01:02     23/07/2014   Tbilisi.gov.ge
   
 
 

ქალაქებისა და ტერიტორიების მდგრადი განვითარების საერთაშორისო მეთოდიკის შესწავლა და თანამედროვე რეალიებთან ადაპტაცია თანამედროვე ქართული ურბანისტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ინიციატივით, თბილისი მერიისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“  ხელშეწყობით, დღეს ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია  „არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნა. კონფერენცია მიზნად ისახავს:

•      საქართველოში არქიტექტურისა და ურბანისტიკის სფეროში არსებული კრიზისის  გამომწვევი ფაქტორების გამოვლენას მდგრადი განვითარების კონტექსტში;

•      ქალაქთმშენებლობითი პრობლემების აღმოფხვრისადმი მიძღვნილ პროფესიულ დისკუსიებში საზოგადოების ფართო ფენების, მათ შორის უმაღლესი სახელისუფლებო სტრუქტურების და მოსახლეობის ჩართვას;

•      ქართული არქიტექტურის და ქალაქმშენებლობის პრობლემატიკის უცხოელ კოლეგებთან წარმოჩენას და ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში ურბანისტების და არქიტექტორების სოციალური როლის განსაზღვრას და დამკვიდრებას;

•      სხვადასხვა ქვეყნის ურბანისტებსა და არქიტექტორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და ერთიან საინფორმაციო სისტემაში ინტეგრაციას.

კონფერენციას თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე დაესწრო.


სიახლე
11 ივლისი 2014  
 
 

28 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით,  ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოებისა და გამწევი ბაგირის შეცვლასთან დაკავშირებით, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა დროებით შეწყვეტს მუშაობას. რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო 2012 წლიდან ემსახურება თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს. გახსნის დღიდან დღემდე საბაგირო 1 298 124 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნული გეგმიური სამუშაოების განხორიცელებაც სწორედ მგზავრების უსაფრთხო და კომფოტული გადაადგილებისთვის ხორციელდება.

სიახლე
27 აპრილი 2014  
 
 

გუშინ თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ფაქტიურად დაადასტურა, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტის არ დამტკიცება მხოლოდ და მხოლოდ მათი უარგუმენტაციო პოლიტიკური კაპრიზი იყო. ცალსახაა, რომ მათ შეეძლოთ იანვრის დასაწყისშივე გადაედგათ აქტიური ნაბიჯები და  თბილისის ბიუჯეტი დაემტკიცებინათ, თუმცა თბილისის მერია მიესალმება მათ მიერ გადადგმულ,  დაგვიანებულ ნაბიჯს.მიუხედავად მათი განცხადებისა, რომ საკრებულოს ,,ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ შედგენილი ბიუჯეტი  თბილისელების ინტერესებზე ორიენტირებული იქნებოდა, თბილისის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის მეოთხე ვარიანტისგან განსხვავებით, მათ მიერ წარმოდგენილ  ბიუჯეტის საბოლოო პროექტში  სოციალურ პროგრამებზე  10 მილიონი ლარით ნაკლები თანხაა გათვალისწინებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა 5 მილიონი ლარით ნაკლები თანხით დაფინანსება, ხოლო  ახალი ავტობუსების შესაძენა საერთოდ არ არის გათვალისწინებული 2014 წლის ბიუჯეტში.მიგვაჩნია, რომ ამ  პერიოდის განმავლობაში თბილისელებს   შეექმნათ მწვავე სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემები და შესაბამისად არ ვაპირებთ მათი ინტერესების შელახვის ხარჯზე ავყეთ საკრებულოს უმრავლესობას პოლიტიკურ კინკალობაში და მზად ვართ დამტკიცების შემდეგ ვიმუშავოთ აღნიშნული ბიუჯეტის შესაბამისად. ეს პოზიცია განპირობებულია  იმით, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით გამოწვეული პრობლემები გაცილებით მწვავეა ვიდრე ის პრობლემები რასაც შექმნის ,,ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ბიუჯეტი.

