ცხელი ხაზი 272 22 22
13:24 25/10/2014
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 

თბილისის მერი, დავით ნარმანია და მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას NDI-ს დირექტორი ლორა თორნტონი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კრისტინა ვილფორი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი თბილისის მერიასა და NDI-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის პროგრამა, რომელსაც NDI ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ექვს ქალაქში, მათ შორის თბილისში ახორციელებს.საუბარი შეეხო გენდერულ საკითხებს და ამ მიმართულებით NDI-ს მხარდაჭერას.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე შესაძლებლობა, თბილისში ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთება საზოგადოების საჭიროებები, ასევე, მათი დამოკიდებულება სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით. დავით ნარმანიას განცხადებით, მსგავსი სახის კვლევა ხელს შეუწყობს თბილისის მერიას, საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე იმოქმედოს და   სერვისების მიწოდების სისტემა დაიხვეწოს.

 

 

 

 

სიახლე
24 ოქტომბერი 2014  
 
 

201-ე საბავშვო ბაღში დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის  სააგენტოსა და ”თბილსერვის ჯგუფის” დასუფთავების ერთობლივი აქცია - ,,სუფთა გარემო ბავშვებს’’ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საბავშვო ბაღის მიმდებარე ტორიტორია სამშენებლო და საკვები პროდუქტების ნარჩენებისგან ბაგა-ბაღის თანამშრომლებთან ერთად დაასუფთავეს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ”თბილსერვის ჯგუფის” პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბაღის აღსაზრდელების მაქსიმალურ სუფთა გარემოში ყოფნას.
”ჩვენი მიზანია ბავშვები მაქსიმალურად სუფთა გარემოში გვყავდეს. მსგავსი ერთობლივი ღონისძიებებით კი შედეგს ნამდვილად მივაღწევთ. აქცია არ იქნება ერჯერადი, ბაგა-ბაღების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება სისტემურ სახეს მიიღეს” - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

 

 

 

 

 

სიახლე
18 ოქტომბერი 2014  
 
 

25 ოქტომბერი 2014 წელი

  • საბურთალოს რაიონი:

11:00-17:00 - საშემოდგომო ბაზრობები - დიდი დიღომი 3 მ/რ /მიცკევიჩის #1
12:00-16:00  - საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ღონისძიება - დიდი დიღომი, 3 მ/რ;
12:00-17:00 - შშმ ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებისათვის გაიმართება გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები, სოციალური აქციები - ვ. გოძიაშვილის სახელობის ბაღი;
12:00-17:00 - მხატვრული და ფოტონამუშევრების  გამოფენა.  მოეწყობა ხალხური სიმღერებისა და ქალაქური სიმღერების კონცერტი - ბუკიას ბაღი;

  • ვაკის რაიონი:

11:00-17:00 - საშემოდგომო ბაზრობა  - ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ;
12:00-14:00 - შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში - დაბა წყნეთი;
13:00-16:00 - წყნეთის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნაკეთობების გამოფენა-კონკურსი და კონცერტი - დაბა წყნეთი;
14:00-17:00 - საბავშვო რაგბის ფესტივალი -ლოკომოტივის სტადიონი; 

  • მთაწმინდის რაიონი:
    რესპუბლიკის მოედანი

 11:00-18:00 - საბავშვო ღონისძიებები, შშმ პირთა ნაკეთობების გამოფენა, ფოტოგამოფენა;
12:00-15:00 - სამხატვრო აკადემია `Happy Kids Club" წარმოადგენს აკადემიის მოსწავლეების მხატვრულ ნამუშევრებს და ორი დღის განმავლობაში " თბილისობაზე" მოსულ სტუმრებს ჩაუტარებს მასტერკლასებს: მხატვრობაში, ძერწვასა და თიხაზე მუშაობაში;
13:00-14:00 - მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი "სევილიელი დალაქი"
13:00-14:00 - საუბნო სპორტული შეჯიბრებები და აქტივობები, დასუფთავების ღონისძიებები;
15:00-17:00 - მუსიკალური პროგამა ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით;
16:00-18:00 – ახალგაზრდა პოეტები და კონცერტი ღია ცის ქვეშ; 

