მამადავითი ეწოდება მთაწმინდის კალთაზე მდებარე ეკლესიას და მის მიდამოებს. VI ს-ში ეს ადგილი სამყოფელად აურჩევია მამა დავითს, ერთ-ერთს ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობას ავრცელებდნენ. დავითმა აქ სამლოცველო და საკანი ააგო, შემდგომ კი თბილისიდან გარეჯის უდაბნოში გადაიხვეწა და იქ კლდეში გამოკვეთილი მონასტერი დააარსა. ისტორიკოსების ცნობით, IX ს-ში მამადავითზე ღვთისმშობლის ეკლესია ააგეს. 1542წ. კი წმინდა დავითის სახელზე ახალი ეკლესია აშენდა, რომელიც შემდგომ კიდევ აიგო ხელახლა XVI ს-ში, მაგრამ მალევე დაინგრა. ეკლესია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, XIX ს-ის 70-იან წლებშია აგებული. არქიტექტურულად მას განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ მოხდენილადაა ჩაწერილი გარემოში და მახვილ აქცენტს ქმნის მთაწმინდის კალთის ფონზე. ეკლესიამდე სერპანტინულ გზას მივყავართ, რომელიც 1817წ. გაიყვანა გენერალმა ერმოლოვმა. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია "ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი". პანთეონს სათავე დაედო XIX ს-ის დასაწყისში, როდესაც აქ სახელგანთქმული რუსი პოეტი, ალ. გრიბოედივი და მისი მეუღლე, თავადის ქალი ნინო ჭავჭავძე დაასაფლავეს. ზედა, ვრცელ ბაქანზე ეკლესიის ორივე მხარეს, განლაგებულია საქართველოს გამოჩნილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების საფლავები. მათ შორის გამორჩეულია "ერის მამად" მიჩნეული ილია ჭავჭავაძის საფლავი, რომელსაც ცნობილი ქართველი მოქანდაკის, იაკობ ნიკოლაძის სკულპტურა - "მგლოვიარე საქართველო" ამშვენებს.
ლალი ანდრონიკაშვილი
Mamadaviti
Mamadaviti is the name of the church and its surrounding territory on the skirts of Mtatsminda. In the 6th century, father Davit, one of 13 Syrian fathers chose it for his residence. Syrian fathers were spreading Christianity in Georgia. Father Davit built a chapel and a cell here , but later moved to Gareji desert and founded a monastery caved in the rock. In accordance with historians, in the 9th century, Virgin Mary’s church was built on Mamadaviti. It was rebuilt in the 16th century but ruined quite shortly. The current church was constructed 1870s. It doesn’t have a special architectural value, but it elegantly matches the surrounding area and makes a sharp accent at the background of Mtatsminda mountain. Serpentine road leading to the church was arranged by General Ermoolov in 1817. Mtatsminda Pantheon of Georgian writers and public servants is located on the terrace of the church. It was officially announced as a pantheon when famous Russian poet Aleksandre Griboedov and his wife, daughter of Georgian noble family, Nino Chavchavadze were buried here at the beginning of the 20th century. On both sides of the upper, wider platform of the church graves of prominent Georgian writers and public servants are located, including the grave of Illya Chavchavadze, often referred as Father of Nation. On Illya Chavchavadze’s grave stands the monument Mourning Georgia, created by famous Georgian sculptor Iakob Nikoladze.
Lali Andronikashvili
|