ცხელი ხაზი 272 22 22
13:17 23/10/2014
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

თბილისის მერმა გვირგვინით შეამკო აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი

„ხსოვნის კვირეულის“ ფარგლებში, დღეს  თბილისის მერმა გიგი უგულავამ გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო 2008 წელს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. თბილისის მერთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული გმირები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სასწრაფოს თანამშრომლებმაც გაიხსენეს, რომლებიც 4 წლის წინ რუსული აგრესიის დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ.  აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისაცემად, დღეს დროშები დაეშვა თბილისის მერიის შენობაზეც. 

იხილეთ მეტი