  • კრწანისის რაიონი:
    პუშკინის სკვერი 

12:00-17:00 –XIX საუკუნის თბილისი - კოსტუმირებული სანახაობა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად, ფოტოსტენდები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; მხატვრების ნამუშევრების გამოფენა; ფოტოგამოფენა “ერმაკოვის თბილისი”;
13:00-17:00 - კლასიკური მუსიკა – კონკასთან
13:00 – 19:00 - კინოთეატრი ღია ცის ქვეშ – პირველი ქართული კინოფირების ჩვენება; 

  • ისნის რაიონი:
    ავლაბრის სკვერი 

11:00-17:00 - საშემოდგმო ბაზრობა, ხალხური რეწვის, ხელნაკეთობებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა;
12:00-17:00 - ქალაქური ფოლკლორის კონცერტი, სომხური დრამატული თეატრის მსახიობთა კოსტუმირებული მსვლელობა,ღონისძიებები შშმ მქონე ბავშვებისათვის;
13:00-17:00 - სოციალური აქციები,ფრანების შოუ; 

  • სამგორის რაიონი

11:00 –18:00 საკოლმეურნეო ბაზრობა - საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა (ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია);
12:00 -13:00 - საბავშვო თოჯინური წარმოდგენები ღია ცის ქვეშ - ვარკეთილი 3, მედიათეკის წინ;
13:00 -18:00 - საბავშვო ბაღების, სკოლის მოსწავლეების, ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები - ვარკეთილი 3, მედიათეკის წინ; 

  • დიდუბის რაიონი
    მუშთაიდის ბაღი

12:00-17:00 - ფერწერული ნამუშევრების გამოფენა; შეიარაღებული ძალების სასულე ორკესტრის და ხელოვნების სკოლების მოსწავლეთა კონცერტი;13:00-16:00 - სოციალური აქციები შშმ პირებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის;

15:00-17:00 - საზეიმო საესტრადო კონცერტი; 

  • ჩუღურეთის რაიონი

08:00-17:00 - ქართული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია, ხილის ფესტივალი ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე;
10:00-17:00 - ფოტო და მხატვრული ნამუშევრების, ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი სუვენირების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა - მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარედ;
12:00-17:00 –თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის `ბიგ-ბენდი~ კონცერტი – `ვარდების ბაღის~ ტერიტორია;
13:00-14:00 - `ბიგ-ბენდი~-ს დარბაზის გახსნა;
13:00-17:00 - შშმ მქონე პირთა ორგანიზაციის "ღვთისშვილთა კავშირის" ახალი პროექტის პრეზენტაცია - მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარედ;
14:30 -15:30 –მე-6 სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა და ქართული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი - `ვარდების ბაღის~ ამფითეატრი;
15:00 -15:30 - სიმძიმის ცალი ხელით აწევაში გინესის მსოფლიო რეკორდის დამყარებისა და დაჯილდოების  ცერემონია -"ვარდების ბაღი";
15:30-16:00 – საბავშვო ვოკალურ-ქორეოგრაფიულ ანსამბლის `გვირილა~ კონცერტი - `ვარდების ბაღის~ ამფითეატრი;
16:00-16:30 – სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის მოსწავლეთა კონცერტი - `ვარდების ბაღის~ ამფითეატრი; 

  • გლდანის რაიონი

12:00-17:00 - ქართული ხალხური და სამეჯლისო ცეკვები, ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა - გლდანის პარკი;
12:00-17:00 – საუბნო ბავშვთა შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი – ავჭალა;
13:00-14:00 - ქართული ჭიდაობის შეჯიბრი, გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია - გლდანის პარკი;
15:00-17:00 - ფოლკორული ანსამბლების ცეკვისა და სიმღერის კონცერტი – მუხიანი; 

  • ნაძალადევის რაიონი
    კიკვიძის ბაღი

11:00- 17:00 – საბავშვო კონცერტები, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები;
12:00 - 18:00 - სოციალური აქციები ;
16:00 – საცირკო სანახაობა; 

 

