09:43     19/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 

თბილისის მერის საგანგებო თათბირი

მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ოთხმეტრიანი კვიპაროსის ნერგებისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვაზე.  120 კვიპარისის ნერგი და თანმდევი მომსახურება 225 000 ლარად შეისყიდულ იქნა ტენდერში  გამარჯვებული კომპანია "გრინ სერვისისგან". კომპანიის მიერ,  აღნიშნული  შესყიდვის ფასის ადეკვატურობასთან დაკავშირებით, ეჭვი გამოთქვა საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველომ.  

თბილისის მერია მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაცია: „საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საკითხით დაინტერესებისთვის. თბილისის მერიის მიერ მოძიებული მასალით დგინდება, რომ სატენდერო პროცედურების დაცვის მიუხედავად, კომპანია გრინ სერვისმა პროდუქციის შესყიდვა მოახდინა ობიექტურ ღირებულებაზე დაბალ ფასად, რაც არ იქნა ასახული მის მიერ მერიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში.  აღნიშნული გულისხმობს, რომ  კომპანია გრინ სერვისმა სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა. საკითხი   სამართალდამცავ ორგანოებს დამატებით შესასწავლად გადაეგზავნება.

თბილისის მერია აუქმებს  კომპანია "გრინ სერვისთან" ტენდერის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს. გაუქმებული მომსახურებების  ხელახალ შესყიდვაზე ტენდერი 10 მაისს  გამოცხადდება. გამარჯვებულების გამოვლენისთანავე თბილისის მერია შეწყვეტს კომპანია გრინ სერვისთან ყველანაირ საქმიან ურთიერთობას.

თბილისის მერის ინიციატივით,  მსგავსი პრეცედენტების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, მერიაში შეიქმნება სპეციალური განყოფილება, რომელიც  შესასყიდი პროდუქციის ობიექტურ, საბაზრო ღირებულებას შეისწავლის და მკაცრად გააკონტროლებს მას. 

იხილეთ მეტი