13:02     28/08/2014   Tbilisi.gov.ge
   
 
 

„ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი ტენდერები  უახლოეს დღეებში გამოცხადდება“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მისი თქმით,  და სატენდერო პირობების მიხედვით, შემსრულებელ კომპანიებს მოეთხოვებათ საბანკო გარანტიების წარმოდგენა, სამუშაოების უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და ხარისხიანად შესრულება.
"ჩვენი წინამორბედების მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან მიმართებაში იყო უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, არ იყო განსაზღვრული კონკრეტული პირობები სამუშაოების შესრულებასთან და გარანტიებთან დაკავშირებით, ექსპლუატაციის ვადა ზოგ შემთხვევაში იყო ძალიან დაბალი. შეწყვეტილი ტენდერების ძირითადი ნაწილი კეთილმოწყობის სამუშაოებს ეხება.
მაგალითისთვის დავით ნარმანია სპორტული მოედნების მშენებლობას ასახელებს, სადაც ექსპლუატაციის და ვარგისიანობის ვადა იყო 6 თვით განსაზღვრული. „თუ ზამთარში გაფუჭდებოდა სპორტული ახალი მოედანი, კონტრაქტორს პასუხს ვერ მოვთხოვდით. ასეთი იყო სხვა ტენდერების უმრავლესობაც, ამიტომაც შევწყვიტეთ, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 31 ინფრასტრუქტურულ პროექტზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. 

 

სიახლე
27 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მერიაში „სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა თბილისის მთავრობის წევრებსა და საკრებულოს დეპუტატებს დეტალურად გააცნო ფონდის მიზნები და ამოცანები.
დავით ნარმანიას განცხადებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანამემამულეების სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გაკეთებულ ყოველ შენატანს, რომელიც მოხმარდება მათ, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა. მისივე თქმით, თბილისის მერია, რაიონული გამგეობები და საკრებულო აქტიურად ჩაერთვებიან „სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობაში.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა „სოლიდარობის ფონდმა“ განაცხადების მიღება უკვე დაიწყო როგორც დონაციის მსურველთაგან, ისე იმ ადამიანებისგან, ვისაც დახმარება სჭირდება. პირველ ეტაპზე ფონდი ონკოლოგიურ პაციენტებს დაეხმარება.
„სოლიდარობის ფონდში“ ნებაყოფლობით დონაციის სურვილი საჯარო სექტორში 20 ათასმა ადამიანმა გამოხატა. 

სიახლე
27 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მთავრობის 27 აგვისტოს სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი 2014 წლის თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები იყო. დავით ნარმანიას თქმით,  თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი არასწორად იყო დაგეგმილი შემოსავლების ნაწილში არარეალურად მაღალი ტარიფები იყო ჩადებული. არარეალური იყო ქონების გადასახადის და პრივატიზაციის შედეგად მისაღები შემოსავლების მოცულობა, რისი მობილიზებაც ქალაქის ყოფილმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, შესაბამისად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მცირდება. მისივე თქმით, სრულად არის ამოწურული ჯანდაცვის და სოციალური, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის გათვალისწინებული ხარჯები, რის გამოც ბიუჯეტის ამ ნაწილში გადავიდა ზოგიერთი დაფინანსება, რათა შესრულდეს წლის ბოლომდე აღებული ვალდებულებები. „ბიუჯეტში დეფიციტია და თბილისის მერიას დაახლოებით 25 მილიონ ლარამდე თანხის სესხის აღება მოუწევს, რათა წლის ბოლომდე მოქალაქეებმა მიიღონ შესაბამისი სერვისები და განხორციელდეს სოციალური დახმარებები, დაფინანსდეს ოპერაციები და ის სოციალური პროექტები, რომლის შესრულების ვალდებულებაც დედაქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, თბილისის ბიუჯეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მერიის ყოფილ მმართველ გუნდს ეკისრება, რადგან ბიუჯეტი შედგა მერიაში და იმ ადამიანებს უნდა მოეთხოვოთ პასუხი, ვინც არარეალურად მაღალი ბიუჯეტი დაგეგმა.
დავით ნარმანიას შეფასებით, „პასუხისმგებლობა ეკისრებასთ ასევე  იმ ადამიანებს, რომელებმაც წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო სახსრები, როგორც ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს და ამით კანონმდებლობა დაარღვიეს“.
ამასთან, როგორც თბილისის მერმა განაცხადა, დაწყებულია წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება. მრავალშვილიან ოჯახებზე უკვე გაიცემა ფულადი დახმარებები; გაიზარდა დაფინანსება სოციალურად დაუცველთა კომუნალური გადასახადებისთვის, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების  დაფინანსება. „თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობამ შეუფერხებლად მიიღოს ყველა აუცილებელი დახმარება“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მთავრობამ ცვლილებები მოიწონა და ის განსახილველად საკრებულოს მომავალ კვირას გადაეგზავნება.

