16:09     01/10/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 

მთავრობის საგანგებო სხდომა თბილისის მერიაში

19 აგვისტოს დედაქალაქში მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის გამო, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ქალაქის ცელკეული რაიონები, დღეს თბილისის მერიაში მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა. სტიქიის შედეგად, ზარალი მიადგა დიდგორის რაიონში მდებარე სოფლებს(კოჯორი, კიკეთი, დიდება, წავკისი, ტაბახმელა, შინდისი) და ისანი-სამგორის რაიონს(მათ შორის შემოერთებულ ტერიტორიებსაც). დაზიანდა სახლის სახურავები, ავტომობილები, სასათბურე მეურნეობები და სოფლის მეურნეობის სავარგულები. თბილისის მერიის თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ზარალის დათვლას და თითოეული ოჯახის მდგომარეობის ადგილზე შესწავლას. ამ ეტაპზე დიდგორის რაიონში აღწერილია დაზარალებული 203, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში 163 ოჯახი. წინასწარი მონაცემებით, ზარალის რაოდენობა ზუსტდება  და ის დაახლოებით 2 000 000-მდე ლარს შეადგენს. თბილისის მერის გიგი უგულავას გადაწყევტილებით, აღნიშნული თანხა გამოიყოფა მერის სარეზერვო ფონდიდან, რათა უახლოეს მომავალში დაიწყოს დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება. მოხდება, თითოეული დაზიანებული სახლის აღდგენა და ასევე ყველა ის ოჯახი, რომელსაც სტიქიის შედეგად, სოფლის მეურნეობის სავარგულები დაუზიანდა, მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას.

 



იხილეთ მეტი