18:20     23/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 

წმ. მიხეილ ტვერელის ეკლესია

წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ტაძრის მშენებლობის ინიციატორი რუსეთის დიდი მთავარი მიხეილ რომანოვი იყო. მან ისურვა თავისი მფარეველი წმინდანის, მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის აშენება თბილისში. ტაძარი 1911-1913 წლებში კავკასიის მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა და მისმა მეუღლემ ააშენეს. ეკლესიის ნაგებობა ე.წ. რუსული სტილისაა. იგი რუსული ეკლესიების ტრადიციული "ხახვისებური" ფორმის გუმბათითაა დაგვირგვინებული და გარედან თეთრად შეღებეილი. მთის ფერდზე აღმართული თეთრი ტაძარი თავისი გუმბათით, აფსიდის თავზე აღმართული შპილითა და გუმბათიანი სამრეკლოთი ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან ჩანს. ეკლესიის მთავარი სიწმინდე მიხეილ ტვერელის ლუკსუმია, რომელშიც ტვერის ლავრიდან ჩამოსვენებული წმინდანის ნაწილები ინახება.

 

 

იხილეთ მეტი