 

სიახლე
27 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ინიცირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი ტენდერები განახლებული პირობებით  უახლოეს დღეებში  გამოცხადდება. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, სატენდერო და ხელშეკრულებების პირობების დახვეწის მიზნით, შეწყდა 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი, ელექტრონულ ვაჭრობაზე დაფიქსირებული ჯამური ღირებულებით დაახლოებით 26 მილიონი ლარი. ტენდერების შეწყვეტის მიზეზი არაკვალიფიციურად შედგენილი ხელშეკრულებები გახდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შესრულებული სამუშაოების ხარისხს.  შემოდის ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის კომპონენტი  ხელშეკრულების ღირებულების 5 %-ის დაკავების ფორმით, საიდანაც 2,5% ანაზღაურდება სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5 % ხარისხის საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში კონტრაქტორებს მიეცემა წინა პერიოდთან შედარებით მეტი ავანსი. ხელშეკრულებაში მკაფიოდ იქნება გაწერილი სამუშაოების შესრულების  ეტაპები.  სავალდებულო გახდება განსახორციელებელ სამუშაოთა გეგმა-გრაფიკების წარმოდგენა.  მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში გამკაცრდება საჯარიმო სანქციები.
შეწყვეტილი სატენდერო ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისი ნახვა შეუძლია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებვერდზე www.spa.gov.ge .

სიახლე
26 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის 2014 წლის  ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პაკეტს თბილისის მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც ცვლილებების პროექტი ქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება განსახილველად.
თბილისის მერის მოადგილის გიორგი ხელაიას თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების განხორცილება გადაუდებელი აუცილებლობაა. მისივე თქმით, საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი ბიუჯეტის სოციალური დახმარების ნაწილში. რაიონულ გამგეობებში მთლიანად არის ამოწურული თანხები აღნიშნული მიმართულებით.
„ძალზედ სამწუხაროა  ის ფაქტი, რომ ქ. თბილისის ახალ მთავრობას წინა ხელისუფლებისაგან მემკვიდრეობით ერგო არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტი. კერძოდ, საწარმოთა ქონების გადასახადიდან 2013 წელთან შედარებით დაიგეგმა 48,5 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი. აღნიშნული ზრდა დაუსაბუთებელი და არარეალურია, ვინაიდან მთლიანი დასაბეგრი ბაზა ქონების გადასახადიდან არ აღემატება 119,0  მილიონი ლარს.  ბუნებრივია,  2014 წელს ამ ნაწილში მაქსიმალური მოცულობის თანხების ამოღების შემთხვევაშიც კი, დაგეგმილი პარამეტრი 142,0 მილიონ ლარამდე ვერ გაიზრდებოდა“ - განაცხადა გიორგი ხელაიამ.

 

 

სიახლე
26 აგვისტო 2014  
 
 

მოქალაქეების პრობლემები დღეს პირადად მოისმინეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა. ორშაბათის დღევანდელ მიღებაზე, სულ მერიაში 300-მდე მოქალაქე მიიღეს. აქედან, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 35 მოქალაქეს პირადად მოუსმინა. რაიონების გამგებლებმა კი 355 მოქალაქე მიიღეს.
მოქალაქეები  დასაქმებას, სოციალური საკითხების მოგვარებას, უფასო მედიკამენტებს, მკურნალობის დაფინანსებას, საცხოვრებელი ფართების და მიწების დაკანონებას, სახლების გადახურვას, საგზაო ინფრასტრუქტურის და გარე განათების მოწესრიგებას, ასევე სკვერების რეაბილიტაციას ითხოვენ.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მიწების დაკანონების მსურველებმა წერილობით უნდა მიმართონ საკრებულოში მოქმედ მიწების ლეგალიზაციის კომისიას, რომელსაც საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს. რაც შეეხება სხვა პრობლემატიკას, დედაქალაქის ხელმძღვანელობა და საქალაქო სამსახურები თითოეული მოქალაქის საკითხს პერსონალურად განიხილავენ და შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.
მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის მიხედვით, თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, პრობლემატიკის მიხედვით, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდეს და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნოს.

 

 

 

სიახლე
25 აგვისტო 2014  
 
 

28 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით,  ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოებისა და გამწევი ბაგირის შეცვლასთან დაკავშირებით, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა დროებით შეწყვეტს მუშაობას. რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო 2012 წლიდან ემსახურება თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს. გახსნის დღიდან დღემდე საბაგირო 1 298 124 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნული გეგმიური სამუშაოების განხორიცელებაც სწორედ მგზავრების უსაფრთხო და კომფოტული გადაადგილებისთვის ხორციელდება.

