ცხელი ხაზი 272 22 22
10:36 23/10/2014
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

ანჩისხატის ეკლესია

ანჩისხატის ეკლესია მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ზემო კალაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, შავთელის ქუჩაზე, მარიონეტების თეატრსა და სასტუმრო ამბასადორს შორის. ანჩისხატის ბაზილიკა თბილისის უძველესი ქრისტიანული ტაძარია, აგებული VI ს-ის დასაწყისში, ვახტან გორგასლის მემკდვირის, მეფე დაჩის მიერ. ეკლესია ღმრთისმშობლის შობის სახელობისაა. ანჩისხატი მას მხოლოდ XVII ს-ში ეწოდა, როცა აქ ანჩის (ანჩა ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა) მონასტრიდან წამოღებული სახელგანთქმული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი დაასვენეს. ეს სასწაულმოქმედი ხატი ედესის მეფე ავგაროზის ცნობილ ლეგენდას უკავშირდება. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ისტორიის ამსახველი სცენები ტაძრის XIX ს-ის ფრესკებზეცაა წარმოდგენილი. ტაძარს `ზარის ეკლესიასაც~ უწოდებნენ. სავარაუდოდ ეს სახელწოდება არაბთა ბატონობის დროს, VIII-IX სს-ში გაჩნდა, როცა მხოლოდ ამ ეკლესიაში ირეკებოდა ღვთისმსახურების მაუწყებელი ზარები.საუკუნეების მანძილზე მრავალჯერ დაზიანებულმა ანჩისხატის ეკლესიამ არსებითად შეინარჩუნა თავისი პირვანდელი სახე. ანჩისხატი სამნავიანი ბაზილიკაა. იგი ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ადრეული ეტაპის უმნიშვნელვანეს ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება. XV-XVII სს-ში ირანელთა მიერ თბილისის არაერთგზის აოხრების დროს დაზიანებული ანჩისხატის ეკლესია XVII ს-ში აღადგინეს. ამავე პერიოდში ფრესკებით შეამკეს ტაძრის ინტერიერიც. 1675 წელს ეკლესიის დასავლეთით აგურის ორსართულიანი სამრეკლო აშენდა. მისი პირველი სართული კარიბჭეს წარმოადგენს, რომელიც ქვის კიბით ანჩისხატის ეკლესიას უკავშირდება. სამრეკლო საყურადღებოა ფასადებზე ირანული არქიტექტურის ელემენტების გამოყენების მხრივ. შუა საუკუნეეებში ანჩისხატი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა კარის ეკლესია იყო. ანჩისხატთან არსებობდა კალიგრაფიული და ლიტერატურული სკოლაც.




Anchiskhati Church

Anchiskhati Church is located in the historic part of the city, on the right embankment of the river Mtkvari, Shavteli street between Puppets Theatre and the hotel Ambassador. Anchiskhati Basilica, the oldest Orthodox church of Tbilisi, was built in the early sixth century by King Dachi, successor of the king Vakhtang Gorgasali.
Originally dedicated to the Virgin Mary, the church was renamed Anchiskhati (i.e. icon of Ancha, a place which now belongs to Turkey) in the 17th century when icon of Our Savior painted not by human hands was moved from Ancha Monastery and placed in the church. This miracle icon is connected to the famous legend on Avgaroz, King of Edes. Scenes reflecting the history of Saviour’s Icon are demonstrated on the church frescos.
The church is also called Bell Church, the name presumably originates from the 8-9th centuries, when during Arabian invasion, bells were ringing in the church to announce beginning of the service.
Although the church was damaged many times through history, Anchiskhati Church has still preserved its original face. It is a three-span basilica, belonging to the group of the most important monuments of earlier stage of the Georgian architecture.
Anchiskhati Church, damaged during Persian ravage, was restored in the 17th century. In the same period, the church interior was painted with frescos. In 1675, two-storey brick belfry was built on the West side of the Church. Its first floor is the gate which connects to the Church with stone steps. Belfry is interesting with its elements of Persian Architecture on the facades. 
In the Middle Ages, Anchiskhati used to be a royal church of Catholic-Patriarchs of Georgia. There was calligraphic and literature school operating under the Anchiskhati church.

 

იხილეთ მეტი