06:06     03/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს საქართველოში ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსს მერის რანგში პირველად  შეხვდა. შეხვედრაზე ისრაელისა და საქართველოს დედაქალაქებს  შორის  სამომავლო თანამშრომლობასა ისაუბრეს. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მთავრობას მუნიციპალური მენეჯმენტის, ინფრასტრუქტურის განვითარების და სერვისების ინოვაციების კუთხით რამდენიმე პროექტი აქვს, რომელშიც საინტერესო იქნება ისრაელის გამოცდილების გაზიარება.
მისივე თქმით, თბილისის მთავრობა მზად არის ებრაელ ინვესტორებს უმასპინძლოს და მათთვის საინტერესო პროექტები გააცნოს, რომელთა შორისაა სასტუმროების და ტურისტული ინფრასტრუქტურის, მოძველებული შენობების ჩანაცვლების და სხვა პროექტები.
დავით ნარმანიამ თბილისობის დღესასწაულზე მისი კოლეგა, იერუსალიმის მერი ნირ ბარკატი მოიწვია. მისი თქმით, ეს იქნება საუკეთესო საშუალება ერთმანეთის გასაცნობად და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისრაელისა და საქართველოს 26 საუკუნოვან ურთიერთობებს.  

სიახლე
2 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერიასა და გამგეობებში დღეს  600-მდე მოქალაქეს მოუსმინეს. ორშაბათის ტრდიციულ მიღებაზე მერიაში მოსული 230 მოქალაქიდან  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 43 მიიღო. შეხვედრები გაიმართა მერის მოადგილეებთან, საქალაქო სამსახურის უფროსებთან და რაიონების გამგებლებთან, სადაც დღეს 355 ადამიანს მოუსმინეს. მოქალაქები სოციალური და საბინაო  საკითხების მოგვარებას, დასაქმებას, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, სწავლის დაფინანსებას, ასევე მცირე ბიზნესის ხელსეწყობას ითხოვენ.
თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის მიხედვით, თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, პრობლემატიკის მიხედვით, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდეს და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნოს.

სიახლე
1 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მესამე ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. დავით ნარმანიამ ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე და თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ასოციაციის როლზე ისაუბრა. ეროვნულ ასამბლეაზე საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან წარმოდგენილმა დელეგატებმა  ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის  ახალ პრეზიდენტად რუსთავის მერი  დავით ჯიქია აირჩიეს.
„მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ ხელმძღვანელს, ასოციაციის შემადგენლობას კი აქტიური მუშაობა ვუსურვო“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ასოციცაიას შეემატა 7 ახალი თვითმმართველი ქალაქი.  მისივე თქმით, ასოციაციას ძალიან ბევრი კუთხით მოუწევს მუშაობა, იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაში აქტიური ჩართვა თუ საერთაშორისო ასპარეზზე,  ევროსაბჭოს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დაცვაზე განუხრელად ზრუნვა და ა.შ.  

სიახლე
1 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის „დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში“ გახსნას დაესწრო. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. ფორუმის  მიზანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება მსოფლიოსთან დემოკრატიული რეფორმების სფეროში და მსოფლიოს გამოცდილების საუკეთესო მაგალითების შესწავლა და დანერგვა საქართველოში.
სამდღიანი ფორუმი, რომელშიც 13 ქვეყნის 30–ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს, ტარდება სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა კვლევის ცენტრის (EPRC)  ეგიდით და Omidyar Network-ის, ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“, საქართველოს ბანკისა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.

 

სიახლე
1 სექტემბერი 2014  
 
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობასა და შშმპ ორგანიზაცია- „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ  მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმს ხელი მოაწერეს გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ და შშმპ ორგანიზაცია „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის“ ხელმძღვანელმა გიორგი კოხრეიძემ.
მემორანდუმის მიზანია, თბილისის მერიისა და გამგეობის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ  ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა. კერძოდ, ორგანიზაცია გამგეობასთან ერთად აქტიურად ჩაერთვება გლდანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებში, ამასთან, გლდანის გამგეობა მხარს დაუჭერს ყველა პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობას შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებას. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ სხვადასხვა კულტურული, შემოქმედებითი, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების განხარციელების დროს, რაც მიმართული იქნება შშმ პირთა სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისაკენ.
მემორანდუმის ხელმოწერას თბილისის მერი დავით ნარმანია, რაიონების გამგებლები და პარლამენტის და საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.დავით ნარმანიას თქმით, ინიციატივა მისასალმებელია და თბილისის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მაქსიმალურად იყვნენ ინტეგრირებულები საზოგადოებაში.
გლდანის რაიონში ამჟამად 4 280 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს.

 

 

 

 

სიახლე
30 აგვისტო 2014  
 
 

