02:21     17/04/2014   Tbilisi.gov.ge
   
 
 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, შპს „მანის“ დირექტორების პასუხისგებაში მიცემის შესახებ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას თითქოს აღმოჩენილი დარღვევების გამო. ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ამ საწარმოს თბილისის მერიისთვის შესრულებული აქვს კონცერტის საორგანიზაციო სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენს 1 566 521 ლარს.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრული აბსურდია და საზოგადოების დეზინფორმირების მცდელობაა. ამ მიზანმიმართული პროვოკაციის ავტორები, როგორც ჩანს, მიზნად ისახავენ თბილისის მერიის დისკრედიტაციას სრულიად უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებით, რაც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად გახშირებული პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ.
განვმარტავთ, რომ თბილისის მერიას არასდროს უსარგებლია შპს „მანის“ მომსახურებით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ არც ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის, ლევან ჯალაღანიას, მიერ შედგენილ დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ არის რაიმე ნათქვამი ამ საწარმოს საქმიანობის კავშირზე თბილისის მერიასთან. შესაბამისად, მოვუწოდებთ აბსურდული და პროვოკაციული „ცნობის“ ავტორებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შეწყვიტონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და თუ არსებობს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინონ  ის ან/და ასახონ შესაბამის სამართლებრივ აქტებში.

 

 

სიახლე
11 აპრილი 2014  
 
 

გუშინ თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ფაქტიურად დაადასტურა, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტის არ დამტკიცება მხოლოდ და მხოლოდ მათი უარგუმენტაციო პოლიტიკური კაპრიზი იყო. ცალსახაა, რომ მათ შეეძლოთ იანვრის დასაწყისშივე გადაედგათ აქტიური ნაბიჯები და  თბილისის ბიუჯეტი დაემტკიცებინათ, თუმცა თბილისის მერია მიესალმება მათ მიერ გადადგმულ,  დაგვიანებულ ნაბიჯს.მიუხედავად მათი განცხადებისა, რომ საკრებულოს ,,ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ შედგენილი ბიუჯეტი  თბილისელების ინტერესებზე ორიენტირებული იქნებოდა, თბილისის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის მეოთხე ვარიანტისგან განსხვავებით, მათ მიერ წარმოდგენილ  ბიუჯეტის საბოლოო პროექტში  სოციალურ პროგრამებზე  10 მილიონი ლარით ნაკლები თანხაა გათვალისწინებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა 5 მილიონი ლარით ნაკლები თანხით დაფინანსება, ხოლო  ახალი ავტობუსების შესაძენა საერთოდ არ არის გათვალისწინებული 2014 წლის ბიუჯეტში.მიგვაჩნია, რომ ამ  პერიოდის განმავლობაში თბილისელებს   შეექმნათ მწვავე სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემები და შესაბამისად არ ვაპირებთ მათი ინტერესების შელახვის ხარჯზე ავყეთ საკრებულოს უმრავლესობას პოლიტიკურ კინკალობაში და მზად ვართ დამტკიცების შემდეგ ვიმუშავოთ აღნიშნული ბიუჯეტის შესაბამისად. ეს პოზიცია განპირობებულია  იმით, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით გამოწვეული პრობლემები გაცილებით მწვავეა ვიდრე ის პრობლემები რასაც შექმნის ,,ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ბიუჯეტი.

სიახლე
7 მარტი 2014  
 
 

დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, თბილისის მერია უკრაინაში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით, ექიმების გამგზავრებას დააფინანსებს. აღნიშნული თხოვნით ექიმებმა თბილისის მერიას დღეს მომართეს.

სიახლე
21 თებერვალი 2014  
 
 

დღეს, სასტუმრო ,,Holiday Inn"-ში თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ე.წ ,,პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. დღევანდელ განხილვაზე პროექტს არ ჰქონდა დართული სათანადო ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთება, შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა.
თბილისის მერია  მხარს უჭერს დედაქალაქში სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც უკავშირდება,  როგორც  თბილისის უბნების რეაბილიტაციასა  და  თვისობრივ განახლებას, ასევე ახალი მშენებლობების წარმოებას, რაც დადებითად აისახება როგორც ეკონომიკის განვითარებაზე, ასევე სოციალურ და სხვა სახის მიმართულებებზე.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ე. წ. ,,პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელება იგეგმება  თბილისის ისტორიულ ნაწილში, რომელიც ასევე მოიცავს ბუნებრივად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის ტერიტორიას. შესაბამისად,  დედაქალაქის  ისტორიული ნაწილის განვითარების ერთ-ერთ უმთავრესი წინაპირობა უნდა იყოს მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითმყოფადი სახის   მაქსიმალურად შენარჩუნება.

