თბილისს პოლიციის ახალი, გამჭირვალე, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შენობა შეემატა. ისანი-სამგორის რაიონში, ნავთლუღის დასახლებაში პოლიციის მე–3 განყოფილება გაიხსნა, სადაც 36 თანამშრომელი იმუშავებს, მოსახლეობას მოემსახურება და მათ უსაფრთხოებაზე იზრუნებს. თბილისის მერიამ პოლიციის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოაწყო და გაამწვანა, დამონტაჟდა გარე-განათების სისტემა, დაიგო ასფალტის საფარი და ქვაფენილი. პოლიციის ახალი განყოფილება დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დაათვალიერეს.