სიახლე
7 მარტი 2014  
 
 

ე.წ ,,პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართება 2014 წლის 7 აპრილს, 14 საათზე, სასტუმრო ,,Holiday Inn"-ის (ყოფილი სასტუმრო ,,აჭარა") საკონფერენციო დარბაზში. სხდომაზე უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული პირების მონაწილეობა განხილვაში.  ამასთან, თბილისის მერია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მხარს უჭერს დედაქალაქში სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, თბილისის უბნების რეაბილიტაციასა  და  თვისობრივ განახლებას, მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითმყოფადი სახის მაქსიმალურად შენარჩუნების პირობით. შესაბამისად, თბილისის მერია იმედს გამოთქვამს, რომ დაინტერესებული პირების მონაწილეობა ხელს შეუწყობს კანონმდებლობის შესაბამისად სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას.

სიახლე
4 აპრილი 2014  
 
 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, დღეს გავრცელებული განცხადება თითქოს შპს ,,გუდაური სქი რესორტი“-ს დაკისრებულის ჯარიმისგან გათავისუფლება არანაირ კავშირში არ არის საქართველოს მთავრობის მიერ, მიღებულ გადაწყვეტილებასთან და მათ მთავრობას მიმართეს მას შემდეგ, რაც ჯარიმა დაეკისრათ, არის სრული სიცრუე და ფაქტების დამახინჯება. აღნიშნული ადასტურებს, საგამოძიებო სამსახურის ტენდენციურობას და მხოლოდ ცენტრალური მთავრობის პოლიტიკური დაკვეთის შერსრულების მცდელობას. კერძოდ, 2011 წლის 12 ივლისს ქ.თბილისის მთავრობასა და შპს „გუდაური სქი რესორტს“ შორის გაფორმდა  ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 აგვისტოს №31/08/05 განკარგულების საფუძველზე. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, შპს „გუდაური სქი რესორტს“ საკუთრებაში გადაეცემულ  მიწის ნაკვეთებზე  უნდა განეხორციელებინა არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიცია, საიდანაც არანაკლებ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებიდან 18 თვის ვადაში ანუ 2013 წლის 1 მარტამდე.

2012 წლის 2 ნოემბერს ქ.თბილისის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მომართა შპს „გუდაური სქი რესორტის“ დირექტორმა და ითხოვა 2011 წლის 12 ივლისის პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და 1 500 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 18 თვის განმავლობაში განხორციელების ვალდებულებისგანს გათავისუფლება.  დოკუმენტაცია შემდგომი სამართლებრივი პროცედურების გავლის მიზნით ქ. თბილისის მთავრობამ გადააგზავნა საქართველოს ცენტრალური  მთავრობის კანცელარიაში 2012 წლის 28 დეკემბერს ანუ ინვესტორის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე.  საქართველოს მთავრობამ, იქ არსებული ბიუროკრატიული თუ სხვა ხელოვნური შეფერხებების გამო, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო საკითხის უწყებაში შესვლიდან 5 თვის გასვლის შემდეგ, 2013 წლის 14 ივნისს. ცვლილების თანახმად, კომპანია გათავისუფლდა 1 500 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 18 თვის განმავლობაში განხორციელების ვალდებულებისგან. თუმცა აღნიშნული ცვლილების შეტანამდე ინვესტორს, რომელმაც კეთისინდისიერად, ვადის დარღვევამდე მოითხოვა ცვლილების განხორციელება, დაერიცხა პირგასამტეხლო 193 500 აშშ დოლარის ოდენობით.

სწორედ საქართველოს ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებამ, გაეზიარებინა ინვესტორის თხოვნა და ქ. თბილისის მთავრობის შუამდგომლობა, მისცა თბილისის მთავრობას საშუალება მიეღო გადაწყვეტილება ინვესტორის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების შესახებ, რადგანაც ხელსეკრულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად აღარ არსებობდა ის საფუძველი, რის გამოც ინვესტორს დაეკისრა ჯარიმა.

შესაბამისად, ნათელია საგამოძიებო ორგანოს მხრიდან საზოგადოების კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რაც სამწუხაროდ ქ. თბილისის მერიის მიმართ მათ არაერთხელ განუხორციელებიათ.

