ცხელი ხაზი 272 22 22
13:41 02/04/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ქანობიანი და ბრტყელი სახურავის  შეკეთება საყვირის ქ.№2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხორციელდება. პროცესი დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების განყოფილების თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

გამგეობა ამხანაგობის მიერ ინიცირებულ პროექტს 32 326 ლარით აფინანსებს. შენობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები 1410 კვ/მ ფართობზე მიმდინარეობს. საცხოვრებელ სახლში სულ 42 ოჯახი ცხოვრობს.

2015 წლის იანვარ-თებერვალში ქანობიანი და ბრტყელი სახურავი  8 ობიექტზე შეკეთდა (საერთო ფართობი 6325 კვ/მ-ია). ყველა მისამართზე სამუშაოები დასრულებულია. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 128 375 ლარით დააფინანსა. სახურავების შეკეთების თაობაზე მარტის თვეში შემოსული 26 განცხადებიდან გამგეობა 15 პროექტს, 107 726 ლარით აფინანსებს, საერთო ფართობი 8 498 კვ/მ-ია. ამ ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება.

ასევე ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ თებერვალში დამტკიცებულია ბრტყელი სახურავის შეკეთების  2 პროექტი, რომლებსაც გამგეობა 29 324 ლარით დააფინანსებს. ამ მისამართებზე სამუშაოები უამინდობის გამო გადაიდო და სახურავების შეკეთება უახლოეს მომავალში დაიწყება.

 

 

სიახლე
2 აპრილი 2015  
 
 

მელიქიშვილის გამზირი N49-დან წუხელ გამოსახლებული 2 ოჯახისთვის, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ საცხოვრებელი ფართი უკვე გამონახა და ისინი ბინაში დღესვე შევლენ.
რაც შეეხება დანარჩენ 10 ოჯახს, როგორც მთაწმინდის, ისე თბილისის სხვა რაიონების გამგეობები მზად არიან, აღნიშნულ ოჯახები ბინის ქირით უზრუნველყონ. ამისათვის, გამოსახლებულებმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უნდა მონახონ 300 ლარამდე ღირებულების გასაქირავებელი ბინა, რომლის ქირასაც შესაბამისი გამგეობა გადაიხდის.
მელიქიშვილის გამზირი N49-დან წუხელ კერძო მესაკუთრის მოთხოვნით 12 ოჯახი იქნა გამოსახლებული. მესაკუთრემ შენობაში უკანონოდ შეჭრილები გასახლების თაობაზე წინასწარ გააფრთხილა, ხოლო მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, ამ ოჯახების პრობლემის მოგვარების მიზნით, მათ მუნიციპალურ თავშესაფარში გადასვლა შესთავაზა. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, გამოსახლებულმა ოჯახებმა  თავშესაფარში ცხოვრებაზე უარი თქვეს.

 

 

 

სიახლე
29 მარტი 2015  
 
 

მოქალაქეებისთვის აუცილებელი სხვადასხვა საჭიროებების დასაფინანსებლად, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა მიმდინარე კვირას 485 493 ლარის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. აქედან, საქართველოში სამკურნალოდ 365 644 ლარი, ხოლო საზღვარგარეთ სამკურნალოდ - 119 849 ლარი გაიცა.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის კომისიამ შესული 273 განცხადებიდან 227 მოთხოვნა ნაწილობრივ, ან სრულად დააფინანსა. აქედან 16 განაცხადი საზღვარგარეთის კლინიკებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას ეხება.
დაავადებათა კლასის მიხედვით, მოთხოვნებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი ავთვისებიან სიმსივნეებზე მოდის - 106, აქედან 89 შემთხვევა ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა და 214 739 ლარი გაიცა. მომდევნო ადგილზეა სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები - 45 მოთხოვნა, საიდანაც ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა - 32 და გაიცა 61 228 ლარი, მესამე ადგილზე ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებებია - 35 მოთხოვნა, ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა 32 განაცხადი და  48 778 ლარი გაიცა.
კომისიის მიერ განხილული მოთხოვნებიდან ნაწილობრივ, ან სრულად დაფინანსდა: 105 ოპერაციიდან - 88; მედიკამენტებზე 80 მოთხოვნიდან - 65; ამბულატორიულ მომსახურებაზე - 14, სხივური თერაპიაზე - 14 მოთხოვნიდან - 11.
კომისია მოქალაქეთა მოთხოვნებს „სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. პროგრამის 2015 წლის ბიუჯეტი 15 000 000 ლარია.

