07:57     17/04/2014   Tbilisi.gov.ge
   
 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 სექტემბერს გაიხსნება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 სექტემბერს გაიხსნება და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალზე ტრადიციულად ორ ნაწილად იქნება წარმოდგენილი ქართული და საერთაშორისო პროგრამები. ქართული პროგრამა 16 სექტემბერს გაიხსნება და, 4 დღის განმავლობაში, 19 სექტემბრის ჩათვლით, 21 ქართული თეატრალური დასი 30 სპექტაკლს წარმოადგენს. საერთაშორისო პროგრამას კი 13 ქვეყნიდან ჩამოსული მსახიობები 16 სპექტაკლით წარმოადგენენ. წლევანდელ საერთაშორისო ფესტივალში საქართველო, შვედეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელორუსია, ისრაელი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ლიტვა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, მექსიკა და იაპონია მონაწილეობენ. მაყურებელი წელს ბევრ სიახლეს და თამამ ექსპერიმენტს იხილავს. წარმოდგენილ სპექტაკლებს ქართველ მაყურებელთან ერთად თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის 50-წევრი შეაფასებს.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ბილეთები და აბონიმენტები 18 ივლისიდან, მარჯანიშვილის თეატრის სალაროში გაიყიდება. ბილეთების ფასი 15-დან 120 ლარამდე იქნება.

 



იხილეთ მეტი