20:54     23/04/2014   Tbilisi.gov.ge
   
 

ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს სისტემის - ქ. თბილისის მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კონკურსის პროგრამა, ფორმები, პირობები და ჩატარების გრაფიკი

ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს სისტემის - ქ. თბილისის მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კონკურსის პროგრამა, ფორმები, პირობები და ჩატარების გრაფიკი

       1. ზოგადი დებულებები

  1.  ქ. თბილისის თვითმმათრველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ.  თბილისის მერიის ვაკანტური თანამდებობების დაკავება ხდება კონკურის წესით.
  2. კონკურსზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები (პირები), რომლებმაც სრულყოფილად წარადგინეს კონკურსში მონაწილეობისათვის დადგენილი დოკუმენტები.
  3. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: ტესტირება და გასაუბრება.

2. ტესტირება

  1. ტესტი შედგება 50 შეკითხვისგან, რომელთაგან 30 კითხვა სამართლებრივი შინაარსის არის, ხოლო 20  კითხვა ზოგადი უნარებს (ვერბალურ) მოიცავს.
  2. თითოეული შეკითხვა აგებულია მრავლობითი არჩევანის პრინციპით - მოცემულია  შეკითხვა და სავარაუდო პასუხები, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი.
  3. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 (ერთი) ქულით, არასწორი პასუხი კი - 0 (ნული) ქულით.
  4. პასუხების შესავსები ფურცლების დაზიანება, მასზე რაიმე სახის წარწერების ან მონიშვნების გაკეთება აკრძალულია.
  5. ტესტში ორი ან მეტი პასუხის შემოხაზვისას, კონკრეტული შეკითხვის პასუხი ფასდება 0 (ნული) ქულით.
  6. ტესტები არის დალუქულ მდგომარეობაში და უშუალოდ ტესტირების დღეს იხსნება.
  7. ტესტირების დაწყებამდე კომისიის წარმომადგენლები საგამოცდო დარბაზში შემოიტანენ დალუქულ ყუთებს, სადაც მოთავსებულია ტესტები.
  8. კომისიის წარმომადგენელი კონკურსანტთაგან მოიწვევს რამოდენიმე პირს, რომლებიც შეამოწმებენ, არის თუ არა ყუთი დალუქული და მათ თვალწინ მოხდება ყუთების გახსნა.
  9. კონკურსანტი ვალდებულია ტესტირებისას მონიშნოს მხოლოდ ერთი სავარაუდო სწორი პასუხი.
  10. კონკურსანტს გადაეცემა შესავსები პასუხების ფურცელი, სადაც შტრიხკოდით დაშიფრულია კონკურსანტის უნიკალური კოდი.
  11. ტესტირების დაწყებამდე სამდივნოს წევრი კონკურსანტებს ჩაუტარებს ინსტრუქტაჟს და აუხსნის მათ ტესტების შევსების მეთოდიკას, პასუხების ფურცლის შევსების წესს და სხვა საკითხებს, რომლების აუცილებელია ტესტირების სრულფასოვნად ჩატარებისათვის.
  12. კონკურსანტი, რომელიც ტესტურ გამოცდაში დააგროვებს 35 ქულას ან მეტს, გადადის კონკურსის შემდეგ ეტაპზე - გასაუბრებაზე.
  13. ტესტირების შედეგების გამოვლენა მოხდება სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
  14. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ვაკანსიაზე ვერც ერთი კონკურსანტი ვერ დააგროვებს 35 ქულას, ასეთ ვაკანიაზე კონკურსი ითვლება ჩაშლილად.

 