 

სიახლე
2 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერიაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ავტოპარკი არ განახლებულა. მერიის ბალანსზე ამჟამად ირიცხება 267 ავტომანქანა, საიდანაც 239 ოპერატიულია და სხვადასხვა საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების თანამშრომლები, ობიექტებზე გასასვლელად, მონიტორინგისა და სხვა სამსახურეობრივი საჭიროებისთვის იყენებენ.
„ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მერიამ ფინანსთა სამინისტროს უკვე გადაუგზავნა ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება 1 800 000 ლარამდე იგეგმება.
შემცირება ძირითადად ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის, ასევე საპრემიო ფონდის ხარჯზე იგეგმება. გარდა ამისა, ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში იგეგმება საბიუჯეტო ცვლილებები, რომელთა შედეგად გამოთავისუფლებული რესურსები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

 

სიახლე
27 მარტი 2015  
 
 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 31 მარტის N13.02.347 განკარგულებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ეროვნული ვალუტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთზე მაღალი საპროცენტო სარგებლის  მიღების, ანგარიშების მართვისა და ოპერაციების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვისა და სხვა ოპერაციების შეუფერხებელი და ხარისხიანი მომსახურების განხორციელების მიზნით, გამოცხადდა მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსი. ამავე განკარგულებით შეიქმნა საკონკურსო კომისია და დამტკიცდა მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი.
კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 15 აპრილს 15:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობაში, მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7, მე-20 სართული.
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2015 წლის 2 აპრილიდან 2015 წლის 14 აპრილის 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7, მე-12 სართული, ოთახი N9, ტელ: 032 237 82 57 ან/და 032 237 81 56. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ თანდართულ ბმულზე.

იხილეთ კონკურსის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ ბმულში

სიახლე
1 აპრილი 2015  
 
 

წითელი საღებავითაა დასვრილი რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილი და სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორია. ამ დროისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიას საღებავისგან წმენდენ.
შევახსენებთდღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ ქალაქის იერ-სახის დამახინჯება ისჯება კანონით. ამიტომაც მოვუწოდებთ მათ, დაიცვან სისუფთავე და არ დასვარონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. 

სიახლე
21 მარტი 2015  
 
 

დიდუბის რაიონის გამგეობამ 2015 წლის პირველ კვარტალში  760 251,81 ლარით,  ანუ 64,62%-ით მეტი სამუშაოები შეასრულა, ვიდრე  ეს 2014 წლის პირველ კვარტალში იყო. საზოგადოების მეტი ინფორმირებისა და გამჭირვალობის მიზნით, დიდუბის რაიონის გამგეობამ შეადარა 2014 და 2015 წლების პირველი კვარტლების ბიუჯეტის ფაქტიური შესრულება და წარმოადგინა მონაცემთა ანალიზი. კერძოდ;

