ცხელი ხაზი 272 22 22
14:16 24/10/2014
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

თბილისის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. სამუშაოები ქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში აქტიურად მიმდინარეობს. გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ცინცაძის 8 000 კვ.მეტრ ფართობზე იგება ასფალტის საფარი, მთლიანად შეიცვლა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდა ბეტონის ბორდიურები და ტროტუარები.

თბილისის მერმა დღეს ცინცაძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. გიგი უგულავამ ადგილობრივებს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და  ახალ სადაზღვევო პროექტზე ესაუბრა. ახალი სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ყველა პენსიონერი და 6 წლამდე ასაკის ბავშვი სახელმწიფოს მიერ დაიზღვევა, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ხელმისაწვდომი ჯანდაცვითა და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით შეუზღუდავად ისარგებლოს.





იხილეთ მეტი