26 ოქტომბერი 2014 წელი 

  • საბურთალოს რაიონი

11:00-17:00 - საშემოდგომო ბაზრობები – მიცკევიჩის #1/დიდი დიღომი 3 მ/რ;
12:00-17:00  - საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მდებარე 17 საჯარო სკოლის მონაწილეობით გაიმართება მხატვრულ-შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიება და კონცერტი - ვ. გოძიაშვილის სახელობის ბაღი;
13:00-14:00 - ეთნიკური უმცირესობით მჭიდროდ დასახლებული უბნის მაცხოვრებლების მონახულება - ჩირთახანის დასახლება; 

  • ვაკის რაიონი

11:00-17:00 - საშემოდგომო ბაზრობა  - ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ;
12:00-17:00 - სხვადასხვა შემეცნებით - გასართობი ღონისძიებები მოზარდთათვის, სპორტული შეჯიბრებები და სხვა - ვაკის პარკი;
13:00-17:00 - სხვადასხვა საელჩოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, გამოფენები, 100 წელს მიღწეული ადამიანების დაჯილდოება - ვაკის გამგეობის სკვერი;
14:00-17:00 - საბავშვო რაგბის ფესტივალი -ლოკომოტივის სტადიონი; 

  • მთაწმინდის რაიონი
    რესპუბლიკის მოედანი

11:00-18:00 - საბავშვო ღონისძიებები, შშმ პირთა ნაკეთობების გამოფენა, ფოტოგამოფენა;
12:00-15:00 - სამხატვრო აკადემია ` Happy Kids Club" წარმოადგენს აკადემიის მოსწავლეების მხატვრულ ნამუშევრებს და ორი დღის განმავლობაში " თბილისობაზე" მოსულ სტუმრებს ჩაუტარებს მასტერკლასებს: მხატვრობაში, ძერწვასა და თიხაზე მუშაობაში;
13:00-14:00 - მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი `სევილიელი დალაქი~;
13:00-14:00 - საუბნო სპორტული შეჯიბრებები და აქტივობები, დასუფთავების ღონისძიებები;
15:00-17:00 - მუსიკალური პროგამა ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით;
16:00-18:00 – ახალგაზრდა პოეტები და კონცერტი ღია ცის ქვეშ: მუსიკალური ჯგუფი "ურსა" და დავით შანიძე, მუსიკალური ჯგუფი "თსუ არტი" და მარიკო ებრალიძე; 

  • კრწანისის რაიონი
    პუშკინის სკვერიშავთელისქუჩა

12:00-17:00–XIX საუკუნის თბილისი - კოსტუმირებული სანახაობა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად, ფოტოსტენდები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; მხატვრების ნამუშევრების გამოფენა; ფოტოგამოფენა “ერმაკოვის თბილისი”
13:00-17:00 - კლასიკური მუსიკა – კონკასთან
13:00 – 19:00 - კინოთეატრი ღია ცის ქვეშ – პირველი ქართული კინოფირების ჩვენება; 

  • ისნის რაიონი

11:00-13:00  - ავლაბრელი მეთევზეების შეჯიბრი მტკვარზე - მტკვრის სანაპირო;
13:00-15:00 - ქართული ჭიდაობის ტურნირი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში "თბილისის ფალავანი" - ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია; 

  • სამგორის რაიონი

11:00 –18:00 საკოლმეურნეო ბაზრობა - საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა (ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია);
11:00-13:00 - ავტოშოუ - კაიროს ქ. N42;
13:00-15:00  - საჭადრაკო ტურნირი მოზრდილთა და ბავშვებისათვის. პოლიტიკოსებისა და ცნობადი სახეების მილოცვები - ვარკეთილის 3, I მკრ. მედიათეკის მიმდებარე ტერიტორია; 13:00-18:00  - ფოტოგამოფენა "ფოტოგრამმეტრია" - ვარკეთილის 3, I მკრ. მედიათეკის მიმდებარე ტერიტორია;
15:00-18:00 - საესტრადო მუსიკის კონცერტი - ვარკეთილის 3, I მკრ. მედიათეკის მიმდებარე ტერიტორია;  

  • დიდუბის რაიონი

12:00-17:00 - საბავშვო საფეხბურთო ტურნირი - დიღმის მასივი 

  • ჩუღურეთის რაინი 

08:00-17:00 - ქართული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია, ხილის ფესტივალი ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე;
10:00-17:00 - ფოტო და მხატვრული ნამუშევრების, ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი სუვენირების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა - მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარედ;
13:00-17:00 - შშმ მქონე პირთა ორგანიზაციის "ღვთისშვილთა კავშირის" ახალი პროექტის პრეზენტაცია - მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარედ.

