00:12     31/08/2014   Tbilisi.gov.ge
   
 
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობასა და შშმპ ორგანიზაცია- „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ  მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმს ხელი მოაწერეს გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ და შშმპ ორგანიზაცია „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის“ ხელმძღვანელმა გიორგი კოხრეიძემ.
მემორანდუმის მიზანია, თბილისის მერიისა და გამგეობის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ  ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა. კერძოდ, ორგანიზაცია გამგეობასთან ერთად აქტიურად ჩაერთვება გლდანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებში, ამასთან, გლდანის გამგეობა მხარს დაუჭერს ყველა პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობას შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებას. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ სხვადასხვა კულტურული, შემოქმედებითი, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების განხარციელების დროს, რაც მიმართული იქნება შშმ პირთა სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისაკენ.
მემორანდუმის ხელმოწერას თბილისის მერი დავით ნარმანია, რაიონების გამგებლები და პარლამენტის და საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.დავით ნარმანიას თქმით, ინიციატივა მისასალმებელია და თბილისის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მაქსიმალურად იყვნენ ინტეგრირებულები საზოგადოებაში.
გლდანის რაიონში ამჟამად 4 280 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს.

 

 

 

 

სიახლე
30 აგვისტო 2014  
 
 

ისან-სამგორის რაიონში მდებარე  ბაგა-ბაღების მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის ფარგლებში, 31  ბაგა-ბაღში ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი ფირმის „შპს „GMS” მხრიდან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები გამოვლინდა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გამოყენებული პროდუქციის ხარისხი,  სატენდერო პირობებში წარმოდგენილზე ბევრად დაბალია. ამასთანავე, უკვე ჩატარებული სამუშაოები არასრულად და უხარისხოდ არის შესრულებული.
მიუხედავად გამოვლენილი დარღვევებისა,  8 სექტემბერს, თბილისში მდებარე 159 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყება, დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოები  კი უქმე  დღეების ხარჯზე, მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება.მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს   დღეს ადგილზე გაეცნო თბილისის მერი დავით ნარმანია.
დავით ნარმანიას შეფასებით, სახეზეა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება როგორც კონტრაქტორი, ასევე მერიის იმ ხელმძღვანელი პირის მხრიდან, რომელსაც ევალებოდა ამ ობიექტებზე ზედამხედველობა და ის გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
„გამომდინარე იქიდან რომ პირობები არის ძალიან მძიმე, ჩემი მხრიდანაც მიღებული იქნება ადეკვატური, მძიმე გადაწყვეტილება -  მკაცრად დაისჯება როგორც კონტრაქტორი კომპანია, დაისჯებიან მერიის ის თანამშრომლებიც, რომლებსაც ევალდებოდათ შესაბამისი ზედამხედველობა იმაზე, რომ კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოები  დროულად და ხარისხინად შეესრულებინა. ეს უნდა გახდეს მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოვექცეთ საკუთარ ქალაქს, შვილებს და მათ მომავალს.“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერი აფრთხილებს კონტრაქტორ კომპანიებს, რომ დედაქალაქის მთავრობის დამოკიდებულება იქნება ძალიან მკაცრი და საქმიანობას გააგრძელებს ის ვინც  ხარისხინად და დროულად შეასრულებს სამუშაოებს. „მხოლოდ ასე გახდება  შესაძლებელი ქალაქში წესრიგის დამყარება, რასაც  ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მთავრობასთან 2014 წლის 13 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტორ ფირმას, ისან-სამგორის რაიონის 31 ბაგა-ბაღში მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის და მდფ-ის კარებების გამოცვლის ვალდებულება ჰქონდა აღებული.

 

 

სიახლე
30 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მთავრობა დღეს სააქციო საზოგადოება  „თელასის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. კომპანიის  გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა ქალაქის ელექტროგამანაწილებელ ქსელში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
თბილისის რაიონების გამგებლებმა კომპანიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ქალაქის ცალკეულ უბნებში არსებული პრობლემების შესახებ. მთავარ პრობლემად ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა დასახელდა, რასაც კომპანიის ხელმძღვანელობა ზამთრისთვის მოსამზადებელი პროფილაქტიკური სამუშაოებით ხსნის და შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. გარდა ამისა, დაისვა სოციალურად დაუცველი აბონენტებისთვის დაგროვილი დავალიანების გადავადების, ან გაწერის საკითხიც, რაზეც სერგეი კობცევმა განაცხადა, რომ კომპანია ამ საკითხს ლოიალურად უდგება და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ამ თხოვნით რაიონულ ბიზნესცენტრებს მიმართონ.
შეხვედრაზე გადაწყდა - კომპანიასთან მორიგი სამუშაო შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში გაიმართება, რომელზეც კომპანია წარადგენს დეტალურ ანგარიშს ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად გაწეული სამუშაოების შესახებ. მანამდე შეიქმნება ერთობლივი  ჯგუფი, რომელიც ტექნიკურ საკიტხებზე იმუშავებს და შესაბამის ინფორმაციას ხელმძღვანელობას მიაწვდის.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მერიის მხრიდან აუცილებელია  ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დახვეწა და დაჩქარება, რათა თელასმა დროულად შეძლოს სამუშაოების შესრულება. თავის მხრივ თელასი იღებს ვალდებულებას, გააქტიუროს გამგეობების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გააქტიუროს სამუშაოები პრობლემურ უბნებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა დედაქალაქის მერიას, გამგეობებსა და „თელასს“ შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნით კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას, რისთვისაც მერიასა და თელასს შორის სპეციალური მემორანდუმიც გაფორმდება.
„ჩვენ შევიმუშავებთ  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, სადაც გაიწერება მხარეთა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. გარდა ამისა, თელასი ოპერატიულად მოგვაწვდის ინფორმაციას, მოსალოდნელ გათიშვებზე,  სავარაუდო დაზიანებებზე და განსახორციელებელ სამუშაოებზე,რათა ცხელი ხაზის და გამგეობების მეშვეობით ჩვენ მოსახლეობას მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სიახლე
29 აგვისტო 2014  
 
