ცხელი ხაზი 272 22 22
07:53 28/11/2014
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე

თბილისში უპატრონო ცხოველების თავშესაფარი გაიხსნა

ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ცხოველები ხშირად სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს ავრცელებენ და შესაბამისად საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. აღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილების, ცხოველთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, თბილისის მერიამ, ისანი–სამგორის რაიონში შინაური და  გარეული ცხოველების თავშესაფარი ააშენა. თავშესაფრის თანამშრომლებს უპატრონო ცხოველები ქუჩიდან აჰყავთ და კვალიფიციური კინოლოგები და ექთნები უტარებენ  ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურას. თითოეულ მათგანს  სტერილიზაცია და ვაქცინაცია  უტარდება,  საჭიროების შემთხვევაში კი  ქირურგიული თუ სხვა სახის ოპერაცია უკეთდებათ. თავშესაფარში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია ფუნქციონირებს, მოწყობილია საოპერაციო ბლოკი და საკარანტინო ვოლიერები. ცხოველთა თავშესაფარი ერთდროულად 300-ზე მეტ ცხოველს მოემსახურება. უახლოეს მომავალში ამოქმედდება ვებ-გვერდი, სადაც განთავსდება ინფორმაცია თავშესაფარში მცხოვრები ცხოველების შესახებ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  შესაძლებლობა ექნება ცხოველი თავშესაფრიდან  უსასყიდლოდ წამოიყვანოს და იზრუნოს მასზე. ამჟამად ცხოველთა თავშესაფარში 50 ცხოველი გადის მკურნალობის სრულყოფილ კურსს.

თავშესაფარი დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ყველა იმ პროცედურას გაეცნო, რაც ცხოველებს თავშესაფარში უტარდებათ.

 

იხილეთ მეტი