის მერია მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის, ასევე საგანგებო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, პოლიტიკურ გაერთიანებას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ და აქციის თითოეულ მონაწილეს 19 აპრილს აქციის სათანადო ორგანიზებისა და წესრიგის დაცვისთვის.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება 19 აპრილს ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციის გამო, დღის 12 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალოს რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ყველა ქუჩაზე. თბილისის მერია აბსოლუტურად მიზანშეუწონლად მიიჩნევს სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას და ფიქრობს, რომ ის გაუმართებლად დააზარალებს ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოსახლეობას და მათ ვისაც დღის განმავლობაში იქ უწევს გადაადგილება. კერძოდ, რუსთაველის გამზირის და მისი მიმდებარე ქუჩების, განსაკუთრებით თაბუკაშვილის ქუჩის გადაკეტვა გამოიწვევს მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობის სრულ პარალიზებას, მათ შორის, შეუძლებელი გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება. აღსანიშნავია, რომ არასდროს სხვა აქციების მიმდინარეობისას წინასწარ გზების გადაკეტვა არ ხორციელდებოდა. განსაკუთრებით მიუღებელია სამინისტროს გადაწყვეტილება გზები გადაკეტოს დღის 12 საათიდან, აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. მიგვაჩნია, რომ აქციის გამართვის ადგილის მიმდებარე ქუჩების გადაკეტვა საერთოდ არ წარმოადგენს აუცილებლობას და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, თბილისის მერია სთავაზობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 19 აპრილის დილის 9 საათიდან თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში გაიმართოს კონსულტაცია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის საკითხზე, იმისათვის რომ მიღებული იქნეს ოპტიმალური გადაწყვეტილება.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
2 ივნისი მტკვარ-არაქსის აუზის დაცვის დღეა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, სიმბოლური აქცია გაიმართა. ახალგაზრდები მტკვრის სანაპიროზე შეიკრიბნენ და და გამვლელებს მოუწოდეს, რომ დაიცვან გარემო და არ დააბინძურონ მდინარე მტკვარი. თბილისის მერიის დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა კი კატერებით, ნავებითა და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, მტკვრის სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ღონისძიებაში თბილისის მერი გიგი უგულავა მონაწილეობდა. 2 ივნისი მტკვარ-არაქსის აუზის დაცვის დღედ 1999 წელს გამოცხადდა და მას საქართველოს გარდა სომხეთსა და აზერბაიჯანში აღინიშნავენ. საქართველოში ეს დღე პირველად 2001 წელს აღინიშნა.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაში არსებულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებს შორის, უმთავრესია მსხვილი გამწვანებული და რეკრეაციული სისტემის ჩამოყალიბება. გამწვანების პროგრამის ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით ჩატარებული სკვერების რეკონსტრუქციის შემდეგ, თბილისის მერია გამწვანების ახალ მასშტაბურ პროექტებზე იწყებს მუშაობას.მიმდინარე პროექტებს შორის მნიშვნელოვანის ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2013 წელს თბილისის უძველესი რეკრეაციული კომპლექსის აღდგენასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით, პარკი გასართობ, სპორტულ და საბავშვო ზონებად დაიყოფა. პარკის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი, გასართობი თუ სპორტული ინფრასტრუქტურა, სამკითხველოები, საპიკნიკეები, საჩრდილობლები, სპორტული (ჩოგბურთის, მინიფეხბურთის, კალათბურთის) მოედნები, საველოსიპედე ბილიკები მოეწყობა, აღდგება შადრევანი, რაც სრულყოფილი დასვენებისა და გართობის შესაძლებლობას მისცემს ყველა ასაკის ადამიანს. პროექტის კონცეფციის ძირითადი იდეა არის ის, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებსა თუ ასაკოვან დამსვენებლებს საშუალება ექნებათ ითამაშონ, დაკავდნენ სპორტით, დაისვენონ, წაიკითხონ, დაისვენონ ბალახზე, დატკბნენ ბუნებითა და სიმშვიდით. რეაბილიტირებული პარკი მაქსიმალურად დატვირთული იქნება სივრცითა და კომფორტული ლანდშაფტით. ვაკის პარკი კვლავ გახდება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო, სრულყოფილ და უსაფრთხო დასასვენებელი ზონა.
