ცხელი ხაზი 272 22 22
06:17 23/10/2014
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

თბილისის მთავრობის საგანგებო სხდომა

უხვი ნალექების შედეგად, ქალაქში შექმნილი მდგომარეობის შესაფასებლად დღეს თბილისის მერის ინიციატივით, ისანი–სამორის რაიონის გამგეობაში საგანგებო სხდომა გაიმართა. გიგი უგულავა დეტალურად გაეცნო თბილისის ყველა რაიონში არსებულ მდგომარეობას. მისი განცხადებით გაიზრდება სარეზერვო ფონდი, რათა მოხდეს სტიქიური უბედურების შედეგად  თითოეული დაზარალებული ოჯახის დახმარება და ქალაქის დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრული აღდგენა.

ამ დროისთვის დადგინდა, რომ ყველა დაზარალებული ოჯახი სტიქიამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე ქირით ცხოვრობდა და მერიამ თითოეულ მათგანს პრობლემის  სრულ აღმოფხვრამდე კეთილმოწყობილი ბინები უქირავა.

 

 

გიგი უგულავა:

მინდა გითხრათ, რომ ეს რამდენიმე დღე იქნება მნიშვნელოვანი და კრიტიკული. ცენტრალური გზები გაიხსნა და გზის დაგება, სადაც საჭირო იყო დაწყებულია, მაგრამ ეხლა ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ იმ სახლებზე სადაც წყალი შევიდა, ორთაჭალის ხევი იქნება, კრწანისის ქუჩის მიმდებარე სახლები, თუ სხვა ცხელი წერტილები. ეს ორი-სამი დღე არის მნიშვნელოვანი, რომ შუა გზაში არ მივატოვოთ ის ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდებათ. მქონდა პრეზიდენტთან საუბარი, გარკვეული თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა, ასევე უნდა მივმართოთ საკრებულოს, რათა გაიზარდოს სარეზერვო ფონდი. დაახლოებით 2-3 მლნ ლარი მაინც დასჭირდება იმ სამუშაოებს, რაც ჩასატარებელია.  ყველაფერი  უნდა გავაკეთოთ რათა არცერთი ადამიანი არ დავტოვოთ გაჭირვებაში.

იხილეთ მეტი