  • გლდანის რაიონი

12:00-13:00 - ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა, ხრიდოლი – მუხიანი;
13:00-17:00 - ხელოვნების სკოლების და ბავშვთა შემოქმედებითი ანსამბლების  კონცერტი - მუხიანი;
13:00-17:00 - სასულე ორკესტრის და ფოლკლორული ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი - გლდანის პარკი;
14:00-17:00 - ღონისძიებები – ავჭალა; 

  • ნაძალადევის რაიონი
    კიკვიძის ბაღი

11:00- 17:00 – საბავშვო კონცერტები, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები;
12:00 - 18:00 - სოციალური აქციები;
15:30 – ყველის ფესტივალი;
17:00 –18:00 – ანსამბლი „ლეგენდა“ მედოლე ბავშვების წარმოდგენა, ევროვიზიის გამარჯვებული „ქენდის“ და თემურ ყვითელაშვილის კონცერტი;

 

სიახლე
24 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია  და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი თბილისის მე-9 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრნენ.
პროექტ ,,შემოდგომის ფესტივალი ბაგებში’’ კვირეულის ფარგლებში ბაგა-ბაღის ეზოში წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხე. ბაღის აღსაზრდელებმა თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელი სიმღერები და ლექსები შეასრულეს. მოწვეულმა სტუმრებმა პატარებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფელამუშის  მომზადებასა და ჩურჩხელის ამოვლებაში.
პროექტი ,,შემოდგომის ფესტივალი ბაღებში’’, რომელიც მიზანად ისახავს პატარებისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურისა და ტრადიციების გაცნობას, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში  ჩატარდა. 

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერის დავით ნარმანიას განკარგულებით, 25 და 26 ოქტომბერს,  თბილისის მეტროპოლიტენი და თბილისის „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა ღამის 01.00  საათამდე იმუშავებს. თბილისის „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა 25, 26 და 27 ოქტომბრის 01:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

 

 

სიახლე
24 ოქტომბერი 2014  
 
 

არქიტექტორებთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, კომუნიკაციის გაძლიერების, პროფესიული  იდეებისა და ქალაქის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინიციატივით,  თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე არქიტექტორებს შეხვდნენ.
თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის თქმით,  შეხვედრის მიზანი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და არქიტექტორებს შორის თანამშრომლობის ფორმების გამონახვა იყო.
„ჩვენ მზად ვართ შეიქმნას ურთიერთობისათვის ღია სივრცე, იყოს მაღალი ჩართულობა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, რადგან მნიშვნელოვანი და საინტერესოა მათი ხედვები ქალაქში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
თავის მხრივ, არქიტექტორები მიესალმებიან თბილისის მერიის ინიციატივას და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კომუნიკაციის გაღრმავება დედაქალაქის მთავრობასთან. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე არქიტექტურული კონკურსების გამოცხადება, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი. არქიტექტორები იმედოვნებენ, რომ კომპეტენტური ჟიური  ობიექტურად შეაფასებს კონკურსანტებს.

 

 

