გლდანი-მუხიანის დამაკავშირებებლი ახალი გზა გაიხსნა |
ქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და მოსახლეობის კომფორტულად, უმოკლეს დროში გადაადგილების მიზნით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები დასრულდა გლდანი-მუხიანის დამაკავშირებელ გზაზე, რომლის საშუალებით, მუხიანის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი, შეშელიძის ქუჩიდან უმოკლესი გზით დაუკავშირდება გობრონიძის ქუჩას. შესაბამისად მუხიანისა და თემქის მიმართლებით გადაადგილებისას, სატრანსპორტო საშუალებები აღარ გაივლიან „ახმეტელის მეტროს“ მიმდებარე ტერიტორიას. ახალი გზაზე მოძრაობა ორმხრივად, ოთხი ზოლის საშუალებით განხორციელდება. გლდანი-მუხიანის დამაკავშირებელი გზა ე.წ. დიდი ხევძმარის ხეობის გავლით აშენდა. აღნიშნულ ხევში მოეწყო რკინა-ბეტონით დახურული ორი, 500 მეტრი სიგრძის კოლექტორი. გლდანი-მუხიანის დამაკავშირებელი გზა საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა დაათვალიერეს. |
|