10:28     02/08/2014   Tbilisi.gov.ge
   
 

თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ურუშაძემ სარეაბილიტაციო ცენტრი ”სანნი” დაათვალიერა

სარეაბილიტაციო ცენტრი ”სანნი” თბილისის მერიის მხარდაჭერით 2011 წელს  დაფუძნდა.   ცენტრის ფუნქციონირებას საფუძვლად უდევს რეაბილიტაციის კლასიკური მეთოდების გამოყენება. ცენტრში  უკრაინიდან მოწვეული მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ, რომლებსაც   წამყვან სარეაბილიტაციო კლინიკებში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება  გააჩნიათ. რეაბილიტაციის პროგრამა გათვალისწინებულია 12 დღიან მკურნალობის კურსზე და  შემდეგ პროცედურებს მოიცავს: სამკურნალო ფიზკულტურა,  მექანოთერაპია, მანუალური თერაპია, ფიზიოთერაპია.   ცენტრში ასევე რეგულარული სამკურნალო ფიზკულტურის ვარჯიშები და ინდივიდუალური მასაჟის კურსები ტარდება. თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ურუშაძემ სარეაბილიტაციო ცენტრ ”სანნიში” ის ექვსი სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი მოინახულა, რომელთა მკურნალობის ხარჯების ნაწილი  მერიამ  დააფინანსა.

იხილეთ მეტი