12:42     20/08/2014   Tbilisi.gov.ge
   
 
 

თბილისის მერიასა და გამგეობებში მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. 600-მდე მოქალაქეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე თბილისის მერი, მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურის უფროსები და რაიონების გამგებლები შეხვდნენ. თბილისელები ძირითადად სოციალური პრობლემების მოგვარებას, მკურნალობისა და  სწავლის დაფინანსებას, ასევე საცხოვრებელი ფართების გამოყოფას, მოწესრიგებას და დაკანონებას ითხოვენ.
დავით ნარმანია დღეს 2007 წელს საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებული პედაგოგთა ჯგუფსაც შეხვდა. პედაგოგები სამსახურიდან გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. თბილისის მერი მათ დახმარებას დაპირდა. დავით ნარმანიას თქმით, მერია თბილისში დამატებით ბაღების აშენებას გეგმავს. დღეს დავით ნარმანიამ პირადად მოისმინა 40 მოქალაქის პრობლემა.
მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის მიხედვით, თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, პრობლემატიკის მიხედვით, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდეს და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნოს.

სიახლე
18 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ურეკში თბილისის მერიის  საკურორტო–სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებლად მყოფ მოზარდებს ესტუმრა და მათ საჩუქრები გადასცა. მოზარდთა გამაჯანსაღებელი პროგრამის გარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 წლამდე ასაკის მოზარდები და მათი თანმხლები პირები ორკვირიანი საგზურებით სარგებლობენ. პროგრამა მთისა და ზღვის კურორტებზე (ბაკურიანი, ურეკი)  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციასა და მათ რესოციალიზაციას ისახავს მიზნად.
თითოეული ბენეფიციარი და მისი გამყოლი პირი დასასვენებელ კომპლექსში კომფორტული და შესაძლებლობებზე ადაპტირებული ნომრებით, სამჯერადი სრულფასოვანი კვებით, პირველადი უფასო სამედიცინო დახმარებით, უფასო სამკურნალო მასაჟებითა და ფიზიოთერაპიის კურსით არიან უზრუნველყოფილნი.
პროგრამით სარგებლობენ როგორც თბილისში რეგისტრირებული 20 წლამდე ასაკის შშმ პირები, ასევე  ის მოზარდები, რომლებიც დედაქალაქში რეგისტრირებული არ არიან, მაგრამ  განთავსებული არიან ბავშვთა სპეციალიზირებული ცენტრებში ან სწავლობენ თბილისის საჯარო სკოლებსა და  საბავშვო ბაგა-ბაღებში.საკურორტო–სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში,  წელს ურეკში უკვე 631-მა ბენეფიციარმა (შშმ მოზარდები და გამყოლები) დაისვენა.
პროექტი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება და სულ მის ფარგლებში ზღვისა და მთის კურორტებზე 1 550 ადამიანი დაისვენებს.

სიახლე
17 აგვისტო 2014  
 
 

გლდანის გამგეობისა და „ჯინო ფერედაის"-ის ინიციატივით, გლდანის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 20  მოზარდს დღეს „ჯინო ფერედაის"-მა უმასპინძლა. ბავშვებისა და მათი თანმხლები პირების გადაადგილება გლდანის გამგეობამ უზრუნველყო. გამგეობისა და „ჯინო ფერედაისის“ ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, აქცია გაგრძელდება  და ბავშვების სხვადასხვა ნაკადი ზაფხულის განმავლობაში „ჯინო ფერედაისს“ კიდევ ეწვევა. 
გასართობ-დასასვენებელ ცენტრში ბავშვები დღეს გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ მიიყვანა.

სიახლე
17 აგვისტო 2014  
 
 

ნაძალადევის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ გამგეობა ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს, როგორც დასრულებული სამუშაოების შესწავლას, ისე დაგეგმილი პროექტების მონიტორინგს.

სიახლე
16 აგვისტო 2014  
 
 

22 აგვისტოს  თბილისის მთავრობის წევრები კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან და გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოისმენენ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დეტალური ანალიზის შემდეგ კი, თბილისის მთავრობა მიიღებს კოლეგიურ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში მერიასა და „სითი პარკს“ შორის შემდგომი ურთიერთობა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრეტენზიები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, პრეტენზიები, რომელიც საზოგადოებიდან ობიექტურად მოდის და მე, როგორც არჩეული მერი, ვაპირებ, საზოგადოების ინტერესები ბოლომდე დავიცვა“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მერიასა და „სითი პარკს“ შორის კაბალური ხელშეკრულებაა გაფორმებული. შესაბამისად იმ ადამიანებმა, ვინც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილეობდნენ და ვისი ხელმოწერებიც არის დაფიქსერებული,  მკაცრად უნდა აგონ პასუხი. 