სიახლე
16 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერიასა და ,,თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს’’ („თსაუ“) შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და ,,თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის’’ რექტორმა, სოლომონ პავლიაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერია მონაწილეობას მიიღებს ,,თსაუ“-ს მიერ  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხილვაში, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კადრებს საჯარო სამსახურისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რეკომენდაციებს გაუწევს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ,,თსაუ“-ს კურსდამთავრებულებს მუშაობისას არსებული  პრობლემური საკითხების გადაჭრაში, ასევე, უზრუნველყოფს ,,თსაუ“-ს სტუდენტების შეხვედრას თბილისის მერიის შესაბამისი დარგის   სამსახურების თანამშრომლებთან.
თავის მხრივ, „თსაუ“ მონაწილეობას მიიღებს თანამშრომლობის პერიოდში წამოჭრილი საკითხებისა და პრობლემების გადაჭრაში, ხელს შეუწყობს საბაკალავრო და სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს თბილისის მერიასთან  თანამშრომლობაში და სხვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
23 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი, დავით ნარმანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათავო ოფისის წარმომადგენლებს ლინ ო გრედის და კატარინა ბიორლინ ჰანსენს, ასევე EBRD-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  დედაქალაქის საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, დაიწყება სამუშაოები ავტოტრანსპორტის მოძრაობის და საცობების მართვის, ასევე მყარი ნარჩენების და გარე განათების მიმართულებით. ამ  საკითხებთან დაკავშირებით EBRD-თან მუშაობის დასაწყებად, უახლოეს პერიოდში, თანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდება, რის შემდეგაც, ბანკი თავის  კონსულტანტს მოავლენს.
დავით ნარმანიას თქმით, ავტოტრანსპორტის ნაკადებისა და საცობების მართვასთან დაკავშირებით ჩატარდება კვლევა, რის შედეგადაც გამოვლინდება ფაქტობრივი მასალებით დადასტურებული ყველა ძირითადი პრობლემა. გარდა ამისა, კვლევის საფუძველზე დადგინდება, რამდენად ოპტიმალურად არის მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა განაწილებული. მისივე თქმით, ჩატარდება ასევე მეტროპოლიტენსა და მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მდგომარეობის კვლევა, რის შემდეგაც, ბანკი გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს და გამოყოფს დაფინანსებას.
რაც შეეხება მყარი ნარჩენების მართვის სფეროს, დავით ნარმანიას თქმით, შეფასდება ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა, რის შემდეგაც, დაინტერესებული ინვესტორი კომპანიებისთვის წინადადებები მომზადდება. გარდა ამისა, შეფასდება მოძველებული გარე განათების სისტემა, რომელიც სამომავლოდ თანამედროვე განათებით და სადენებით შეიცვლება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
16 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი, დავით ნარმანია დღეს, დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ლორდ-მერს, ალისტაირ ვატსონს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობაზე,  მათ შორის,  საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასა და ადგილობრივ საწარმოებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე ურბანული საკითხები. კერძოდ, საუბარი ტრანსპორტის სფეროში სამომავლო თანამშრომლობას, ასევე, ნარჩენების მართვის საკითხებს შეეხო.
აღინიშნა, რომ ბრისტოლსა და თბილისს შორის 25 წლიანი ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, საინტერესოა ბრისტოლის გამოცდილების გაზიარება კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის და ქალაქის დაგეგმარების მიმართულებით.
„ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომელობასთან დაკავშირებით. 25 წლიანი მეგობრობის გამოცდილება და ისტორია, რაც ჩვენ გვაქვს, უნდა გავაფართოვოთ და განვავითაროთ. ჩვენი ყველაზე უმთავრესი ინტერესი ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთობების გააქტიურებაა“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბრისტოლის ლორდ-მერის განცხადებით, თბილისის მერთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.
„ეს  ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა იყო. საუბარი შეეხო მრავალ საკითხს. განვიხილეთ საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობები ბიზნესის კუთხით. აღსანიშნავია, რომ თბილისსა და ბრისტოლს  დაძმობილების ფარგლებში მუშაობის ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვთ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ორ ქალაქს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, _ განაცხადა ალისტაირ ვატსონმა.
შეხვედრაზე ბრისტოლის დელეგაციაში ლორდ მერთან ერთად იმყოფებოდნენ ბრისტოლის ლორდ-მერის მეუღლე, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის და ბრისტოლის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი, ასევე თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის, სოციალური, არქიტექტურისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების უფროსები.
ბრისტოლის დელეგაცია თბილისში რამდენიმე დღე დარჩება. დელეგაციის წევრები „თბილისობის“ დღესასწაულში მიიღებენ მონაწილეობას. 

