12:02     21/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 

თბილისის მერმა გიგი უგულავამ პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერიის ინიციატივით, პუშკინის ქუჩის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგელბში 12 სახლს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას, დღეიდან  ორი კვირის განმავლობაში, თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. შემოღებული იქნება ალტერნატიული მარშრუტები, რათა აღნიშნული მიმართულებით, მოსახლეობის გადაადგილება  არ შეფერხდეს.  სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, პუშკინის ქუჩაზე არქეოლოგებიც აქ არსებული ისტორიული, დედაქალაქის ძველი გალავანის დამუშავებაზე ზრუნავენ. გამოჩენილი გალავნის უძველესი ფენა მე-5 საუკუნით თარიღდება. თუმცა ყველაზე კარგად მე-12 მე-18 საუკუნეების პერიოდში აგებული გალავანი და მასში დატანებული კოშკების ფრაგმენტებია შემონახული. გათხრების შედეგად, არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლი და საომარი ქვის ბირთვები აღმოაჩინეს. გალავნის ფრაგმენტები მიმდებარე ინფრასტურქტურის ნაწილში ჩაჯდება და პუშკინის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, მის დათვალიერებას თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ქვედა დონის საფეხმავლო სივრცით შეძლებენ. ამ დროისთვის აღმოჩენილი გალავანის კონსერვაცია მიმდინარეობს, რათა სრულად იქნას შენარჩუნებული მათი პირვენდელი სახე. დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და არქეულოგიურ გათხრების შედეგად აღმოჩენილ ნივთებს გაეცნო.




იხილეთ მეტი