სიახლე
13 აგვისტო 2014  
 
 

დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია და სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი გლდანში ოდიშვილების ოჯახს ესტუმრნენ, მეათე შვილის დაბადება მიულოცეს და საჩუქრებთან ერთად, ფულადი დახმარების სახით 1600 ლარი გადასცეს.
ოდიშვილების ოჯახს მეათე შვილი - პატარა მარიამ ოდიშვილი ცოტა ხნის წინ შეეძინა. ოჯახი სოციალურად დაუცველია, რის გამოც სახელმწიფოსგან ყოველთვიურად შესაბამის ფულად დახმარებას იღებს.კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ოჯახი, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე, ყოველთვიური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის აგვისტომდე ყოველთვიურად 175 ლარს იღებდა. 2014 წლის აგვისტოდან  კი ზემოთ აღნიშნული ოჯახი 200 ლარს მიიღებს. ამასთან, ქ. თბილისის მერიიდან წელიწადში 3-ჯერ,  ზემოთ აღნიშნული ბენეფიციარის ოჯახი კომუნალური გადასახადებისთვის 50  ლარის ოდენობით დახმარებას იღებს.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა მომდევნო წლისთვის გადაიხდება და გაუმჯობესდება.

სიახლე
16 აგვისტო 2014  
 
 

ქალაქში არსებული უფასო სასადილოების პროგრამა არ გაუქმდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის სხომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის წევრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, უფასო სასადილოებთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელეს. მთავრობის წინა სხდომაზე თბილისის მერმა შესაბამისი საქალაქო სამსახურებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველადი ინფორმაციის წარმოდგენა დაავალა.
დავით ნარმანიას განცხადებით, საქალაქო სამსახურები ქალაქის ყველა რაიონში ახორციელებენ მონიტორინგს, რათა დაზუსტდეს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ამ მომსახურებით სარგებლობს. „შემოსულია ახალი განცხადებები ბენეფიციარების დამატების შესახებ და ისინი უნდა დავაკმაყოფილოთ. ასევე, მნიშვნელოვანია უფასო სასადილოებში საკვების ხარისხი და ის უნდა გაუმჯობესდეს. პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება და იმაზე უკეთ, ვიდრე აქამდე ხორციელდებოდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სიახლე
13 აგვისტო 2014  
 
 

დღეს თბილისის მერიაში დავით ნარმანია, მერის მოადგილეები, რაიონის გამგებლები და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი წყალმომარაგების კომპანია "GWP”-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დედაქალაქის მთავრობის წევრებმა კომპანიის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. რაიონის გამგებლებმა "GWP”-ს წარმომადგენლებს წყალმომარაგების კუთხით მათ  რაიონებში არსებული პრობლემები დეტალურად გააცნეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე თბილისის მერიისა და "GWP”-ის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის ერთობლივი გეგმები შეიმუშავეს. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლიც შექმნილ ვითარებას შეიწავლის და მის მოგვრების გზებს შეიმუშავებს. სამუშაო ჯგუფი შეადგენს ასევე მომდევნო წელს განსახორციელებელი სამუშაოების ნუსხას.

სიახლე
15 აგვისტო 2014  
 
 

ხე-ტყის უკანონონო მოჭრაზე მონიტორინგი გაძლიერდება და შესაბამისი სანქციები გამკაცრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დღეს თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობის მეორე სხდომა გაიმართა. სხდომაზე ქალაქის გამართულად ფუნქციონიებისთვის აუცილებელი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად გამწვანებისა და ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.
მთავრობამ ზადამხედველობისა და გამწვანების სამსახურების ხელმძღვანელებისგან მიიღო ინფორმაცია ხე-ტყის უკანონო ჭრასთან და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიის გამწავანებასთან დაკავშირებით. თბილისის მერის თქმით, ბოლო პერიოდში  მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან  გამოვლენილი ხეების უკანონო ჭრის არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. ზედამხედველობის  სამსახურმა დააჯარიმა ყველა ის პირი, ვინც მსგავსი ტიპის უკანონობას ახდენდა.
„ჩვენ შესაბამის ჯგუფებს გავაძლიერებთ და გავამკაცრებთ მონიტორინგს, რათა მათ, ვისაც ხის ჭრაზე ნებართვები აქვთ, იმოქმედონ ნებართვის შესაბამისად, შეასრულონ აღებული ვალდებულებები და მოახდინონ შესაბამისი ტერიტორიების გამწვანება. ხოლო ისინი, ვინც უკანონოდ ახორციელებენ ამას, მკაცრად დაისჯებიან,“ - განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ დავით ნარმანიამ.

სიახლე
13 აგვისტო 2014  
 
იხილეთ მეტი