სიახლე
7 აპრილი 2014  
 
 

თბილისის 5 რაიონის გამგებელი დღეს, ისევ საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს. ამჟამად თბილისის მერიაში შემოსულია თბილისის ფინანსური პოლიციის მეორე, მესამე, მეოთხე სამმართველოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო, მთავარი პროკურატურა და თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია, რომელიც ერთდროულად 5 სამსახურს ამოწმებს. ,,ანძის გარეგანათების გათიშვის" აბსურდულ საქმეზე უკვე მეორეჯერ დღეს დაკითხვაზე დაბარებულები არიან რაიონის გამგებლები.
ცალსახაა, რომ ამ ვითომ გამოძიებისა თუ შემოწმების მიზანი, რომელიც წინაასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა, კვლავ პოლიტიკური ზეწოლა და ხელების გადაგრეხვის პროცესის გაგრძელებაა. მიზანი კი ნათელია, საარჩევნო პროცესს ჩამოაშორონ ის ადამიანები, ვინც თავისი პროფესიონალიზმისა თუ გაწეული სამუშაოდან გამომდინარე, განსაკუთრებით რაიონის გამგებლები, არჩევნებისას მათ რეალურ კონკურენტებად აღიქმებიან და მეორეს მხრივ, საკრებულოს ,,ქართული ოცნების" უმრავლესობის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ახირების გამო, ჩაგდებული ბიუჯეტით თბილისელებისათვის გამოწვეული პრობლემების გადაფარვა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას ნაცვლად ჩვენი დაშინების მცდელობისა, აკეთონ რეალური საქმე თბილისელებისათვის, ნუ იქნებიან ირაკლი შიხიაშვილის ახირებების დამცველები, რაც თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას გულისხმობს და სულ ცოტა თბილისის მერიას მაინც ნუ შეუშლიან ხელს საქმის კეთებაში. 

სიახლე
5 მარტი 2014  
 
 

30 წლის შემდეგ, პოლონეთში გარდაცვლილი ქართველი იუნკერი და პოლონეთის არმიის მაიორი ვიქტორ უგრეხელიძე სამშობლოში გადმოასვენეს. დიდუბის ეკლესიაში დღეს, მას სამოქალაქო პანაშვიდი გადაუხადეს, მოგვიანებით კი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. იუნკერის გადმოსვენება თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე დაესწრო.

სიახლე
5 აპრილი 2014  
 
 

დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, თბილისის მერია უკრაინაში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით, ექიმების გამგზავრებას დააფინანსებს. აღნიშნული თხოვნით ექიმებმა თბილისის მერიას დღეს მომართეს.

სიახლე
21 თებერვალი 2014  
 
 

ე.წ ,,პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართება 2014 წლის 7 აპრილს, 14 საათზე, სასტუმრო ,,Holiday Inn"-ის (ყოფილი სასტუმრო ,,აჭარა") საკონფერენციო დარბაზში. სხდომაზე უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული პირების მონაწილეობა განხილვაში.  ამასთან, თბილისის მერია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მხარს უჭერს დედაქალაქში სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, თბილისის უბნების რეაბილიტაციასა  და  თვისობრივ განახლებას, მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითმყოფადი სახის მაქსიმალურად შენარჩუნების პირობით. შესაბამისად, თბილისის მერია იმედს გამოთქვამს, რომ დაინტერესებული პირების მონაწილეობა ხელს შეუწყობს კანონმდებლობის შესაბამისად სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას.

სიახლე
4 აპრილი 2014  
 
 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მიუხედვად მერიის არაერთი მცდელობისა დაემტკიცებინა დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი, ოთხი თვის განმავლობაში მთავარი საფინანსო დოკუმენტი არ დაატკიცა. რამაც ქალაქში არაერთი პროექტის შეჩერება გამოიწვია.
თბილისის მერია არ აპირებს პოლიტიკურ კინკლაობაში შევიდეს პრემიერთან და „ქართულ ოცნებასთან“. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერში და ყველგან მტრები და საბოტაჟი დაინახოთ. ჩვენ კი თბილისელების პრობლემები გვაწუხებს და  მათ გადაჭრაზე ვზრუნავთ.
ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ზამთარში, ძლიერი ყინვების გამო,  დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და მოსახლეობა გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებს.
ცნობისთვის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამჟამად ერთდროულად რამოდენიმე ათეულ ქუჩაზე მიმდინარეობს, ხოლო გასულ წელს 30 მლნ ლარის სამუშაოები განხორციელდა, კაპიტალურად შეკეთდა 97 ქუჩა და ორმოული სამუშაოები  300 ქუჩაზე განხორციელდა.

სიახლე
13 მარტი 2014  
 
 

ქალაქის მასშტაბით საცხოვრებელი კორპუსებისა და შენობა-ნაგებობებისთვის ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების მონტაჟი მიმდინარეობს. თბილისის მერიამ ობიექტებზე დანომრილი აბრების გაკეთება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ისტორიული  და რეაბილიტირებული უბნების ნუმერაცია. დღეს შესაბამისი ნომერის აღმნიშვნელი წარწერა ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს გაუკეთდა. სამუშაო პროცესს სამგორის რაიონის გამგებელი დაესწრო.

სიახლე
13 თებერვალი 2014  
 
იხილეთ მეტი