 

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომას  მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქლაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დაესწრო და საკრებულოს დეპუტატებს სამსახურის მუშაობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. სხდომაზე სოციალურად დაუცველთა საბუთების მიღებისა და დაფინანსების წესი დამტკიცდა. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით მერიასთან ითანამშრომლებს. კომისიის შემადგენლობაში საკრებულოს წევრებიც შევლენ. 

სიახლე
29 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რაიონების  გამგებლებმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა  წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ნარჩენებისგან დასუფთავების მასშტაბურ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ნარჩენებისგან დასუფთავების აქცია, ისევე, როგორც საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, თბილისის ყველა რაიონში ერთდროულად, დილის 10 საათიდან დაიწყო.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ეს არ არის ერთჯერადი აქცია და  სააგიტაციო მასალისგან დედაქალაქის გაწმენდა გაგრძელდება მანამ, ვიდრე თბილისი სრულად არ გასუფთავდება. მერიის დასუფთავების სამსახურთან ერთად, აქციებში პირადად ჩაერთვებიან რაიონების გამგეობები და საკრებულის მაჟორიტარი დეპუტატები.
„დედაქალაქის იერსახეზე ზრუნვა ყველას ვალია, ეს ჩვენი კულტურის ნაწილად უნდა იქცეს და მომავალში, არჩევნების დასრულებისთანავე, რაც შეიძლება სწრაფად გაიწმინდოს თბილისი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

სიახლე
29 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მერი მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ბაკურიანში არსებულ ბავშვთა საზაფხულო ბანაკს ეწვია და იქ დამსვენებელ მოზარდებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. დავით ნარმანია ბავშვების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მარიამობის დღესასწაულისადმი გამართულ კონცერტს დაესწრო. ბავშვთა და მოზარდთა დასვენება-გაჯანსაღების პროგრამის ფარგლებში ბაკურიანში ამჟამად 300 მოზარდი ისვენებს. პროგრამით მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა კურორტზე ეტაპობრივად სულ 3 000 ბავშვი სარგებლობს. შერჩევისას პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ენიჭებათ.
დავით ნარმანიას თქმით: აღნიშნულ სპეციალურ პროგრამას თბილისის ბიუჯეტი აფინანსებს, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ბორჯომში, ბაკურიანსა და სხვადასხვა კურორტზე ისვენებენ. ეს მნიშვნელოვანი შეღავათია იმ ოჯხებისთვის, ვინც ვერ ახერხებს ზაფხულის განმავლობაში ბავშვების დასვენებას. ბანაკებში ბავშვები სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობენ და ყველა იმ სერვისს იღებენ, რაც ზრდისა და განვითარებისთვის სჭირდებათ. პროგრამა გრძელდება და თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ ამ პროექტით ისარგებლონ.

სიახლე
29 აგვისტო 2014  
 
 

28 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით,  ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოებისა და გამწევი ბაგირის შეცვლასთან დაკავშირებით, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა დროებით შეწყვეტს მუშაობას. რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო 2012 წლიდან ემსახურება თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს. გახსნის დღიდან დღემდე საბაგირო 1 298 124 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნული გეგმიური სამუშაოების განხორიცელებაც სწორედ მგზავრების უსაფრთხო და კომფოტული გადაადგილებისთვის ხორციელდება.

სიახლე
27 აპრილი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია მარიამობის სადღესასწაულო წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო. 
„მინდა მარიამობა მივულოცო სრულიად საქართველოს და თითოეულ იმ იმ ადამიანს, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება წმინდა მარიამის მფარველობა, მისი მადლი და ძალა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სიახლე
28 აგვისტო 2014  
 
 

22 აგვისტოს  თბილისის მთავრობის წევრები კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან და გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოისმენენ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დეტალური ანალიზის შემდეგ კი, თბილისის მთავრობა მიიღებს კოლეგიურ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში მერიასა და „სითი პარკს“ შორის შემდგომი ურთიერთობა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრეტენზიები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, პრეტენზიები, რომელიც საზოგადოებიდან ობიექტურად მოდის და მე, როგორც არჩეული მერი, ვაპირებ, საზოგადოების ინტერესები ბოლომდე დავიცვა“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მერიასა და „სითი პარკს“ შორის კაბალური ხელშეკრულებაა გაფორმებული. შესაბამისად იმ ადამიანებმა, ვინც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილეობდნენ და ვისი ხელმოწერებიც არის დაფიქსერებული,  მკაცრად უნდა აგონ პასუხი. 

სიახლე
13 აგვისტო 2014  
 
იხილეთ მეტი