05:57     21/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 

სამების საკათედრო ტაძარი

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიას მთაზეა აღმართული. გრანდიოზული, გუმბათით დაგვირგვინებული ტაძარი თბილისის ერთ-ერთი მთავარი დომინანტია, რომელიც ქალაქის მრავალი წერტილიდან ჩანს.
სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის სურვილთა და კურთხევით განხორციელდა.  ტაძრის პროექტისთვის 1989 წელს გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტმა გაიმარჯვა. მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მოსახლეობის კერძო შემოწურულობებს.
ტაძრის საძირკველის კურთხევის ცერემონიალზე სასულიერო პირებმა  საძირკველს ჩააყოლეს წმინდა ადგილებიდან ჩამოტანილი სიწმინდეები  მაგალითად, მდინარე იორდანეს ქვა, მიწა იერუსალიმის წმ. ჯვრის ქართველთა მონასტრიდან, გოლოგოთისა და თაბორის მთიდან წამოღებული მიწა, ბაგრატიონთა სამეფო ტახტის ნაწილი სვეტიცხოვლიდან, წმინდანთა საფლავებიდან და საქართველოს სხვადასხვა მონასტრებიდან ჩამოტანილი ქვები და მიწა. ძველი ტრადიციის დაცვით საძირკველში ჩადეს ოქროს მონეტებიც. სამების ტაძრის მშენებლობა 2004 წელს დასრულდა. ტაძარი 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე აკურთხეს.
სამების ტაძარი შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურის ტრადიციების დაცვითაა აგებული. ამასთანავე არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტით იგი უნიკალური ნაგებობაცაა. ტაძარი ორი _ მიწისზედა და მიქისქვეშა ნაწილისგან შედგება და აერთიანებს ცხრა ეკლესიას _ მთავარანგელოზთა, იოანე ნათლისმცემელის, წმ. ნინოს, წმ. ანდრია პირველწოდებულის, ხარების, წმ. გიორგის, წმ. ნიკოლოზის და წმ. მოციქულთა ეკლესიებს. ქვედა იარუსში არის საეკლესიო მუზეუმის სივრცეც.
სამების ტაძარი შთამბეჭდავია გარედანაც და შიგნიდანაც თვაისი უზარმაზარი, საზეიმო შიდა სივრცით. ეკლესია უხვადაა მორთული ქვაზე კვეთილობით, მხატვრობით, ხატებით, მათ შორისაა კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ დაწერილი წმ. სამების ხატიც. 
ტაძრის ირგვლივ უზარმაზარი სივრცე იშლება. ეზოში დაგს სამრეკლო, წმ. ელიას ეკლესია, მამათა მონასტრისა და სხვა ნაგებობები.

Holy Trinity Cathedral

A magnificent cathedral erected on the top of Elia rock, on the left embankment of the river Mtkvari. Crowned with a grand dome, Holy Trinity Cathedral (often referred to as Sameba) is one of the major dominants of Tbilisi. It can be seen from almost all parts of Tbilisi.
Construction of Holy Trinity Cathedral was initiated and consecrated by Catholicos Patriarch of Georgia Illya the Second. In 1989, the Georgian Orthodox Patriarchate and the authorities of Tbilisi announced an international contest for the project of the "Holy Trinity Cathedral," which was won by Arcitect Archil Mindiashvili’s project. Anonymous donations of businessmen and common citizens of Georgia have greatly contributed to the construction of this beautiful cathedral.
At the blessing ceremony of the church foundation, religious authorizes buried holy things brought from different holy places, e.g. a stone from the river Jordan, soil from Jerusalem St. Cross Georgian Monastery, soil brought from Golgotha and Tabor mountains, parts of the Royal Throne from Svetitskhoveli, stones taken from graves of saints and various Georgian monasteries. Old Georgian tradition was also considered and gold coins were included. The construction of Trinity Church completed in 2004 and the Cathedral was consecrated by Catholicons Patriarch of Georgia Ilia II on November, 23, St. George’s Day.
Sameba is a synthesis of traditional styles dominating the Georgian church architecture at various stages in history. It is also unique building from architectural-stylist point of view. The church consists of underground and aboveground structures uniting nine chapels (chapels of the Archangels, John the Baptist, Saint Nino, Saint George, Saint Nicholas, the Twelve Apostles, and of the All Saints) and a church museum on the lower floor.
Holy Trinity Church is an impressive building with its immense magnificent internal space. The Church is richly decorated with engravings, icons, including Holy Trinity Icon written by Illya II.
The Church is surrounded with a huge space, where chapel, St. Elia Church, monastery and other buildings are located. 

 

იხილეთ მეტი