 

სიახლე
23 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, 557 თბილისელი შეხვდა.
აქედან, რაიონის გამგებლებმა 352 მოქალაქეს, მერიაში კი 205 თბილისელს მოუსმინეს.  მოქალაქეთა მიღება არ გაუმართავს თბილისის მერს დავით ნარმანიას. ის ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. თბილისის მერი მოქალაქეებს მომდევნო ორშაბათს შეხვდება.
სულ, 11 აგვისტოდან  13 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერმა, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა  6 099 ადამიანი მიიღეს. აქედან, დედაქალაქის მერი 265 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

სიახლე
13 ოქტომბერი 2014  
 
 

საიუბილეო 35-ე "თბილისობა" წელს სხვადასხვა, მრავალფეროვანი პროგრამით ქალაქის ათივე რაიონში და ტრადიციულად ძველ თბილისში საზეიმოდ აღინიშნება. თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ პირადად მიიღონ სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა.

სიახლე
23 ოქტომბერი 2014  
 
 

მთაწმინდის მიმდებარე დასახლებების თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გზა შინდისიდან კრწანისის მიმართულებით აშენდება. ამ სოფლების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ, წყნეთიდან, კიკეთიდან, კოჯრიდან, შინდისიდან, წავკისიდან, ტაბახმელიდან და სხვა დასახლებებიდან თბილისისკენ მომავალმა სატრანსპორტო ნაკადმა მაქსიმალურად დატვირთა სოლოლაკის ისედაც ვიწრო და გადამჭიდროვებული ქუჩები. სატრანსპორტო მოძრაობის ნაკადების გაზრდის გამო, სოლოლაკის ქუჩები ზენორმატიულ გადატვირთვებს განიცდის, რაც საფრთხეს უქმნის ისტორიულ განაშენიანებას. ამასთან, პრობლემები შეექმნა მოქალაქეთა კომფორტულ და დროულ გადაადგილებასაც.
მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულების გაჩენა, რომელიც დღეს არსებულ პრობლემებს დღის წესრიგიდან მოხსნის. შესაბამისად, გადაწყდა, რომ შინდისიდან კრწანისის მიმართულებით მოეწყოს ახალი გზა, რაც მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას შექმნის.
არჩეული მიმართულება - შინდისი-კრწანისი - წარმოადგენს გრუნტის არსებულ გზას, რომლის გაფართოვება-კეთილმოწყობით მოხდება ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის გადანაწილება. გზა შინდისიდან დაიწყება, გაივლის კრწანისს და შეუერთდება დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს.
ამ ეტაპზე თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებმა საპროექტო მოსამზადებელ დოკუმენტაციაზე მუშაობა, პრაქტიკულად, დაასრულეს. წინადადება წარედგინება თბილისის საკრებულოს, რის შემდეგაც გზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნული გზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება.

 

 

 

სიახლე
8 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ტრადიციულ ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებულ ბიზნესმენთა დაჯილდოების XV საიუბილეო ცერემონიას დაესწრო.
„დღევანდელი დაჯილდოება დასტურია იმისა, თუ რატომ უნდა ვიყოთ ყველა ერთად. იმისთვის, რომ ბიზნესი, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა, იწვალა, სახელმწიფოს მისი კუთვნილი გადასახადი გადაუხადა, ხალხი დაასაქმა, სოციალურად დაუცველებს  გვერდით დაუდგა, ნამდვილად ღირსია იმისა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც, ამ ფორმატით შევიკრიბოთ და თბილი სიტყვა ვუთხრათ. მიხარია, რომ კონტიგენტი იზრდება, ფართოვდება, რაც დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ დაჯილდოების ცერემონიაზე.
პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა,  ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის მხარდაჭერა, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების დაახლოება და ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და სხვა.
ცერემონია “ფუნიკულიორის კომპლექსის წვეულებათა დარბაზში” გაიმართა.