3. გასაუბრება

  1. კონკურსის მეორე ეტაპი ტარდება გასაუბრების ფორმით.
  2. გასაუბრება გაიმართება იმ კონკურსანტებთან, რომლებმაც პირველ ტურში - ტესტირებისას დააგროვეს მინიმალური გამსვლელი - 35 ქულა.
  3. გასაუბრებაზე კონკურსანტები საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე წარსდგებიან ინდივიდუალურად.
  4. საკონკურსო-საატესტაციო კომისია გაეცნობა ინფორმაციას კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და პირველი ტურის შედეგების შესახებ.
  5. კონკურსანტი ვალდებულია უპასუხოს კომისიის წევრთა შეკითხვებს, რომელთა შინაარსი დასაკავებელი თანამდებობის სფეციფიკიდან გამომდინარეობს.
  6. კონკურსანტს შეიძლება დაუსვან შეკითხვა მისი უნარ-ჩვევებისა და მსჯელობის გამოვლენის მიზნით.
  7. კომისიის თითოეულ წევრს უფლება აქვს დაუსვას შეკითხვა კონკურსანტს.
  8. კონკურსანტებთან გასაუბრების შემდეგ, საკონკურსო-საატესტაციო კომისია სხდომაზე, კონკურსანტების დაუსწრებლად, აფასებს ყოველი კონკურსანტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისაობას და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  9. გადაწყვეტილების მისაღებად საკონკურსო-საატესტაციო კომისია ატარებს ღია კენჭისყრას. თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყოველ კონკურსანტს კენჭი ეყრება ინდივიდუალურად.
  10. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, კომისიის დამსწრე  წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
  11. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ინდივიდუალურად აფასებს თითოეულს კონკურსანტს.
  12. გასაუბრებაზე კონკურსანტს არ აქვს სამართლებრივი აქტების ან სხვა სახის ლიტერატურის შეტანის უფლება.
  13. გასაუბრების დასრულებისთანავე კონკურსანტი ტოვებს გასაუბრების ოთახს.
  14. გასაუბრების ეტაპზე კომისია ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება კონკრეტული ვაკანტური თანამდებობა, თანამდებობის დასაკავებლად წარდგენილი კორკუნსანტის ვინაობა (სახელი, გვარი) და კომისიის წევრთა კენჭისყრის შედეგები.
  15. საკონკურსო-საატესტაციო კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც აისახება ოქმში:
    ა)კონკურსანტი გასაუბრებით იქნა შერჩეული;

    ბ)კონკურსანტი გასაუბრებით ვერ იქნა შერჩეული.
  16. კომისიის მიერ, კენჭისყრა ტარდება თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ ყველა კონკურსანტთან გასაუბრების დასრულების შემდეგ.
  17. საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კონკურსანტის მის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ.
  18. კანდიდატი, რომელიც არ გამოცხადდება გასაუბრებაზე იხსნება კონკურსიდან.

 

 

4. კონკურსის ჩატარების დამატებითი პირობები

 

  1. კონკურსი ტარდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, ამისათვის სპეციალურად შერჩეულ ადგილას, რომელიც გამოქვეყნდება ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.tbilisi.gov.ge .
  2. საკონკურსო-საატესტაციო კომისია კონკურსის (ტესტირების) მსვლელობისას უზრუნველყოფს:

)   სასწრაფო-სამედიცინო დახმარების დასწრებას;

) კონკურსის მონაწილეების საჭირო ინვენტარითა და ნივთებით (კალამი, წყალი) მომარაგებას;

გ) მონაწილეების ნივთების (ჩანთა, მობილური ტელეფონი, სხვა ტექნიკური მოწყობილობა, ფურცელი, ბლოკნოტი, წყლის ბოთლი და ა.შ.) ჩაბარებას და კონკურსის მსვლელობისას მათ შენახვას.

      3. ტესტირების ობიექტურად, გამჭვირვალედ და სრულყოფილად გამართვის მიზნით, საკონკურსო ოთახი/დარბაზი უნდა აღიჭურვოს:

) ვიდეო დაკვირვების აპარატურით, რომელიც განახორციელებს კონკურსის მიმდინარეობის სრულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას (საკონკურსო ოთახში, თვალსაჩინო ადგილებში უნდა იქნეს განთავსებული გაფრთხილებები ვიდეო კონტროლის მიმდინარეობის შესახებ);

)   სასმელი წყლის აპარატურით;

)  საათით, რომლიც ყველა მონაწილისათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსდება.

     4.  ტესტირების მიმდინარეობისას კონკურსის მონაწილეს ეკრძალება:

)  თან იქონიოს მობილური ტელეფონი ან/და სხვა ტექნიკური მოწყობილობა, კალამი, ნებისმიერი სახის ფურცელი, ბლოკნოტი, წიგნები ან/და საკანონმდებლო მასალა;

)  საკუთარი ნომრის ან/და მითითებული ადგილის გაცვლა სხვა მონაწილეებთან;

) საკონკურსო მასალის (ტესტის) გაცვლა სხვა მონაწილეებთან ან/და საკონკურსო ოთახიდან გარეთ გატანა;

