ცხელი ხაზი 272 22 22
22:19 21/10/2014
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

გიგი უგულავა დიღმის მასივში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

თბილისის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება  მიმდინარეობს. ქალაქის ყველა რაიონში შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაცია ორი წლის განმავლობაში დასრულდება, რაც მოსახლეობის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს. დიღმის მასივში 4 000 კვ.მეტრ ფართობზე კაპიტალურად იგება ასფალტის საფარი და კეთდება ბეტონის ბორდიურები. მიმდებარე ტერიტორიაზე კეთდება დასასვენებელი სკვერი.

დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზე ესაუბრა, რომლის მიხედვით სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა პენსიონერი და 6 წლამდე ასაკის ბავშვი სახელმწიფოს მიერ იქნება დაზღვეული, რაც მნიშვნელოვანი შეღავათია მოსახლეობისთვის.



იხილეთ მეტი