19:40     18/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 

მარჯანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

დავით აღმაშენებლის  გამზირზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლდა კოტე მარჯანიშვილის ქუჩაც. თბილისის ერთ–ერთ ყველაზე კოლორიტულ ქუჩაზე 6 სახლს  სრული რეკოსნტრუქცია ჩაუტარდა. გამოიცვალა სახურავები, გამაგრდა საძირკვლები და განახლდა ფასადები. 
თბილისის მერიაში არსებული გაერთიანებული სამეცნიერო მეთოდური საბჭოს მიერ დამტკიცებული პროექტების საფუძველზე,  მარჯანიშვილის ქუჩაზე 4 ახალი სახლი აშენდა. სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში, მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე სისტემა. ქუჩაზე მდებარე შენობებზე თანამედროვე, კომბინირებული განათებისა და მინათების სისტემები დამონტაჟდა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ასევე მარჯანიშვილის ქუჩაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელს. მოეწყო 120 მანქანაზე გათვლილი, კომფორტული მიწისქვეშა პარკირების ადგილი. მარჯანიშვილის ქუჩის მონაკვეთი მთლიანად განახლდა, მოწესრიგდა  საფეხმავლო პასაჟი. განახლებული მარჯანიშვილის ქუჩა მიმზიდველია, როგორც ადგილობრივი მოსახლობისთავის, ასევე ტურისტებისთვისაც. მარჯანიშვილის ქუჩაზე განხორციელებული სამუშაოები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.

ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროეტის ფარგლებში, ამჟამად სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს მარჯანიშვილის მოედნიდან დიმიტრი უზნაძის ქუჩის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის გამზირზე - ცაბაძის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირამდე არსებულ მონაკვეთზე, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე - მტკვრის მარცხენა სანაპიროდან აკაკი წერეთლის გამზირამდე, ზაარბრუკენის მოედანზე, შავთელისა და ჩახრუხაძის ქუჩებზე. იცვლება  მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემები, სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება 70 სახლს. თოთოეულ მათგანზე მიმდინარეობს ფუნდამენტებისა და მიწისზედა კონსტრუქციების გამაგრება, სახურავების გადახურვა, გარე ფასადების რესტავრაცია. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

გიგი უგულავა: დასრულდა მარჯანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, აშენდა ახალი შენობები, ხოლო ძველ ნაგებობეს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მათ დაიბრუნეს ისტორიული იერი.  მარჯანიშვილის ქუჩა მნიშვნელოვანი კომერციული ნაწილია, ისევე როგორც ტაბიძის ქუჩა და სხვა დანარჩენი ქუჩები, სადაც  სახელმწიფოს მხრიდან მოხდა რესტავრაცია. ეს ყველაფერი  არა მარტო სილამაზე და კომფორტია ხალხისთვის, არამედ იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, ვითარდება კერძო ბიზნესი .ეს არის უნიკალური პროექტი, რომლითაც ვინარჩუნებთ ძველ ისტორიულ მემკვიდრეობას .

იხილეთ მეტი