04:29     29/07/2014   Tbilisi.gov.ge
   
 

სტუდენტური დასაქმების პროგრამა გრძელდება

სტუდენტური დასაქმების პროექტის „ Summer Job”-ის ფარგლებში, თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში 10 000-მდე სტუდენტი დასაქმდა. ერთი თვის განმავლობაში, სტუდენტები კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, სხვადასხვა სახის სამუშაოს ასრულებენ და ყველა იმ პროექტში არიან ჩართული, რომელსაც თბილისი მერია ახორციელებს. ერთ-ერთი სფერო, სადაც სტუდენტები დასაქმდენენ ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვაა.  ეკოკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში  600-მდე სტუდენტი დასაქმდა. ისინი  მერიის დაქვემდებარებულ პარკებსა და სკვერებში ხეებისა და ბუჩქების ფორმირებაში,  თვითამონაყარი  მცენარეების გაწმენდით  და დასუფთავებით სამუშაოებში მონაწილეობენ. თბილისის მერი დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულ ბაღში   დასაქმებულ სტუდენტებს გაესაუბრა. სტუდენტური დასაქმების პროექტ:" Summer Job”–ის  განხორციელებაში  თბილისის მერია აქტიურად მონაწილეობს. პროექტის ფარგლებში, მერიის საქალაქო სამსახურებში და სხვადასხვა მუნიციპალურ სტრუქტურულ ერთეულში 10 000-მდე სტუდენტი დასაქმდა. თითოეული მათგანი  ქალაქის კეთილმოწყობაზე, დასუფთავებასა გამწვანებაზე პირადად ზრუნავს. სტუდენტური დასაქმების პროექტი სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და  სხვადასხვა სფეროში გამოცდილების მიღებას ისახავს მიზნად. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში, ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებენ და გამომუშავებულ თანხას საკუთარი  სურვილისამებრ გამოიყენებენ.მსგავსი სახის პროექტები ყოველწლიურად ხორციელდება და ახალგაზრდებში საკუთარი შრომის პოპულარიზაციას ემსაურება.

იხილეთ მეტი