 

 

სიახლე
4 ივნისი 2014  
 
 

ქალაქებისა და ტერიტორიების მდგრადი განვითარების საერთაშორისო მეთოდიკის შესწავლა და თანამედროვე რეალიებთან ადაპტაცია თანამედროვე ქართული ურბანისტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ინიციატივით, თბილისი მერიისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“  ხელშეწყობით, დღეს ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია  „არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნა. კონფერენცია მიზნად ისახავს:

•      საქართველოში არქიტექტურისა და ურბანისტიკის სფეროში არსებული კრიზისის  გამომწვევი ფაქტორების გამოვლენას მდგრადი განვითარების კონტექსტში;

•      ქალაქთმშენებლობითი პრობლემების აღმოფხვრისადმი მიძღვნილ პროფესიულ დისკუსიებში საზოგადოების ფართო ფენების, მათ შორის უმაღლესი სახელისუფლებო სტრუქტურების და მოსახლეობის ჩართვას;

•      ქართული არქიტექტურის და ქალაქმშენებლობის პრობლემატიკის უცხოელ კოლეგებთან წარმოჩენას და ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში ურბანისტების და არქიტექტორების სოციალური როლის განსაზღვრას და დამკვიდრებას;

•      სხვადასხვა ქვეყნის ურბანისტებსა და არქიტექტორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და ერთიან საინფორმაციო სისტემაში ინტეგრაციას.

კონფერენციას თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე დაესწრო.


სიახლე
11 ივლისი 2014  
 
 

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მსჯელობა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე წარდგენილი   კანონპროექტის  განხილვა, რომლითაც გაუქმდება კანონში მათ მიერ, შეტანილი  ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა  ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების მასობრივ უსაფუძვლო გათავისუფლებას სამსახურიდან.  
თბილისის მერიამ თავიდანვე შეაფასა ასეთი რეგულაცია ცალსახდ უკანონოდ და ანტიკონსტიტუციურად, რაც უხეშად არღვევდა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ  შრომის უფლებას.
მისასალმებელია, რომ თბილისის მერიისა და  საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, საკონსტიტუციო სარჩელების შეტანამ, ასევე  არასამთავრობო  ორგანიზაციების  აქტიურმა ჩართულობამ და ძალიხმევამ ამ მიმართულებით თავისი შედეგი გამოიღო და საქართველოს პარლამენტი გვიან, მაგრამ მიხვდა დაშევებულ შეცდომას და აპირებს გამოასწოროს იგი.
ვიმედოვნებთ, რომ  საქართველოს პარლამენტი, წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს და მიიღებს უმოკლეს ვადებში, ხოლო მომავალში შეცდომების თავიდან ასაცილებლად მსგავსი ანტიკონსტიტუციური და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები მიღებული არ იქნება პროფესიულ წრეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე. 

სიახლე
14 მაისი 2014  
 
 

დედაქალაქის მთავრობის დადგენილებით, 21 ივნისიდან თბილისის საქალაქო მუნიციპალური სატრანსპორტო მომსახურება საზაფხულო რაოდენობებზე გადავიდა. მთლიანი მინიმალური გასვლა გათვალისწინებულია 396 ერთეულით. გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის ნაწილი დედაქალაქში რჩება, ზოგიერთ მატშრუტებზე რაოდენობებში განხორციელდა კორექტირება და ბოლო 2 წელია თბილისში დაგეგმილზე მეტი მოძრაობს. ამჟამად მოსახლეობის გადაადგილებას ემსახურება 481 ერთეული. ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში, საგამოცდო ცენტრებში მიმსვლელთა დროული გადაადგილების მიზნით, ცენტრების მიმართულებით მოძრავ მარშრუტებს 30 ავტობუსი დაემატა. 16 ივლისიდან მითითებულ რაოდენობას დააკლდება 30 ავტობუსი და ქალაქის მასტაბით 451 ერთეული იმოძრავებს. 
მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ განრიგს 16 სექტემბერს დაუბრუნდება.

