თბილისის მერიის შეთავაზება კახელ გლეხებს |
შემოდგომაზე, რთველთან დაკავშირებით, კახელ გლეხებს შესაძლებლობა ეძლევათ უფასოდ ჩამოიტანონ ყურძენი თბილისში და საკუთარი პროდუქცია საკვირაო ბაზარებში და ასევე სპეციალურად გამოყოფილ სხვა ადგილებში გაყიდონ. გარდა ამისა, კახეთს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თბილისობის დღესასწაულზეც, როდესაც სოფლის მეურნეთათვის მნიშვნელოვანი შეღავათები მოქმედებს. დედაქალაქი ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა გვერდში დაუდგეს კახეთს და სტიქიით დაზარალებული ოჯახებს.
აღნიშნული სიახლე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტში სტუმრობისას, გააცნეს საზოგადოებას.
სასურსათო პროდუქტების დაბალ ფასში შეძენისა და თბილისელების შემოსავლების დაზოგვის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, 2011 წლიდან, ყოველ კვირა დღეს ქალაქის ყველა უბანში იაფი სავაჭრო ობიექტები ეწყობა. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, დილის 9–დან 17 საათამდე ზუსტი წონისა და მაღალი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ. ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით სულ 16 სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს. სავაჭრო ობიექტებში ასობით თბილისელი დასაქმდა. |
|