) სხვა მონაწილეებთან გასაუბრება;

)  მისთვის გადაცემული ინვენტარის დაზიანება ან/და საკონკურსო ოთახიდან გარეთ გატანა;

    5.  მონაწილე ვალდებულია:

)  დროულად გამოცხადდეს კონკურსზე (კონკურსანტი უნდა გამოცხადდეს ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე);

ბ)    თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) კონკურსის დაწყებამდე, საკონკურსო ოთახში შესვლის წინ, ჩააბაროს სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ პირს (დამხმარე პერსონალს) ის ნივთები, რომლის შეტანაც კონკურსზე აკრძალულია;

დ)  დაიკავოს მისთვის გამოყოფილ ადგილი, კომისიის მიერ მინიჭებული ნომრის შესაბამისად;

ე)   კონკურსის მსვლელობისას დაიცვას სიჩუმე;

) ნებისმიერ სახის შეკითხვისათვის, ხელის აწევით, გამოიძახოს დამხარე პერსონალი;

)ტესტირების ადგილიდან (მაგიდიდან) გასვლის შემთხვევაში შეუთანხმდეს დამხმარე პერსონალს და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვოს საკონკურსო ადგილი;

) დაიცვას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დადგენილი წესები.

      6.  მონაწილეთა მიერ კონკურსის პირობების დარღვევა არის მათი კონკურსიდან მოხნის საფუძველი.

 

 

5. კონკურის ჩატარების გრაფიკი

  1. კონკურსის გამოცხადების დღეა - 2013 წლის 8 ივლისი.
  2. კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარსადგენად საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ეძლევა 10 დღიანი ვადა - 2013 წლის 17 ივლისის ჩათვლით.
  3. კონკურსის პირველი ეტაპის - ტესტირების ჩატარების სავარაუდო თარიღია 2013 წლის აგვისტო.
  4. გასაჩივრების ვადად განისაზღვრება კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღე.
  5. კონკურსის მეორე ეტაპის - გასაუბრების სავარაუდო თარიღია 2013 წლის სექტემბერი.
  6. კონკურსის ყველა ეტაპის დაწყების კონკრეტული თარიღის შესახებ, ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.tbilisi.gov.ge, მინიმუმ ერთი კვირით ადრე მაინც.
  7. კონკურსანტების რეგისტრაციის შემდეგ, სავალდებულოდ წარმოსადგენი საბუთების შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, ტესტირებაზე დაშვებული კონკურსანტების ვინაობა (ასევე, კონკურსის ტესტირების/გასაუბრების თარიღი, დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.tbilisi.gov.ge .
  8. კონკურსის ყველა ეტაპის (ტესტირება და გასაუბრება) შედეგები (მათ შორის ქულათა რაოდეობა) გამოქვეყნდება ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.tbilisi.gov.ge.
  9. ტესტირების იწყება წინასწარ გამოცხადებულ დროსა და ადგილას, მისი ხანგძლივობაა 3 საათი. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ,  ტესტირების დაწყებისას მიიღებს  თითოეული მონაწილე.
  10. კონკურსანტთა რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონკურსი (ტესტირება/გასაუბრება) ჩატარდეს სხვადასხვა დღეს, შესაბამისად კონკურსანტებს ეცნობებათ მათი გამოცხადების კონკრეტული დღე ქ. თბილისის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის: www.tbilisi.gov.ge საშუალებით.
  11. ტესტირების მსვლელობისას 3-ჯერ, (ტესტირების დასრულებამდე 1 საათით ადრე, 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე) კომისიის (სამდივნოს) წარმომადგენელი  მონაწილეებს გააფრთხილებს დარჩენილი დროის შესახებ.
  12. დროის ამოწურვის შემდეგ, მონაწილეები ვალდებულნი არიან გადასცენ საკუთარი ტესტები კომისიის წარმომადგენლებს და დატოვონ საკონკურსო ოთახი.
  13. დროის ამოწურვის შემდეგ მიღებული ტესტები შეფასდება 0 (ნული) ქულით.

 

 

                          6. კონკურსის პროგრამის და ჩატარების წესის საჯაროობა

 

  1. კონკურსის პროგრამა, ფორმები, პირობები და ჩატარების გრაფიკი კონკურსის დაწყებამდე ცხადდება საჯაროდ, ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.tbilisi.gov.ge .

 

 

იხილეთ მეტი