 

 

 

სიახლე
22 ოქტომბერი 2014  
 
 

 დღეს თბილისის მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამართეს შოუ, რომელშიც საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძეც მონაწილეობდა.
ძალიან სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან აირჩია სრულიად გაუმართლებელი, პოპულისტური და არასაქმიანი მიდგომა თბილისის მთავრობის სხდომაზე მოსახვედრად. მთავრობის სხდომაზე საკითხების დაყენებას თავისი წესები და პროცედურები აქვს, რაც მას არ გაუვლია.
მიუხედავად ამისა, თბილისის მერი აპირებდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ მიეცა მისთვის შესაძლებლობა, თბილისის მთავრობის წევრებს შეხვედროდა და ესაუბრა იმ საკითხზე, რისთვისაც მერიაში იყო მოსული.
სამწუხაროდ, ბატონი აბესაძე მერიის შენობასთან სხდომის დაწყების წინ 15 წუთით მოვიდა და უკანვე გაბრუნდა. მისი ეს ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას რეალურად არა საკითხის დაყენება თუ მისი გადაწყვეტა აინტერესებს, არამედ დგამს შოუს, არ აინტერესებს იმ ე.წ. უკანონოდ გათავისუფლებულთა ბედი და მათით მანიპულირებს.
რაც შეეხება ატესტაციის გადავადებას იმ მიზეზით, რომ გათავისუფლებულთა ძალიან მცირე ნაწილმა სასამართლოს მიმართა და მერია მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს, ნამდვილად ვერ გავიზიარებთ. ატესტაციის ჩატარების ვადებს გვიდგენს კანონმდებლობა და ჩვენ კანონს ვერ და არ დავარღვევთ. ამასთან, როგორც ჩანს, აბესაძემ არ იცის, რომ იმ ადამიანთაგან, ვისაც სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, თუ სასამართლო რომელიმე მათგანზე მიიღებს სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილებას, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მოგვიწევს დავემორჩილოთ კანონს.
რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, რომ მერიიდან ან მისი სტრუქტურული ერთეულებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არის სიცრუე. იმ მოხელეთაგან, ვინც მერიაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამდე მუშაობდა,  95% ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას. ამიტომ გათავისუფლების ცალკეული შემთხვევები პოლიტიკურ დისკრიმინაციასთან არანაირ კავშირში არ არის. მათი ნაწილი პირადი განცხადების საფუძველზე, ნაწილი კი ადმინისტრაციული დარღვევების გამო გათავისუფლდა.

 

 

 

 

 

 

სიახლე
8 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ირანის ელჩს საქართველოში აბას თალები ფარის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო. ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე  ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გარღმავებით არის დაინტერესებული. საუბარი შეეხო თეირანისა და თბილისის მერიებსა და თბილისის საკრებულოსა და თეირანის ისლამურ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე დაინტერესებულია ასევე საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით. მისივე თქმით, ირანელი ბიზნესმენები განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავენ თბილისში ამორტიზებული შენობების რეაბილიტაციის მიმართულებით. აბას თალები ფარიმ დავით ნარმანიას თბილისში ირანული კულტურის ცენტრის აშენების იდეა გააცნო, სადაც ქართველი ირანისტები დასაქმდებიან, რაშიც თბილისის მერმა ელჩს მხარდაჭერა აღუთქვა.
ირანელმა დიპლომატმა დავით ნარმანიას თეირანის მერის მიწვევა გადასცა.
თბილისის მერმა ირანულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ მზად არის ვიზიტით ჩავიდეს თეირანში და შესაძლოა ეს ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განხორციელდეს.

 

 

 

 

სიახლე
7 ოქტომბერი 2014  
 
 

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისს უცხოელ სტუმრებთან ერთად, დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ლორდ-მერი ალისტაირ ვატსონი ეწვევა.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბრისტოლის ლორდ-მერი თბილისობის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, „თბილისობაზე“ დედაქალაქი 30-ზე მეტ უცხოელ სტუმარს უმასპინძლებს.
„თბილისობა - 2014“  საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება და ქალაქის ათივე რაიონის სხვადასხვა უბანში გაიშლება. ჩატარდება ღვინის ფესტივალი, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ქართული რეწვის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვები, ფოლკლორული ანსამბლების და თანამედროვე შემსრულებელთა კონცერტები, სპექტაკლები და სხვა.
„წელს პირველად, ჩემი ინიციატივით, შემოვიღეთ „თბილისზე მზრუნველის“ წოდება. არიან ადამიანები, რომლებსაც დედაქალაქზე გული შესტკივათ  და  ბევრ რამეს უსასყიდლოდ აკეთებენ. ასეთი ადამიანების შრომამ ფუჭად არ უნდა ჩაიაროს. ამიტომ, ჩვენ 10-ზე მეტ ადამიანს მივანიჭებთ „თბილისზე მზრუნველის“ წოდებას. ტრადიციულად, გაიმართება საპატიო თბილისელების  დაჯილდოება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, თბილისობის ფარგლებში  დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია სატელევიზიო რგოლების მეშვეობით მიეწოდება. დედაქალაქის მერმა თბილისელებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ „თბილისობა 2014“-ში.

