ცხელი ხაზი 272 22 22
20:26 23/10/2014
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

კინოთეატრი "აპოლო"

XX ს-ის დამდეგის მოდერნის სტილის თბილისის შენობათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია კინოთეატრი "აპოლო", რომელიც აღმაშენებლის გამზირის შუა წელში მდებარეობს. შენობის არქიტექტორი უცნობია, მაგრამ ცნობილია რომ ის გერმანელ კოლონისტთა მდიდარ წარმომადგენელს ეკუთვნოდა, ხოლო მისი არქიტექტურული მორთულობა "არქიტექტურული ძერწვის" ოსტატებს, ნოვაკსა და სოუჩეკს შეუსრულებიათ. 1909 წელს აშენებული კინოთეატრი პირველი იყო თბილისში. ქუჩათა გადაკვეთაზე ნაგებობა სფერული გუმბათით გადახურული ცილინრული ნაწილით გამოდის. ფასადის მხატვრულ სახეს დიდად განაპირობებს ჩეხი ოსტატების მიერ შესრულებული სიმბოლური ფიგურილი რელიეფებისაგან, გირლიანდებისა და წნულებისაგან შემდგარი მხატვრული კომპოზიცია.

Film-Theatre “APOLO”

Among the modern style buildings of the XIX century existing in Tbilisi the Film-theatre “APOLO” is mostly distinguished. It is located in the middle of D. Aghmashenebeli Avenue. The architect of the building is not known, though it is noted that it belonged to the well-off representative of German colonists and its architectural decorations were carried out by Novak and Souchek – masters of “Architectural Modeling”. The film-theatre, built in 1909 was the first in Tbilisi. The cylindrical part of the structure roofed with spherical dome (cupola) faces the cross streets. The composition of symbolic figure reliefs, garlands and wickers of high artistic value represented by Check masters precisely specifies the artistic frontage of the building.


 

იხილეთ მეტი