20:09     20/04/2014   Tbilisi.gov.ge
   
 

ალექსიძის ქუჩაზე ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

ალექსიძის ქუჩაზე   ახალი,  საინვესტიციიო პროექტის განხორციელება იწყება. ავსტრიული კომპანია ,, Rezid Holding GMBH”-ი აღნიშნულ ტერიტორიაზე  თანამედროვე ტიპის კონდომინიუმის კლასის მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. ახალი ობიექტის მშენებლობას თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ურუშაძემ ინვესტორტან ერთად ჩაუყარა საფუძველი და საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო. ალექსიძის ქუჩაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის საინვესტიციო ღირებულება 40-45 მილიონ დოლარს შეადგენს. მისი მშენებლობა ინგლისურმა საპროექტო სტუდია ,, Ellis Williams Architects”-მა დააპროექტა. კომპლექსი 60 000 კვარდატულ მეტრ ფართობზე აშენდება და ის ორ ცათამბჯენს, საცურაო აუზებს, სპა ფიტნესცენტრებს, სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, სხვადასხვა დანიშნულების გამაჯანსაღებელ და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს, მოეწყობა მიწისქვეშა  პარკინგი.საექსკავაციო სამუშაოები  2011 წლის ბოლოს დაიწყო და 5000 კვ.მ ფართობის ქვაბული უკვე დამუშავდა. სამშენებლო სამუშაოებზე 85 მექანიზატორი, მძღოლი და  დამხმარე მუშა დასაქმდა. კომპლექსის მშენებლობა  ორწელიწადნახევარი გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში 120-150 კვალიფიციური მუშახელი და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი მუდმივად დასაქმდება.საინვესტიციო პროექტის განხორციელებით, თბილისი   სრულიად ახალი კონცეფციის, მაღალი არქიტექტურული იერსახის მრავალფუნქციურ კომპლექსს მიიღებს, რომლის მომსახურებით ისარგებლებენ არა მარტო კომპლექსის მობინადრენი, არამედ რიგითი თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები.კომპლექსის ექსპლოატაციაში 2015 წელს შევა.

იხილეთ მეტი