სიახლე
8 ივლისი 2014  
 
 

KOLGA TBILISI PHOTO 2014 წლის ფოტოკვირეული 1 მაისს, 20:00 საათზე იწყება.  საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგას“ წლის საუკეთესო ფოტოების გამოფენით და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალით დაიწყება. 2014 წლის ფოტოკვირეულის ფორმატი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და ფოტოკონკურსი “ქოლგას” გამოფენის გარდა, 1 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით 12 საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება ნათან დვირის (აშშ), კლაუდიო კამბონის (იტალია), დამ პანჩუკის (პოლონეთი), ფაუსტო პოდავინის (იტალია), დირკ გებჰარდტის (გერმანია), დინა ოგანოვას (საქართველო), ირმა შარიქაძის (საქართველო), და თანამედროვე ქალი ფოტოგრაფების რჩეული ნამუშევრების გამოფენები. ასევე, KOLGA TBILISI PHOTO მასპინძლობს პოლონელი არტისტების პროექტს აღმოსავლეთ ევროპის ქუჩის ფოტოგრაფიის შესახებ “Eastreet”, საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებს “ევრომაიდანის” შესახებ და National Geographic საქართველოს გამოფენას: 2013 წელი ფოტოებით.
KOLGA TBILISI PHOTO-ს ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იქნება ჯემალ კასრაძის რჩეული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “საქართველო 80-90-იან წლებში”, რომელსაც ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „KOLGA TBILISI PHOTO“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გადასცემს ალექსანდრე როინაშვილის ტრადიციულ პრიზს და პრემიას.
ფოტოკვირეულის განათლების სექცია მოხარულია, რომ 2014 წელს მასპინძლობს საერთაშორისო ფოტოექსპერტების 7 ვორქშოფს, რომელიც ბრიტანეთის საბჭო საქართველოს და ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და უფასოა საქართველოს მოქალაქეთათვის.
ფოტოკვირეულის დეტალური პროგრამის სანახავად ეწვიეთ ვებ გვერდს www.kolga.ge. ქოლგა თბილისი ფოტო 2014-ს წარმდგენია ADJARANET.COM, გენერალური სპონსორი: თიბისი ბანკი, სპონსორი: ჯეოსელი. მუდმივი პარტნიორი - თბილისის მერია, მხარდამჭერი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პარტნიორები:ფოტო სამყარო, ბრიტანეთის საბჭო, პროპაგანდა ქონსალთინგი, არდი ჯგუფი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, დიზაინ სტუდია არტ ავენიუ, ჯორჯიან ივენთს. მედია პარტნიორები: რუსთავი 2, არტარეა, რადიო "კომერსანტი", ჟურნალები "ტაბულა" და National Geographic-ი საქართველო. ფოტოკონკურსის შესახებ:
საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” უკვე 13 წელია, რაც ყოველწლიურად წარმატებით მიმდინარეობს, წლევანდელ ფოტოკონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს 38-მდე ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო, წლის საუკეთესო ფოტოები კი 5 000-მდე ფოტოდან შეირჩა. საქართველო, საფრანგეთი, პორტუგალია, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ბანგლადეში, ფილიპინები, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, ლიბანი, ფინეთი, საბერძნეთი, ავსტრია, ყირგიზეთი, ჰოლანდია, რუსეთი, ირანი, იაპონია, შვედეთი, ბელარუსია, უნგრეთი, ლატვია, ირლანდია, ბელგია, პოლონეთი, ესპანეთი, აზერბაიჯანი, ჩეხეთი, ჩინეთი, მექსიკა... ეს მხოლოდ მოკლე სიაა იმ ქვეყნებისა საიდანაც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფოტოკონკურსზე KOLGA AWARD 2014!
წელს ფოტოკონკურსი “ქოლგას” საპრიზო ფონდი 6 000 აშშ დოლარის ოდენობით თბილისის მერიამ დააწესა და ეს თანხა ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. ფოტოკონკურსის წლევანდელი სიახლეა ნომინაცია "ჯეოსელის" მობილური ფოტო. "ჯეოსელის" მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულ საუკეთესო მობილური ფოტოების ავტორებს გადაეცემათ სპეციალური პრიზი "ჯეოსელისგან" მობილური ტელეფონი Iphone 5 S.

სიახლე
28 აპრილი 2014  
 
იხილეთ მეტი