  • გზების მოვლა-შეკეთებაზე 2015 წლის პირველ კვარტალში 10,47-ჯერ მეტი - 312 329.01 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა, ვიდრე 2014 წლის პირველ კვარტალში (29820.83 ლარი)
  • კეთილმოწყობის ღონისძიებზე 2015 წლის პირველ კვარტალში 2-ჯერ მეტი - 234 914,97 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა, ვიდრე 2014 წლის პირველ კვარტალში (117 340.95 ლარი)
  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობაზე 2015 წლის პირველ კვარტალში 2787.02 ლარით მეტი - 286 194.86 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა, ვიდრე 2014 წლის პირველ კვარტალში (283 407.84 ლარი)
  • უფასო სასადილოებით მომსახურებაზე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2,1-ჯერ მეტი -181 771.92 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა, ვიდრე 2014 წლის პირველ კვარტალში (87 742.44 ლარი)
  • დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საკომპენსაციო თანხები 2015 წლის პირველ კვარტალში 16,3-ჯერ  (19 364.50 ლარი) გაიზარდა, ვიდრე 2014 წლის პირველ კვარტალში (1200.00 ლარი)
  • სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებებზე 2015 წლის პირველ კვარტალში 2,7-ჯერ მეტი -359 998.86 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა, ვიდრე 2014 წლის პირველ კვარტალში (134 421.37 ლარი)
  • ხელფასებზე 2015 წლის პირველ კვარტალში 2 988.49 ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე 2014 წლის პირველ კვარტალში. (2015 წელი- 242 232.91 ლარი; 2014 წელი - 245 221.40 ლარი)

 

სიახლე
1 აპრილი 2015  
 
 

21 მარტს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება. ამ კამპანიას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი არეშიძესთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად შეუერთდა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ბაგა-ბაღებში მიღების შესაძლებლობაა, რომლებიც გასულ წლებში ვერ რეგისტრირდებოდნენ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში, თუ მათი ასაკი აღემატებოდა 6 წელს. 2014 წლის სექტემბრიდან მშობლის სურვილისა და ექიმის დასკვნა/რეკომენდაციის საფუძელზე უკვე შესაძლებელია საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 6-დან 7 წლამდე ასაკის გსმ (განსაკუთრებული საჭიროების მქონე) ბავშვები ჩაერთონ სააღმზრდელო პროცესში. 
ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის დაგეგმვისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ინკლუზიური გარემოს შექმნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 300-მდე გსმ აღსაზრდელია რეგისტრირებული, მათგან დაუნის სინდრომის მქონე 17 ბავშვია.

სიახლე
21 მარტი 2015  
 
 

საგაზაფხულო რგვების ფარგლებში თბილისის მასშტაბით არსებული საჯარო სკოლების ეზოების გამწვანება ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს დიღმის მასივში, აღმაშებლის ხეივანში, ნუცუბიძის, თოფურიას, იოსებიძის, ყაზბეგის, ფალიაშვილის ქუჩებზე არსებულ 10-მდე სკოლაში 1560 ხე-მცენარე დაირგო.
საჯარო სკოლების ეზოების გამწვანების პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის,  დარგულია 4000 ფოთლოვანი და 1000 წიწვოვანი ჯიშის ნერგი.
პროექტის ფარგლებში, გასამწვანებელი ფართის  მიხედვით, შერჩეულ 60-მდე საჯარო სკოლაში  ირგვება როგორც ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანი ჯიშის  ნერგები.

 

 

 

 

სიახლე
1 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერია ახალ პროექტს - "ჩემი ეზო" იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს.

პროექტის მიზანია დედაქალაქის თითოეული უბნის განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, მოქალაქეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეები, სადაც გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, თეატრალური და საცირკო წარმოდგენები, მცირე გამოფენები. პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან სახელოვნებო სკოლები, სპორტული და ახალგაზრდული საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამხატვრო აკადემიის, სამხატვრო სახელოსნოების სტუდენტები და მოსწავლეები, თეატრები და ა.შ.

"პროექტი "ჩემი ეზო" თბილისის მერიის ახალი ინიციატივაა. პროექტის მიხედვით, ყველა უბანში მოეწყობა მინიმუმ ერთი საზოგადოებრივი, საერთო სარგებლობის  სივრცე, რომელიც კეთილმოწყობის, გამწვანების  სამსახურისა და ადგილობრივი გამგეობის მიერ იქნება კეთილმოწყობილი და ადაპტირებული, იმისათვის რომ ადამიანებს შეეძლოთ შეკრება, გარკვეული სანახაობების, შეჯიბრების, სპორტული ღონისძიების მოწყობა. ვფიქრობ თბილისელები პროექტს მოიწონებენ და აქტიურად ჩაერთვებიან. რაც შეეხება ბიუჯეტს,  "ჩემი ეზოს" ბიუჯეტი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა ტიპის კეთილმოწყობის სამუშაოები იქნება თითოეულ უბანში საჭირო",-განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა.