 

 

 

 

 

სიახლე
22 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის  მერს, მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, 593 თბილისელი შეხვდა. აქედან, რაიონის გამგებლებმა 368 მოქალაქეს, მერიაში კი 225 თბილისელს მოუსმინეს.  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პირადად 25 მოქალაქე მიიღო.
სულ, 11 აგვისტოდან  6 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერმა, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა  5 542  ადამიანი მიიღეს. აქედან, დედაქალაქის მერი 265 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

 

 

 

 

სიახლე
6 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს, მათ შორის, საქართველო-ისრაელის ბიზნეს-ფორუმს გამოეხმაურა.
თბილისის მერის თქმით, ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის აღსანიშნად,  ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველო ისრაელიდან საკმაოდ მნიშვნელოვან დელეგაციას მასპინძლობდა.  ჩატარდა კულტურული ღონისძიებები, ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც თბილისის მერია აქტიურად იყო ჩართული.
მისივე თქმით, დაინტერესებულმა ბიზნეს ჯგუფებმა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოთქვეს. საუბარია კონკრეტულ პროექტებზე, მათ შორისაა ორი სასტუმროს, ორი გადამამუშავებელი ინდუსტრიის და ერთი მაღალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტი.

 

სიახლე
22 ოქტომბერი 2014  
 
 

22 ოქტომბერს თბილისს დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ლორდ მერი ალისტაირ ვატსონი დელეგაციასთან ერთად  ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ტრანსპორტის, ტურიზმის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროების, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
თბილისში   დაგეგმილი ვიზიტის დეტალებზე დღეს  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა ისაუბრეს.
დიდი ბრიტანეთის ელჩის თქმით,  თბილისის მერთან შეხვედრაზე  მხარეები განიხილავენ ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორში, ასევე  გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს.  დაგეგმილია შეხვედრები თბილისის განვითარების ფონდის, ქალაქის არქიტექტურის, ტრანსპორტის და სხვა სამსახურების ხელმძღვანელებთან, ბიზნეს წრეებთან.
„აღსანიშნავია, რომ ქალაქი ბრისტოლი 2015 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქად გამოცხადდა. შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორისაა ქალაქის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხები. ქალაქ ბრისტოლის ამჟამინდელი მერი  პროფესიით არქიტექტორია და როგორც ჩემთვის ცნობილია, თბილისის მერი ქალაქის დაგეგმარების საკითხით განსაკუთრებულად არის დაინტერესებული“ - განაცხადა ელჩმა.  მისივე თქმით, ბრისტონის დელეგაციის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ ბრიტანეთის საელჩო გამოეხმაუროს დიპლომატიურ კორპუსთან და დონორ ორგანიზაციებთან 2 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ბრისტოლის მერის  ვიზიტი ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების დასტურია. „ბრისტოლის დელეგაცია ჩვენ გაგვაცნობს გამოცდილებას ქალაქდაგეგმარების, გამწვანების და რეკრეაციული ზონების განვითარების თვალსაზრისით, ასევე იქნება საუბარი შშმ პირებისთვის საჯარო სივრცეების ადაპტაციის საკითხებზე. გასულ წელს ბრისტოლმა ევროპის მწვანე ქალაქის სტატუსი მიიღო. ჩვენთვის საინტერესოა ამ კუთხით მათი  გამოცდილების გაზიარება როგორც თეორული, ისე  პრაქტიკული კუთხით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა  ბრისტოლის ლორდ მერი და დელეგაცია თბილისობის ღონისძიებებზე მიიწვია.
ბრისტოლი თბილისთან დაძმობილებული ქალაქია 1988 წლიდან.

 

 

სიახლე
3 ოქტომბერი 2014  
 
იხილეთ მეტი