ისან-სამგორის რაიონში მდებარე  ბაგა-ბაღების მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის ფარგლებში, 31  ბაგა-ბაღში ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი ფირმის „შპს „GMS” მხრიდან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები გამოვლინდა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გამოყენებული პროდუქციის ხარისხი,  სატენდერო პირობებში წარმოდგენილზე ბევრად დაბალია. ამასთანავე, უკვე ჩატარებული სამუშაოები არასრულად და უხარისხოდ არის შესრულებული.
მიუხედავად გამოვლენილი დარღვევებისა,  8 სექტემბერს, თბილისში მდებარე 159 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყება, დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოები  კი უქმე  დღეების ხარჯზე, მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება.მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს   დღეს ადგილზე გაეცნო თბილისის მერი დავით ნარმანია.
დავით ნარმანიას შეფასებით, სახეზეა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება როგორც კონტრაქტორი, ასევე მერიის იმ ხელმძღვანელი პირის მხრიდან, რომელსაც ევალებოდა ამ ობიექტებზე ზედამხედველობა და ის გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
„გამომდინარე იქიდან რომ პირობები არის ძალიან მძიმე, ჩემი მხრიდანაც მიღებული იქნება ადეკვატური, მძიმე გადაწყვეტილება -  მკაცრად დაისჯება როგორც კონტრაქტორი კომპანია, დაისჯებიან მერიის ის თანამშრომლებიც, რომლებსაც ევალდებოდათ შესაბამისი ზედამხედველობა იმაზე, რომ კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოები  დროულად და ხარისხინად შეესრულებინა. ეს უნდა გახდეს მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოვექცეთ საკუთარ ქალაქს, შვილებს და მათ მომავალს.“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერი აფრთხილებს კონტრაქტორ კომპანიებს, რომ დედაქალაქის მთავრობის დამოკიდებულება იქნება ძალიან მკაცრი და საქმიანობას გააგრძელებს ის ვინც  ხარისხინად და დროულად შეასრულებს სამუშაოებს. „მხოლოდ ასე გახდება  შესაძლებელი ქალაქში წესრიგის დამყარება, რასაც  ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მთავრობასთან 2014 წლის 13 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტორ ფირმას, ისან-სამგორის რაიონის 31 ბაგა-ბაღში მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის და მდფ-ის კარებების გამოცვლის ვალდებულება ჰქონდა აღებული.

 

 

სიახლე
30 აგვისტო 2014  
 
 

28 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით,  ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოებისა და გამწევი ბაგირის შეცვლასთან დაკავშირებით, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა დროებით შეწყვეტს მუშაობას. რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო 2012 წლიდან ემსახურება თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს. გახსნის დღიდან დღემდე საბაგირო 1 298 124 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნული გეგმიური სამუშაოების განხორიცელებაც სწორედ მგზავრების უსაფრთხო და კომფოტული გადაადგილებისთვის ხორციელდება.

სიახლე
27 აპრილი 2014  
 
 

თბილისის მთავრობა დღეს სააქციო საზოგადოება  „თელასის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. კომპანიის  გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა ქალაქის ელექტროგამანაწილებელ ქსელში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
თბილისის რაიონების გამგებლებმა კომპანიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ქალაქის ცალკეულ უბნებში არსებული პრობლემების შესახებ. მთავარ პრობლემად ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა დასახელდა, რასაც კომპანიის ხელმძღვანელობა ზამთრისთვის მოსამზადებელი პროფილაქტიკური სამუშაოებით ხსნის და შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. გარდა ამისა, დაისვა სოციალურად დაუცველი აბონენტებისთვის დაგროვილი დავალიანების გადავადების, ან გაწერის საკითხიც, რაზეც სერგეი კობცევმა განაცხადა, რომ კომპანია ამ საკითხს ლოიალურად უდგება და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ამ თხოვნით რაიონულ ბიზნესცენტრებს მიმართონ.
შეხვედრაზე გადაწყდა - კომპანიასთან მორიგი სამუშაო შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში გაიმართება, რომელზეც კომპანია წარადგენს დეტალურ ანგარიშს ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად გაწეული სამუშაოების შესახებ. მანამდე შეიქმნება ერთობლივი  ჯგუფი, რომელიც ტექნიკურ საკიტხებზე იმუშავებს და შესაბამის ინფორმაციას ხელმძღვანელობას მიაწვდის.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მერიის მხრიდან აუცილებელია  ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დახვეწა და დაჩქარება, რათა თელასმა დროულად შეძლოს სამუშაოების შესრულება. თავის მხრივ თელასი იღებს ვალდებულებას, გააქტიუროს გამგეობების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გააქტიუროს სამუშაოები პრობლემურ უბნებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა დედაქალაქის მერიას, გამგეობებსა და „თელასს“ შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნით კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას, რისთვისაც მერიასა და თელასს შორის სპეციალური მემორანდუმიც გაფორმდება.
„ჩვენ შევიმუშავებთ  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, სადაც გაიწერება მხარეთა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. გარდა ამისა, თელასი ოპერატიულად მოგვაწვდის ინფორმაციას, მოსალოდნელ გათიშვებზე,  სავარაუდო დაზიანებებზე და განსახორციელებელ სამუშაოებზე,რათა ცხელი ხაზის და გამგეობების მეშვეობით ჩვენ მოსახლეობას მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სიახლე
29 აგვისტო 2014  
 
 

22 აგვისტოს  თბილისის მთავრობის წევრები კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან და გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოისმენენ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დეტალური ანალიზის შემდეგ კი, თბილისის მთავრობა მიიღებს კოლეგიურ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში მერიასა და „სითი პარკს“ შორის შემდგომი ურთიერთობა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრეტენზიები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, პრეტენზიები, რომელიც საზოგადოებიდან ობიექტურად მოდის და მე, როგორც არჩეული მერი, ვაპირებ, საზოგადოების ინტერესები ბოლომდე დავიცვა“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მერიასა და „სითი პარკს“ შორის კაბალური ხელშეკრულებაა გაფორმებული. შესაბამისად იმ ადამიანებმა, ვინც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილეობდნენ და ვისი ხელმოწერებიც არის დაფიქსერებული,  მკაცრად უნდა აგონ პასუხი. 

სიახლე
13 აგვისტო 2014  
 
იხილეთ მეტი