პროექტის ფარგლებში ღონისძიებები შაბათ-კვირას გაიმართება. პროექტი თავდაპირველად დიდუბის რაიონში განხორციელდება.  კონკრეტულ ტერიტორიას დიდუბის  რაიონის გამგეობა შეარჩევს.

პროექტში ჩართული მერიის რამდენიმე სამსახური იქნება: გამწვანების საკითხთან დაკავშირებული ღონისძიებების  განხორციელებას  მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, შერჩეულ ტერიტორიის კეთილმოწყობას კი კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფენ. პროექტის ფარგლებში შესაბამის ღონისძიებებს კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებენ.

სიახლე
18 მარტი 2015  
 
 

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ უკვე შეარჩია  ადგილები, სადაც დაინტერესებულ პირებს ჯიხურის განთავსება შეეძლებათ. დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული განკარგულებით, პირველი ინტერნეტ-აუქციონი 6 აპრილს  გაიმართება, რომელზეც საწყის  ეტაპზე 57 ლოტი გავა.
აუქციონში გამარჯვებული უფლებამოსილია, სარგებლობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა. თბილისის მერია მომხმარებელს სთავაზობს 12  ესკიზს.  აუქციონში გამარჯვებულს შეუძლია თავად აირჩიოს მისთვის სასურველი დიზაინი და ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ მიიღოს ნებართვა. ამით გამარჯვებულს ჯიხურის დიზაინის შეთანხმებაზე აღარ მოუწევს დროისა და თანხის ხარჯვა.
ჯიხურების იჯარით სარგებლობის ვადა  5 წელია.  წლიური საწყისი საიჯარო ქირა თითოეულ ლოტზე აუდიტის მიერ დადგენილი ფასის მიხედვით განისაზღვრება. ჯიხურისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი  6 კვადრატული მეტრია.
ელექტრონული აუქციონის გამოცხადების, ჩატარების, ორგანიზების და შედეგების გაფორმების უზრუნველყოფა თბილისის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ დაევალა.
ჯიხურების განსათავსებლად თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით წინასწარ შეარჩია შესაბამისი ადგილები. აუქციონში მონაწილეობის მსურველები მათთვის სასურველი ლოტის შესარჩევად უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: www.iauction.ge 

 

     

 

 

სიახლე
1 აპრილი 2015  
 
 

დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ, ივერთუბნის დასახლებაში გარე-განათება დამონტაჟდა. შპს "სინათლის ქალაქის" მიერ დამონტაჟებული ლამპიონები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ, შპს "სინათლის ქალაქის" დირექტორმა ვასილ ხორავამ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძეემ დაათვალიერეს.
დავით ნარმანია ადგილობრვ მოსახლეობასაც შეხვდა და დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინა. მოსახლეობას ყველაზე მეტად გზისა და საკომუნიკაციო სისტემის არარსებობა აწუხებს, რომლის მოგვარების პირობა მათ თბილისის მერისგან და ჩუღურეთის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძისგან მიიღეს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, დასახლებაში წლების განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. "პირველ რიგში მოწესრიგდა გარე-განათება, არის სხვა ტიპის საჭიროებებიც, არ არის ქუჩების სახელდება, მოსაწესრიგებელია გზა და სხვა ინფრასტრუაქტურა, რაც ეტაპობრივად გაკეთდება, რათა ამ ადამიანების ყოფითი პირობები უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი," - განაცხადა დავით ნარმანიამ.  მისი თქმით, სამუშაოების ნაწილი გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ნაწილს კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან მერიის საქალაქო სამსახურები უზრუნველყოფენ.
"სინათლის ქალაქის" დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, გარე განათების დაყენების თხოვნით მათ მოსახლეობამ  მიმართა. "დასახლებაში გარე-განათების დაახლოებით 400-მდე წერტილია გაკეთებული, რასაც კიდევ რამოდენიმე ათეული წერტილი დაემატა. 2015 წელს  ტერიტორიას მთლიანად ავითვისებთ, ვინაიდან აქ მოსახლეობა ინტენსიურად გადმოდის სახცოვრებლად და მათ აუცილებლად სჭირდებათ გარე-განათება" - განაცხადა ვასილ ხორავამ.

