ggg New Tbilisi.Gov.Ge - რკინიგზელთა სახლი
   
  03:36     03/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
 

რკინიგზელთა სახლი

ყოფილი რკინიგზელთა სახლი, ამჟამად საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობა, დავით აღმაშენებლის პროსპექტის შუა წელში მდებარეობს, ნაგებობის ავტორია თბილისელი არქიტექტორი გაბრიელ ტერ-მიქელოვი. აგებულია 1950 წელს. ნაგებობის არქიტექტურაში გამოყენებულია გვიანი რენესანსის კლასიკური მოტივები - თაღები და ბალუსტრადა. შენობა საინტერესოდ არის ჩაწეული პროსპექტის ძირითადი განაშენიანების ხაზიდან და მის წინ არსებულ მცირე მოედანზე ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ჯანო ბაგრატიონის ბიუსტი დგას. საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი ქალაქის კულტურული ღონისძიებების ჩატარების ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილია.
ნაგებობის გვერდით მხარეს მდებარეობს ყოფილ "გოფილექტი"-ს ბაღში შესასვლელი, ეს ბაღი XX-ე საუკუნეში თბილისელთა საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო, რომელშიც ზაფხულის სეზონზე ღია ცის ქვეშ კონცერტები იმართებოდა.
მუსიკალური ცენტრის მიმდებარეა საქართველოს სახელმწიფო ქორეგრაფიული ანსამბლის `სუხიშვილების~ სამხატვრო სტუდიის სივრცე, ხოლო მის მეზობლად ყოფილი "ფილარმონიის" შენობაში ჯანო კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრია განთავსებული.


Railway House

Former building of railway workers, now National Musical Center of Georgia, located in the heart of David Agmashenebeli Avenue, was designed by Tbilisian architect Gabriel Ter-Mikelov in 1950. Classical motives of later period renaissance – arcs and balustrades are applied in the building architecture. The building is interestingly moved in from the development line of Agmashenebeli Avenue. In a little square next to the Railway House, one can find the monument of Jano Bagrationi, famous Georgian musician. National Musical Center of Georgia is one of the major venues for cultural events of the city.
On the one side of the building, there is an entrance to former Gofilect Garden, which used to be a favorite place for Tbilisians to meet, especially during the summer season when open-air concerts were held in the garden.
Other neighbors of the musical center include the building of Tbilisi State Dance Academy Sukhishvilebi and the former Philharmonic building where Jano Kakhidze Musical Center has found shelter.

 

იხილეთ მეტი