06:14     23/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 
 

დღეს თბილისის მერიაში ტრადიციული, ორშაბათის მოქალაქეთა მიღება გაიმართა.  თბილისის მერი, მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და რაიონის გამგებლები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით 550 მოქალაქეს შეხვდნენ. დავით ნარმანია პირადად 30 თბილისელს შეხვდა.
მოქალაქეთა მიღება თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივით ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე იმართება.

სიახლე
22 სექტემბერი 2014  
 
 

დღეს თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად  თბილისის მერის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე და სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილი დაესწრნენ.
სხდომაზე თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნის საკითხზე იმსჯელეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრებს თბილისის მერის მოადგილემ მიმართა. ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, აღნიშნული სამსახურის ცალკე ერთეულებად დაყოფის აუცილებელობა და მოტივი მათი მართვის ეფექტურობის, მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულობისა და რესურსების რაციონალუად ხარჯვის მიზეზებით არის განპირობებული.
კომისიებმა სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციას დადებითი რეკომენდაცია მისცეს. აღნიშნულ საკითხს დეპუტატები  საკრებულოს სხდომაზე ხვალ განიხილავენ.

სიახლე
22 სექტემბერი 2014  
 
 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძისა და რაიონში მცხოვრები საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და ხელოვანების გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 100-მდე ადამიანი დაესწრო.
მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა სტუმრებთან რაიონში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნასთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითმართველობის მუშაობის მიმდინარე პროცესებში საზოგადოების ჩართულობა. შეხვედრას საკრებულოში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შორენა ბუხრაშვილი დაესწრო.    

სიახლე
22 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა.
პოლონეთის ელჩმა თბილისის მერს დედაქალაქში განსახორციელებელი მუნიციპალური  ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი პოლონელი ბიზნესმენების დაინტერესება გადასცა.  ანდჟეი ჩიეშკოვსკის თქმით, პოლონური  მხარე  მზადაა,  თბილისის  მთავრობასთან ითანამშრომლოს ავტოპარკის განახლების, გარე განათების, მოძველებული შენობების მოდერნიზაციის, წყალმომარაგებისა და კომუნიკაციების საკითხებში. მისივე თქმით, პოლონურ კომპანიებს ამ კუთხით მდიდარი გამოცდილება, მაღალი ტექნოლოგიები და დაბალი ფასი  აქვთ.
დავით ნარმანიას თქმით, ავტოპარკის განახლებაზე  ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდება. მანამდე კი, თბილისის მთავრობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით,  ვითარებას შეისწავლის და შესაბამის წინადადებას მოამზადებს.
გარდა ამისა, როგორც პოლონეთის ელჩმა აღინიშნა, ოქტომბრის შუა რიცხვებში, ქალაქ ლუბლინის ინიციატივით, თბილისში პოლონური კულტურის დღეები გაიმართება. მისივე თქმით, ლუბლინის მერს თბილისთან თანამშრომლობის სურვილი აქვს. თავის მხრივ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ  ლუბლინის მერს უკვე გაეგზავნა მოწვევა თბილისობის დღესასწაულზე.
დავით ნარმანიამ პოლონეთის ელჩს მადლობა გადაუხადა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხში თანამშრომლობისთვის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. 

სიახლე
22 სექტემბერი 2014  
 
 

ავლაბარში, გელათის ქუჩაზე წვიმის შედეგად სომხური ეკლესიის „სურბ-მინასის“ სახურავი ჩამოინგრა. ეკლესიას კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ის ამჟამად არ ფუნქციონირებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლა ნაგებობის არსებული მდგომარეობა. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში დაზიანებული სახურავის აღდგენა დაიწყება.
დღეს სომხური ეკლესია თბილისის ვიცე-მერმა, ალექსანდრე მარგიშვილმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს ხელმძღავნელმა, ნიკოლოზ ანთიძემ  დაათვალიერეს და არსებული ვითარებას ადგილზე გაეცნენ. 

სიახლე
22 სექტემბერი 2014  
 
 

ფესტივალი რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლით - „მოხეტიალეთა სიმღერები“ გაიხსნა. „მოხეტიალეთა სიმღერები” მომლოცველთა მოგზაურობას აღწერს, რომელიც, ანსამბლ „რუსთავის“ ცოცხალი შესრულებით, ქართული ხალხური სიმღერის ფონზე მიმდინარეობს. 
ფესტივალის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლეებთან ერთად დაესწრნენ. 
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა და წელს იგი მეექვსედ ტარდება. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ წელს ფესტივალის პროგრამას შავი ზღვისა და კავკასიის თეატრალური დასები დაემატა. 
ფესტივალი 52 სპექტაკლითა და 54 საერთაშორისო სტუმრით სამი კვირის მანძილზე სიამოვნებას მიანიჭებს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს.

სიახლე
21 სექტემბერი 2014  
 
 

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციაში “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებთან და ვაკის რაიონის დასუფთავების სამსახურის ჯგუფთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე, გიორგი სოლომონია მონაწილეობდა.
მერის მოადგილის განცხადებით, ტერიტორია სისტემატიურად სუფთავდება, თუმცა მოსახლეობის დაუდევრობის გამო სისუფთავის შენარჩუნება ვერ ხერხდება. გიორგი სოლომონია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ტერიტორიის დანაგვიანებისგან.
დასუფთავების აქციის ფარგლებში, ნაგვისაგან მთლიანად გაიწმინდა სტუდქალაქის ტერიტორია. ადგილზე რამდენიმე ტრაქტორი და თვითმცლელი მუშაობდა. 

სიახლე
20 სექტემბერი 2014  
 
 

„სპორტის სასახლესთან“ მიროტაძის ქუჩაზე 1 200 კვ.მ ფართობზე განთავსებული, ორ სართულიანი, კეთილმოწყობილი აგრარული ბაზარი გაიხსნა. ახალ სავაჭრო ობიექტში მაღალი ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქციაა წარმოდგენილი, რომელიც ყოველდღიურად თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიაში მოწმდება. ახალ ბაზარში 100-მდე ადამიანია დასაქებული.
ბაზრის გახსნას დღეს თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და საქართველოს პარლამენტის აგრარულ  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი დაესწრნენ და ობიექტში დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრნენ.
თბილისის ვიცე-მერის განცხადებით თბილისი ეტაპობრივად უნდა გადავიდეს ვაჭრობის თანამედროვე მოდელზე და პროდუქციის შეძენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად კომფორტული და მოვაჭრეებისთვის მომგებიანი უნდა გახდეს. 

სიახლე
20 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ჭავჭავაძის გამზირზე, კომპიუტერული და გონივრული ტექნოლოგიების განახლებული მაღაზია „ალტას“ შოურუმი გახსნა.  
„21-ე საუჯკუნე ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეა. თანამედროვე ტექნიკა იმაზე სწრაფად ვითარდება ვიდრე წარმოგვიდგენია. დარწმუნებული ვარ, ეს კომპანიაც ისევე წარმატებული იქნება, როგორც ბაზარზე წარმოდგენილი სხვა კომპანიები. ამ წარმატების შედეგი კი კომპანიაში დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობაზე, საბიუჯეტო შემოსავლებსა და საინვესტიციო გარემოზე აისახება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
თბილისის მერის თქმით, „ალტასთან“ მრავალწლიანი ურთიერთობის მანძილზე,  ყოველთვის კმაყოფილი იყო მომსახურებით და იმ მიდგომით, რაც კომპანიას გააჩნდა. მისივე თქმით, ალბათ სწორედ ეს გახდა კომპანიის ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარების  საფუძველი.

 

სიახლე
19 სექტემბერი 2014  
 
იხილეთ მეტი