 

 

 

სიახლე
16 მარტი 2015  
 
 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი  მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
ტრანსპორტით უფასო მომსახურებასთან დაკავშირებით თბილისის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე შესაბამისი განკარგულება მიიღო.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, აღდგომის დღეებში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები 08:00-დან 19:00 საათამდე იმოძრავებს. მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან გავა. კუკიისა და მახათას სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები სადგურის მოედნიდან და მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“ მოემსახურება. საბურთალოს სასაფლაოზე ავტობუსები გავა მეტროსადგურ „დელისის“ ტერიტორიიდან. თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ მოემსახურება. ველის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები ჭიჭინაძის ქ. №26-დან იმოძრავებს. ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები გავა მეტროსადგურ „ვარკეთილიდან და ასევე მისამართიდან: მე-3 მასივი, შუამთის ქ. მე-10 კვარტალი.
გარდა ამისა, აღდგომის ღამეს მეტროპოლიტენის მუშაობა 11 აპრილის 24:00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება. დროის ამ მონაკვეთში მგზავრთა მომსახურება  უფასო იქნება.
ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, რამდენიმე სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მოწესრიგდა და ხელახლა დაიგო. მისივე თქმით,  წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვისგან გაიწმინდა სასაფლაოები და მიმდებარე ტერიტორიები.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, შპს „ჰერმესის“ საკუთრებაში არსებული 41 მუნიციპალური სასაფლაოდან  უკვე გაწმენდილია 30 სასაფლაო და მიმდებარე ფერდობები, დანარჩენი 11  ერთი კვირის განმავლობაში დასუფთავდება.
დედაქალაქში არსებული ფერდობების, ხევების და სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მათზე კონტროლის გამკაცრება, თბილისის მერმა შპს „თბილსერვის ჯგუფს" 21 იანვრის მთავრობის სხდომაზე დაავალა.

 

 

 

 

სიახლე
1 აპრილი 2015  
 
 

დღეს თბილისის მერიასთან იპოთეკარებისა და ე.წ. ატსტუპნიკების სახელით აქცია გაიმართა, რომელზეც აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეთა უმეტესობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები წარმოადგენდნენ. გამომდინარე აქედან, თბილისის მერია მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქცია, ისევე, როგორც გასულ დღეებში სხვადასხვა მუნიციპალურ შენობებთან გამართული აქციები, პოლიტიკურად მართულია და მიზნად უწყების დეზორგანიზებას ისახავს.
რაც შეეხება ზოგადად იპოთეკით დაზარალებულთა საკითხს, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მუნიციპალიტეტს ამგვარი პრობლემის მოგვარების ბერკეტი არ გააჩნია. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გამართეს იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილთან შეხვედრა და მათ აღნიშნულის შესახებ განემარტათ.
თბილისის მერია მოუწოდებს დღევანდელი აქციის მონაწილეებს, ნუ იქცევიან პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად და იმოქმედონ კანონის შესაბამისად.   

სიახლე
13 მარტი 2015  
 
 

2015 წლის პირველ კვარტალში თბილისის ბიუჯეტიდან  გაწეული ხარჯები წინასწარი მონაცემებით 190 მილიონ ლარს შეადგენს. 2015 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე შეაჯამა.
დავით ნარმანიას თქმით, 2015 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 1,5-ჯერ აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მისივე თქმით, 2014 წლის  წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტით გაწეული ხარჯი 131 მილიონი ლარი იყო, 2013 წელს - 105 მილიონი ლარი, 2012 წელს - 81 მილიონი ლარი.
„დედაქალაქის ბიუჯეტიდან ათვისების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს, რაც ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია“,  - განაცხადა დავით ნარმანიამ.   თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა იმ რაიონულ გამგეობებს და სამსახურებს, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა, მისი თქმით, მეორე კვარტლის მაჩვენებელმა ასევე გადააჭარბოს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

 

სიახლე
1 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერის საკრებულოში დაბარების მოთხოვნით დეპუტატთა ერთმა ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატების ერთკვირიანი მონდომება გაუგებარი და ფუჭია, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონი - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ პირდაპირ ითვალისწინებს დედაქალაქის მერის საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგენის ვალდებულებას.