ვაკის პარკში დაგეგმილ სამუშაოებსა და რეაბილიტაციის პროექტზე დღეს, ვაკის რაიონის გამგებელმა ბაჩო დოლიძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ქორქაშვილმა ისაუბრეს.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
1 ივნისს თბილისში თოჯინებისა და საბავშვო სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ინიციატივითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, წელს თბილისში თოჯინებისა და საბავშვო სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი აღდგა, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება. ფესტივალში საქართველოს თოჯინების თეატრების დასებთან ერთად, რომლებიც ბათუმიდან, ახალციხიდან და ქუთაისიდან ესტუმრებიან თბილისს, ასევე მონაწილეობას მიიღებს სტამბულის ცნობილი დასი „ხის ჩარჩოს თეატრი“ და ერევნის სახელმწიფო თოჯინების თეატრი.სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.
1 ივნისს ასევე თბილისის სხვადასხავა დასასვენებელ პარკებში წარმოდგენილი იქნება თითების თეატრი, თოჯინური საოპერო თეატრი „მცირე პწკალა“, ბასტი ბუბუ, ეროვნული უმცირესობების საბავშო ანსამბლები, კარიკატურისტები, ანიმატორები, თბილისის ხელოვნების სკოლების ანსამბლები, საქართველოს ყრუთა კავშირის ბავშთა ანსამბლი,თბილისის თოჯინების თეატრი,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თოჯინების თეატრი და სხვა მუსიკალური წარმოდგენები.
პროგრამა:
- თითების თეატრი, სპექტაკლი “ექსტრავაგანსა” - თბილისის მედიათეკა/ვაკის პარკი - 13:00 საათი
- ახალციხის თოჯინების თეატრი - თბილისის მედიათეკა -15:00 საათი
- თოჯინების საოპერო თეატრი “მცირე პწკალა” სპექტაკლით “სევილიელი დალაქი” - თბილისის მედიათეკა - 17:00 საათი
- აზა ბასლანძის საბავშვო ლექსების კრებულის პრეზენტაცია - თბილისის მედიათეკა - 14:00 საათი
- სტუდია “1,2,3”-ის კონცერტი - მთაწმინდის პარკის დიდი სცენა - 11:30 საათი
- ბათუმის თოჯინების თეატრის მუსიკალური ფრაგმენტები სხავდასხვა თოჯინური სპექტაკლებიდან - მთაწმინდის პარკის ამფითეატრი - 14:00/15:00 საათი
- ბასტი ბუბუს კონცერტი - მთაწმინდის პარკის დიდი სცენა - 13:00 საათი
- ქუთაისის თოჯინების თეატრი “ოქროს წიწილა” - მუშტაიდის პარკი, ატრაქციონებთან - 14:00/16:00 საათი
- “სტუდია პატარა ქართველები” კონცერტი - მუშტაიდის პარკი - 13:00 საათი
- ეროვნული უმცირესობების საბავშვო ანამბლების კონცერტი/გამოფენა - მუშტაიდის პარკი - 17:00 საათი
- სპექტაკლი “ბურატინოს თავგადასავალი" - გლდანი “ვარდების რევიოლუციის ბაღი” - 13:00 საათი
- მულტი პულტის თოჯინები - გლდანი “ვარდების რევიოლუციის ბაღი” - 11:00/14:00 საათი
- თბილისის ხელოვნების სკოლების კონცერტი - რიყის ამფითეატრი - 14:00 საათი
- დიდი თოჯინები “NEVERLAND” - რიყის პარკი - 17:00 საათი
- საქართველოს ყრუთა კავშირის ანსამბლის კონცერტი - რიყის პარკი - 17:00 საათი
- “მზის ფესტივალი” - მზიური - 12:00/18:00 საათი
- თბილისის თოჯინების თეატრი სპექტაკლით “ბუტია” - მ.ბერძენიშვილის კულტურის ცენტრი მუზა - 14:00 საათი
- სტამბულის საბავშვო თოჯინური “ხის ჩარჩოს” თეატრი, სპექტაკლით “კაბარე” - კ.მარჯანიშვილის თეატრის სხვენი - 18:00 საათი
- ერევნის სახელმწიფო თოჯინების თეატრის სპექტაკლით “აკ-აკ’ - ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელტა თეატრის მცირე სცენა - 20:00 საათი
- საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თოჯინების თეატრი სპექტაკლი “ჩვენი ყურშა, ჩვენი ეზოს მშვენებაა” ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღი (საბურთალო) - 12:00 საათი
- კარიკატურისტი, ანიმატორები, ცეკვის ანსამბლი “მინდია”, მევიოლინე, საჰაერო ბურთები და კონცერტი ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღი - 12:00/18:00 საათი
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
თბილისის მერიის ინიციატივით, 27 აპრილიდან ყოველ შაბათს, თბილისის სხვადასხვა დასასვენებელ პარკებში გასართობი კონცერტები გაიმართება.