სიახლე
27 აპრილი 2014  
 
 

დღეს თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს პაატა ჯაჭვლიანს მოუსმინეს. კომისიის სხდომას თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი ესწრებოდა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა კომისიის წევრებს სამსახურში არსებული მდგომარეობა გააცნო. პაატა ჯაჭვლიანის თქმით, სექტემბრის ბოლოსთვის უკვე შეიქმნება რეალური სურათი და გამოიკვეთება პრიორიტეტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემად კი ტრანსპორტის სამსახურის უფროსს ავტოპარკის განახლება მიაჩნია, რადგან არსებული ავტობუსები წლების წინ არის შეძენილი და ბევრი მათგანი ტექნიკურად გაუმართავია.
კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

სიახლე
25 აგვისტო 2014  
 
 

გუშინ თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ფაქტიურად დაადასტურა, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტის არ დამტკიცება მხოლოდ და მხოლოდ მათი უარგუმენტაციო პოლიტიკური კაპრიზი იყო. ცალსახაა, რომ მათ შეეძლოთ იანვრის დასაწყისშივე გადაედგათ აქტიური ნაბიჯები და  თბილისის ბიუჯეტი დაემტკიცებინათ, თუმცა თბილისის მერია მიესალმება მათ მიერ გადადგმულ,  დაგვიანებულ ნაბიჯს.მიუხედავად მათი განცხადებისა, რომ საკრებულოს ,,ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ შედგენილი ბიუჯეტი  თბილისელების ინტერესებზე ორიენტირებული იქნებოდა, თბილისის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის მეოთხე ვარიანტისგან განსხვავებით, მათ მიერ წარმოდგენილ  ბიუჯეტის საბოლოო პროექტში  სოციალურ პროგრამებზე  10 მილიონი ლარით ნაკლები თანხაა გათვალისწინებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა 5 მილიონი ლარით ნაკლები თანხით დაფინანსება, ხოლო  ახალი ავტობუსების შესაძენა საერთოდ არ არის გათვალისწინებული 2014 წლის ბიუჯეტში.მიგვაჩნია, რომ ამ  პერიოდის განმავლობაში თბილისელებს   შეექმნათ მწვავე სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემები და შესაბამისად არ ვაპირებთ მათი ინტერესების შელახვის ხარჯზე ავყეთ საკრებულოს უმრავლესობას პოლიტიკურ კინკალობაში და მზად ვართ დამტკიცების შემდეგ ვიმუშავოთ აღნიშნული ბიუჯეტის შესაბამისად. ეს პოზიცია განპირობებულია  იმით, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით გამოწვეული პრობლემები გაცილებით მწვავეა ვიდრე ის პრობლემები რასაც შექმნის ,,ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ბიუჯეტი.

სიახლე
7 მარტი 2014  
 
 

„თბილისის ბიუჯეტში ცვლილების პროექტს საკრებულოს უახლოეს დღეებში წარვუდგენთ“  - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, დედაქალაქის ახალ მთავრობას პრაქტიკულად ამოწურული დახვდა ბიუჯეტის  სოციალური დაცვის ნაწილი, ისევე როგორც რაიონული გამგეობების ხარჯთაღრიცხვები.
“ჩვენ, იძულებული გავხდით, სოციალური დაცვის ნაწილში ბიუჯეტის სხვა ნაწილებიდან გადმოგვეტანა დაფინანსება, რათა წლის ბოლომდე სოციალურად დაუცველ თბილისელებს  აუცილებელი მომსახურება არ მოაკლდეთ.  ამ მიზნით, ჩვენ საკრებულოს წარვუდგენთ ბიუჯეტში ცვლილებას, თუმცა  მინდა ვთქვა რომ ჩვენმა წინამორბედებმა ბიუჯეტი პრაქტიკულად დააცარიელეს,  საშემოსავლო ნაწილში არარეალურად მაღალი ციფრები ჩაწერეს, რის გამოც მისი შესრულება წლის პირველ ნახევარში ვერ შეძლეს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

 

სიახლე
25 აგვისტო 2014  
 
 

22 აგვისტოს  თბილისის მთავრობის წევრები კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან და გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოისმენენ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დეტალური ანალიზის შემდეგ კი, თბილისის მთავრობა მიიღებს კოლეგიურ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში მერიასა და „სითი პარკს“ შორის შემდგომი ურთიერთობა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრეტენზიები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, პრეტენზიები, რომელიც საზოგადოებიდან ობიექტურად მოდის და მე, როგორც არჩეული მერი, ვაპირებ, საზოგადოების ინტერესები ბოლომდე დავიცვა“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მერიასა და „სითი პარკს“ შორის კაბალური ხელშეკრულებაა გაფორმებული. შესაბამისად იმ ადამიანებმა, ვინც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილეობდნენ და ვისი ხელმოწერებიც არის დაფიქსერებული,  მკაცრად უნდა აგონ პასუხი. 

სიახლე
13 აგვისტო 2014  
 
 

დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, თბილისის მერია უკრაინაში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით, ექიმების გამგზავრებას დააფინანსებს. აღნიშნული თხოვნით ექიმებმა თბილისის მერიას დღეს მომართეს.

სიახლე
21 თებერვალი 2014  
 
იხილეთ მეტი