18:24     02/10/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 

თბილისის მერმა გიგი უგულავამ უფასო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული 12 პროექტი დაათვალიერა

თბილისის მერია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაწყების ნებისმიერ მსურველს, საშუალებას აძლევს თბილისის მერიის ვებ-გვერდზე:www.tbilisi.gov.ge/architect  ერთბინიანი, ინდივიდუალური 100კვ.მ-დან–250კვ.მ-მდე საერთო ფართის საცხოვრებელი სახლების პროექტები უსასყიდლოდ აირჩიოს და მშენებლობა უმოკლეს ვადაში დაიწყოს. პროექტის მიზანია: მოქალაქეებისთვის მომსახურების დაჩქარება, გამარტივება და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ასევე სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. თბილისის მერიამ მეორე ეტაპზე უფასო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ახალი პროექტების შესარჩევად კონკურსი შემოდგომაზე გამოაცხადა. კონკურსის მიმდინარეობისას არქიტექტურის სამსახურში 190 საკონკურსო განაცხადი შევიდა. რომელთაგან კვალიფიციური არქიტექტორების მიერ დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 12 არქიტექტორის 12 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. თითოეული ავტორი თბილისის მერიისგან პრემიის სახით 2 500 ლარს მიიღებს.

გიგი უგულავა: მინდა მოგილოცოთ ჩვენს კონკურსში გამარჯვება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ კონკურსზე ძირითადად ახალგაზრდა არქიტექტორების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ამ წამოწყაბის ძირითადი იდეაა: პროექტები უკვე მზა სახით  ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი იყოს. მსურველს შეუძლია ორ-სამ დღეში აიღოს არამარტო ნებართვა, არამედ პროექტიც და ერთი კვირის განმავლობაში დაიწყოს მშენებლობა. ჩვენი გენერალური გეგმის მიხედვით, მსგავსი ტიპის მშენებლობა შესაძლებელია თბილისის ყველა გარე უბანში, არაისტორიულ და არა სპეციალურად დაცულ ზონებში. ადამიანს შეუძლია აიშენოს ასეთი ტიპის სახლი სწრაფად და არ დაკარგიოს დრო ბიუროკრატიულ ლაბირინთებში სიარულით იმიტომ, რომ ხშირად 5-6 თვე იკარგებოდა მხოლოდ შეთანხმებისა და პროექტირების სტადიაზე, შემდეგ ზამთარი უწევდა და პრაქტიკულად მთელი ერთი წლით იწევდა სამუშაოების დაწყება. დღეს ეს პრობლემა რეალურად მოგვარებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მშენებლობა ქალაქის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია.

 

იხილეთ მეტი