რუსთაველის გამზირზე "სმარტის" ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა |
„ვისოლი ჯგუფმა“ საქართველოს ფოსტის ყოფილ შენობაში, სუპერმარკეტ „სმარტის" ახალი ობიექტი გახსნა. სუპერმარკეტი სამ სართულზეა განთავსებული და 1 600 კვ.მ სავაჭრო ფართს მოიცავს. „სმარტში“ გერმანული, ჰოლანდიური, ესპანური, იტალიური და ადგილობრივი, ქართული წარმოების ყოველდღიური მოხმარების უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანია წარმოდგენილი. მარკეტში ასევე ფუნქციონირებს „სმარტ კაფე“ და ინტერნეტ (WIFI) ზონა, ბანკომატი და სწრაფი გადახდის აპარატები. თანამედროვე სავაჭრო ცენტრში 223 ადამიანი დასაქმდა. თანამშრომელთა ნაწილი კომპანიამ თბილისის მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეარჩია.
„სმარტის“ ქსელის განვითარება გრძელდება და უახლოეს მომავალში სუპერმარკეტები თბილისის სხვადასხვა უბნებში, ასევე გუდაურში, ბათუმში, ქუთაისსა და ფოთში გაიხსნება. მომავალი სამი წლის განმავლობაში, ვისოლი ჯგუფი „სმარტის” სუპერმარკეტების ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს, სადაც 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.
ქალაქის ცენტრში ახალ სუპერმარკეტი დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ გახსნეს.
|
|