თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შორის გამორჩეული არქიტექტორული ღირებულებისაა "მწერალთა კავშირის" შენობა, რომელიც თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, ივ. მაჩაბლის ქუჩა #13-ში მდებარეობს.
სახლი ქართველ მეწარმესა და მეცენატს, დავით სარაჯიშვილს ბერლინელი არქიტექტორის, კარლ ცაარისთვის დაუკვეთია. შენობა აშენდა 1903-1905 წლებში. 
მაღალი მანსარდით დახურული ორსართულიანი ნაგებობა ხელოვნური ქვით არის მოპირკეთებული და სტილისტურად მოდერნისა და ბაროკოს ელემენტებს ითავსებს. ეზო-ბაღისკენ სახლი თბილისისთვის ტრადიციული ღია ხის აივნებით არის მიმართული. აივნების დეკორი განსაკუთრებული მხატვრულობით გამოირჩევა. ისევე, როგორც სახლის ინტერიერის ხის კაზმულობა. 
1921 წლიდან აქ დამოუკიდებელი "ხელოვანთა კავშირი", ხოლო შემდგომ საბჭოთა საქართველოს `მწერალთა კავშირი~ განთავსდა. "მწერალთა კავშირი" XX ს-ის საქართველოს ისტორიის დრამატული მოვლენების ეპიცენტრი იყო. ეს კედლები მრავალი ამაღლებული და ტრაგიკული ეპიზოდის მოწმეა, რაც კიდევ მეტად ზრდის მის მემორიალურ ღირებულებას.