სწორედ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის მერი საკრებულოში მისვლასა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას მიმდინარე წლის აპრილის პირველ კვირაში გეგმავს. მერი საკრებულოს წევრებს წარუდგენს ინფორმაციას, თუ რა მძიმე მდგომარეობა დახვდა დედაქალაქის ახალ ხელისუფლებას მერიაში, რა პროექტები და პროგრამები განხორციელდა დღემდე და როგორია დედაქალაქის აღმასრულებელი ორგანოს სამომავლო გეგმები. ცხადია, ანგარიშის წარდგენის შემდეგ ნებისმიერ დეპუტატს ექნება შესაძლებლობა, მერის წინაშე დასვას მისთვის საინტერესო საკითხი.

გამომდინარე იქედან, რომ კოდექსი მკაფიოდ არ განსაზღვრავს ვადებს, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით ყოველი წლის აპრილის პირველ კვირას წარსდგება. 

სიახლე
9 მარტი 2015  
 
 

დიდუბის  რაიონში წყალ-კანალიზაციისა და სანიღვრე ქსელების  სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 10 მისამართზე წყალ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების შეკეთება უკვე დასრულებულია, ხოლო 4 მისამართზე  მოძველებული წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა ახლით იცვლება.
მიმდინარე და უკვე დასრულებული სამუშაოები დღეს დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა  და ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომლებმა დაათვალიერეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, „ენ დე ეს მშენებლობა“ და „ბი და ბი“  ახორციელებენ. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტორები  დიდუბის რაიონში სხვადასხვა ქუჩებსა და საცხოვრებელი სახლების წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების შეკეთებას უზრუნველყოფენ.
დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  „გზებთან დაკავშირებით ამინდის პრობლემაა და შესაბამისად   ნაწილობრივი შეფერხებაა, რაც შეეხება კეთილმოწყობის სამუშაოებს 10 მისამართზე კანალიზაციის რეაბილიტაცია უკვე  დასრულებულია. ამჟამად  რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს მუშაობა, იგეგმება უფრო ინტენსიური სამუშაოები, რომ მეორე კვარტლის შესრულება მაქსიმალურად დროულად მოხერხდეს.“- განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
დიდუბის რაიონის გამგეობა წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების შეკეთებას წლის განმავლობაში 81 მისამართზე  გეგმავს.  დიდუბის რაიონში  წყალ-კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 994 920 ათასი ლარია გამოყოფილი. 

 

სიახლე
1 აპრილი 2015  
 
 

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა თბილისის მერთან მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. ასევე, გამოქვეყნდა ინტერვიუ აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარესთან, რომელიც ინტერვიუში გარკვეული პროექტებისა და ინიციატივების შესახებ საუბრობს. მათ შორის, საუბარია იმაზეც, რომ მერია უახლოეს დღეებში ვარდების მოედნიდან ველოსიპედის ძეგლის სხვა ტერიტორიაზე გადატანას გეგმავს.
გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის მერიაში მერთან არსებული მრჩეველთა საბჭო არ შექმნილა. წინადადება ამგვარი საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ საინიციატივო ჯგუფისგან მოდიოდა, თუმცა, დედაქალაქის მერს მისი შექმნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, არც იმ ინიციატივებზეა გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც აღნიშნულმა ჯგუფმა მერთან შეხვედრისას დააყენა, მათ შორის, არც ველოსიპედის გადატანის იდეის შესახებ.

 

 

 

სიახლე
9 მარტი 2015  
 
იხილეთ მეტი