აღნიშნულ პროექტს თბილისის მერია უკვე 3 წელია, ყოველ გაზაფხულზე ახორციელებს. კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის “ბიგ ბენდი", გიორგი სუხიტაშვილი, ზაურ შავგულიძე, თაკო გაჩეჩილაძე, მარიკო ებრალიძე, ალეკო ბერძენიშვილი, სოფო ბედიაშვილი, მაია ბარათაშვილი, მარიამ პავლიაშვილი და ბორის ბედია.
პროგრამა:
მუშტაიდის პარკი - 27 აპრილი 15:00
ალექსანდროვის ბაღი -11 მაისი 15:00
რიყის პარკი - 18 მაისი 15:00
დედაენის ბაღი - 25 მაისი 15:00
გლდანის პარკი -1 ივნისი 15:00
ვერის ბაღი - 8 ივნისი 15:00
მზიური -15 ივნისი 15:00
მთაწმინდის პარკი - 23 ივნისი 15:00
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ სახალხო არტისტის ნანა ფაჩუაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე, თეატრში სხვადასხვა სპექტაკლები და ნაწყვეტები, ნანა ფაჩუაშვილის ვიდეო კოლაჟი იყო წარმოდგენილი. თბილისის მერიამ ნანა ფაჩუაშვილი საპატიო ქართული კულტურის ამადგარის წოდებით დააჯილდოვა. ღონისძიებაზე მსახიობის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილო წიგნის პრეზენაცია "მე და ჩემი რეჟისორები" გაიმართა, რომელიც ასევე თბილისის მერიამ დააფინანსა.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
დღეს თბილისის ახალ სავაჭრო გალერეაში ,,რუსთაველის 42“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის "ZARA" კიდევ ერთი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. სავაჭრო გალერეა 4 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს, სადაც ოცდაათამდე საერთაშორისო ბრენდი განთავსდება. "ZARA"-ს ახალი მაღაზიის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა და AlHokairჯგუფის, Inditex-ის საუდის არაბეთის, შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი იასინ სიბარი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
დღეისათვის "ZARA"–ს ბრენდი მსოფლიოს 78 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში "ZARA"-ს პირველი მაღაზია ერთი წლის წინ, თბილისი მოლში გაიხნა. დღეიდან კი ქართველ მომხმარებელს საშუალება ექნება მსოფლიო ბრენდის ხარისხიანი პროდუქცია კიდევ ერთ ოფიციალურ მაღაზიაში შეიძინოს. "ZARA"-ს ახალ მაღაზიაში 100 ადამიანი დასაქმდა.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
ასოციაცია “ანიკა” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნდა და მიზანად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, საგანმანათლებლო პროგრამების წარმართვას, პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას. ასოციაციამ აღნიშნული კატეგორიის ბავშვებისა და მოზარდებისთვის ”დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი” დაარსა, სადაც სპეციალურად მოწვეული პედაგოგები და აღმზრდელები ბავშვთა განვითრებაზე ინდივიდუალურად ზრუნავენ. ამჟამად ცენტრის ორივე ფილიალში 34 ბენეფიციარი ყოველდღიურად სხვადასხვა პროგრამითა და სერვისით სარგებლობს, რაც მათ საზოგადოებაში ადაპტირებას უწყობს ხელს.
ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ცენტრში ამჟამად ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. პროექტის ფარგლებში, ასოციაციამ ადაპტირებული მიკროავტობუსი შეისყიდა. შედეგად შემცირდა ტანსპორტირების ხარჯები და ეტლით მოსარგებლე ადამიანებს გაუმარტივდათ გადაადგილება, თანმხლებ პირებს კი აღარ მოუწევთ ტრანსპორტში მათი ეტლის ხელით აყვანა. პროექტი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
თბილისის ვიცე-მერი და გერმანიის ელჩი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრს ესტუმრნენ და ბენეფიციარებს სიახლე გააცნეს.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
ევროპის დღე ევროკავშირის წევრ და მისი წევრობის მსურველ ქვეყნებში ყოველწლიურად აღინიშნება. თბილისის მერია ევროპის დღეს სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებით აღნიშნავს. დღეს ევროპის დღესთან დაკავშირებით, ჯანსულ კახიძის სახელობის ბაღში საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლებისა და ეროვნული უმცირესობებისთვის, თბილისის მერის მიღება და ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ევროპული ქალაქების თემაზე გურამ წიბახაშვილის, იური მეჩითოვისა და ნესტან მამაცაშვილის ნამუშევრების ფოტო-გამოფენა მოეწყო.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
28-29 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სამარიტელთა კავშირის“ ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - ხანდაზმულები და მობილური ზრუნვა (შინზრუნვა) იმართება. კონფერენციაში გერმანიის, ავსტრიის, ლატვიის, უკრაინის, მოლდავეთის და სხვა ქვეყნების სამარიტელები მონაწილეობენ, რომლებიც თბილისელ კოლეგებს ამ მიმართულებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებენ.
მობილური ზრუნვა განსაკუთრებული საჭიროებების ადამიანების შინ (ოჯახის პირობებში) მოვლას გულისხმობს და მკაცრად დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება:
- ძირითადი მოვლა -გულისხმობს დახმარებას ყოვედღიური ცხოვრების ძირითად საჭიროებებში (სხეულის მოვლა, კვება, გადაადგილება და ა.შ.)
- სამედიცინო მომსახურეობა - წნევის გაზომვა, სხვადასხვა ინექცია, სახვევის გამოცვლა და ა. შ.
- საყოფაცხოვრებო მომსახურეობა - ყოველდღიური საჭიროების ნივთებისა და პროდუქტების შეძენა, ბინის დალაგება-დასუფთავება და საკვების მომზადება.
- სოციალური კონსულტაცია-გულისხმობს კონსულტაციასა და დახმარებებს სხვადასხვა სტრუქტურებთან ურთიერთობაში.
სოციალურად დაუცველი, ხანდაზმული მოქალაქეების დახმარების საკითხი ქვეყნის პრესტიჟია. სწორედ ამიტომ სსკ-ს პროგრამა „მობილური ზრუნვა“, თბილისის მერიის პატრონაჟის ქვეშ ხორციელდება. პროექტი, ამ ეტაპზე შემდეგ კატეგორიებს მარტოხელა ხანდაზმულებს ემსახურება:
- მარტოხელა პენსიონერი ასაკით და/ან ინვალიდობით
- მარტოხელა ვეტერანი და/ან ვეტერანთან გათანაბრებული პირი
- სოციალური მარტოხელა (მარჩენალი არის სასჯელაღსრულების ადგილზე და/ან გასულია ქვეყნიდან და არა აქვს კავშირი მასთან და/ან მარჩენალი ქრონიკულად დაავადებულია.
კონფერენციას თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა დაესწრო.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
ფოტოკონკურსი „ქოლგა“ უკვე თერთმეტი წელია წარმატებით მიმდინარეობს. 2012 წლიდან, "ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას მასპინძლობს, რომლებზეც წარმოდგენილია, როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები.
2013 წელს ფოტოკვირეულის ფორმატი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმულ კლასიკური ფოტოხელოვანების ნამუშევრებს, ისე თანამედროვე ამერიკელ, ესპანელ, გერმანელ და ქართველ ფოტოხელოვანების ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს. დღეს „თიბისი“ გალერეაში „ქოლგა თბილისი ფოტო 2013” ალექსანდრე კოტორაშვილის გამოფენას სახელწოდებით: “ქართული სპორტის ისტორია 1963-2003“ წარმოადგენს. ალექსანდრე კოტორაშვილი განსაკუთრებული ხედვის მქონე ფოტოგრაფია, რომელმაც მთელი საკუთარი შემოქმედება სპორტული რეპორტაჟის შექმნასა და განვითარებას მიუძღვნა. ყოველწლიური ფოტოკვირეული “ქოლგა თბილისი ფოტო”-ს დასკვნითი ეტაპი 1-10 მაისს გაიმართება. საპრიზო ფონდი წელს 10 000 ლარით განისაზღვრა. ეს თანხა ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გადაუნაწილდებათ.
დღეს „თიბისი“ გალერეაში გამართული გამოფენა თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.
|
|
სიახლე
|
|
|
|