ცხელი ხაზი 272 22 22
07:02 01/11/2014
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 

ნაძალადევის გამგებელი, ზაზა გაბუნია ასკურავას №1-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და 69 ოჯახს გაზიფიკაციის პროცესის დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადასცა. საგარანტიო წერილების საფუძველზე, კომპანია „ყაზტრანსგაზი“ ასკურავას ქ. №1-ში გაზიფიკაციისათვის საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს დაიწყებს.
როგორც ნაძალადევის რაიონის გამგებელმა განაცხადა,  რაიონში რამდენიმე კომპაქტური ჩასახლებაა, სადაც მოსახლეობა ბუნებრივი აირით ვერ სარგებლობს. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა ზამთრის სეზონს ბუნებრივი აირით შეხვდეს.

სიახლე
31 ოქტომბერი 2014  
 
 

დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია მერიის სოციალური საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლის, ვასილ ბექაურისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლის, კახა გავაშელის ნასამართლეობასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული პარტია მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. მათ მიერ ამჯერადაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, არც ერთი ეს თანამშრომელი „არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება“.

 

 

 

 

სიახლე
30 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის  სხდომა გაიმართა, სადაც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას ანგარიში მოისმინეს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ვრცლად ისაუბრა სააგენტოს მიერ გაწეულ სამუშაოებსა და განსახორციელებელ პროექტებზე. მათ შორისაა ბაგა-ბაღებში აუთვისებელი ფართის მოძიება და დამატებითი ჯგუფების შექმნა, დახურული ბაღების აღდგენა და ახალი ბაღების მშენებლობა, ზამთრის სეზონისთვის ცენტრალური გათბობის სისტემის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბაღების ინვენტარიზაცია, საბავშო ბაღებში კვებითი მონიტორინგისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფისათვის მონიტორინგის სამსახურის შექმნა და სხვა. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის თქმით, კომისიამ დეტალურად შეისწავლა ბაგ-ბაღებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელობას მოსაგვარებლად დახვდა. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ განხორციელდა ბაგა-ბაღების დეპოლიტიზაცია. მისივე თქმით, წლების განმავლობაში ბაგა-ბაღებს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე კადრების თვალსაზრისით სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის  იყენებდნენ.
კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  საკითხების სიმრავლიდან გამომდინარე, მომდევნო კვირისთვის დაიგეგმა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიასთან  ერთად ბაგა-ბაღებში ეპიდემიების პრევენციის, კვებითი და სანიტარული საფრთხეების საკითხებზე იმსჯელებენ.

სიახლე
30 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი, დავით ნარმანია ავსტრიის არარეზიდენტ ელჩს, (რეზიდენციით ბაქოში) სილვია მეიერ-კაჯბიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქართულ მხარეს სურს, მუნიციპალური მენეჯმენტის სფეროში ავსტრიის გამოცდილება გაიზიაროს.
გადაწყდა, რომ მომზადდება საინვესტიციო პროექტები, რომელიც ავსტრიის მხარეს გადაეგზავნება. თავის მხრივ, ავსტრია ქართულ მხარეს დაინტერესებული ინვესტორების მოძიებაში დაეხმარება.

 

 

 

სიახლე
28 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო „ჯაიკას“ (JICA) აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კაე იანაგისავას და იაპონურ დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში იაპონური კომპანიების წარმომადგენლებიც იყვნენ.
შეხვედრაზე სააგენტოსთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, კერძოდ, მუნიციპალური სერვისის გაუმჯობესების კუთხით იაპონური გამოცდილების გაზიარებასა და  ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე კულტურის სფეროში შესაძლო გაცვლით პროგრამებს.
თბილისის მერი „ჯაიკას“ მიმდინარე პროექტებით დაინტერესდა. დავით ნარმანიას თქმით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება დედაქალაქში ინფრასტრუქტურის,  ურბანული ტრანსპორტის და ნარჩენების გადამუშავების კუთხით არსებული პრობლემების მოწესრიგების თვალსაზრისით. მისივე თქმით, მზადდება საინვესტიციო წინადადებები, რათა დაინტერესების შემთხვევაში საქართველოში იაპონელი ინვესტორები შემოვიდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ დედაქალაქის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, საქართველო-იაპონიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნანა ყეინიშვილი.

 

სიახლე
30 ოქტომბერი 2014  
 
 

201-ე საბავშვო ბაღში დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის  სააგენტოსა და ”თბილსერვის ჯგუფის” დასუფთავების ერთობლივი აქცია - ,,სუფთა გარემო ბავშვებს’’ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საბავშვო ბაღის მიმდებარე ტორიტორია სამშენებლო და საკვები პროდუქტების ნარჩენებისგან ბაგა-ბაღის თანამშრომლებთან ერთად დაასუფთავეს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ”თბილსერვის ჯგუფის” პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბაღის აღსაზრდელების მაქსიმალურ სუფთა გარემოში ყოფნას.
”ჩვენი მიზანია ბავშვები მაქსიმალურად სუფთა გარემოში გვყავდეს. მსგავსი ერთობლივი ღონისძიებებით კი შედეგს ნამდვილად მივაღწევთ. აქცია არ იქნება ერჯერადი, ბაგა-ბაღების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება სისტემურ სახეს მიიღეს” - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

 

 

 

 

 

სიახლე
18 ოქტომბერი 2014  
 
 

ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილისა და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ჩუღურეთის  რაიონში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემატიკა განიხილეს და მათი ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრისათვის საჭირო ღონისძიებები დაგეგმეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები დევნილებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი პრობლემები პირადად გააცნეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.
„ჩუღურეთის რაიონში არის 23 კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტი, სადაც 1 140  დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ჩვენ, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად, ვგეგმავთ მათ წინაშე არსებული პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრას. ვაპირებთ მოვუგვაროთ, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემები“ -  განაცხადა ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ. ჩუღურეთის  რაიონში კომპაქტურად ჩასახლებული  დევნილების დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ. “ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. გავცვალეთ ინფორმაციები და დავგეგმეთ მთელი რიგი ღონისძიებები, რასაც თანდათანობით იგრძნობს  ჩვენი დევნილი მოსახლეობა,“- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
გამგეობაში გამართულ შეხვედრას ორივე უწყების შესაბამისი დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სიახლე
29 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია  და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი თბილისის მე-9 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრნენ.
პროექტ ,,შემოდგომის ფესტივალი ბაგებში’’ კვირეულის ფარგლებში ბაგა-ბაღის ეზოში წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხე. ბაღის აღსაზრდელებმა თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელი სიმღერები და ლექსები შეასრულეს. მოწვეულმა სტუმრებმა პატარებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფელამუშის  მომზადებასა და ჩურჩხელის ამოვლებაში.
პროექტი ,,შემოდგომის ფესტივალი ბაღებში’’, რომელიც მიზანად ისახავს პატარებისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურისა და ტრადიციების გაცნობას, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში  ჩატარდა. 

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია თურქული კომპანია „ანადოლუ ისუზუ გრუპის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსხურის უფროსი, ირაკლი ბერეკაშვილი ესწრებოდა. შეხვედრაზე საუბარი ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას შეეხო.
თბილისის მერის განცხადებით, კომპანია „ისუზუმ“ და თურქული „ანადოლუ ჯგუფის“ კონსორციუმმა საქართველოში ფარავანჰესი ააშენა. ამჯერად, კომპანია თბილისში სხვადასხვა პროექტების განხორციელებით დაინტერესდა. კერძოდ, ანადოლუ ისუზუ გრუპი“, რომელიც მუნიციპალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსაც აწარმოებს, თბილისში საკუთარი პროდუქციის გაყიდვით დაინტერესდა. 

სიახლე
29 ოქტომბერი 2014  
 
 

არქიტექტორებთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, კომუნიკაციის გაძლიერების, პროფესიული  იდეებისა და ქალაქის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინიციატივით,  თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე არქიტექტორებს შეხვდნენ.
თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის თქმით,  შეხვედრის მიზანი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და არქიტექტორებს შორის თანამშრომლობის ფორმების გამონახვა იყო.
„ჩვენ მზად ვართ შეიქმნას ურთიერთობისათვის ღია სივრცე, იყოს მაღალი ჩართულობა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, რადგან მნიშვნელოვანი და საინტერესოა მათი ხედვები ქალაქში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
თავის მხრივ, არქიტექტორები მიესალმებიან თბილისის მერიის ინიციატივას და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კომუნიკაციის გაღრმავება დედაქალაქის მთავრობასთან. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე არქიტექტურული კონკურსების გამოცხადება, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი. არქიტექტორები იმედოვნებენ, რომ კომპეტენტური ჟიური  ობიექტურად შეაფასებს კონკურსანტებს.

 

 

სიახლე
16 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს - "საქართველო - რეგიონული ცენტრი და აზიის დამაკავშირებელი ევროპასთან" დაესწრო. სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
ორდღიანი ფორუმის მიზანია, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა აზიის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებისთვის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე რეგიონში ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების მაქსიმალური ხელშეწყობა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში აქტიურად მუშაობს. „ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება მეტროსადგურ ვაჟა ფშაველას და თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტები, რომელიც გუშინ ბანკის პრეზიდენტთან ვენჩაი ჟანგთან ერთად მოვინახულეთ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ახალი საჭიროებები დედაქალაქში მდგრადი, ურბანული, ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით და ვისაუბრეთ ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობაზე“ - განცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ საინვესტიციო ფორუმზე  დაინტერესებულ ბიზნესმენებს საკუთარი პროექტების საჭიროების და ინტერესების გამოხატვის დაფიქსირების შესაძლებლობა ეძლევათ.
ფორუმი ეკონომიკის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის ინიციატივით იმართება. ღონისძიების პარტნიორები მეწარმეობის განვითარების სააგენტო და საკონსულტაციო კომპანია PMCG (POLICY AND MANAGEMENT CONSULTING GROUP) არიან. ფორუმის ერთ-ერთი სპონსორია ასევე მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ღონისძიების მხარდამჭერი არიან "რაკია საქართველო" და "სილქ როუდ გრუპი".
ფორუმზე მიწვეულია 100-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან. ქართული მხრიდან ფორუმს ესწრება 200-ზე მეტი პირი კერძო და საჯარო სტრუქტურებიდან.

 

 

 

 

სიახლე
29 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი, დავით ნარმანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათავო ოფისის წარმომადგენლებს ლინ ო გრედის და კატარინა ბიორლინ ჰანსენს, ასევე EBRD-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  დედაქალაქის საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, დაიწყება სამუშაოები ავტოტრანსპორტის მოძრაობის და საცობების მართვის, ასევე მყარი ნარჩენების და გარე განათების მიმართულებით. ამ  საკითხებთან დაკავშირებით EBRD-თან მუშაობის დასაწყებად, უახლოეს პერიოდში, თანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდება, რის შემდეგაც, ბანკი თავის  კონსულტანტს მოავლენს.
დავით ნარმანიას თქმით, ავტოტრანსპორტის ნაკადებისა და საცობების მართვასთან დაკავშირებით ჩატარდება კვლევა, რის შედეგადაც გამოვლინდება ფაქტობრივი მასალებით დადასტურებული ყველა ძირითადი პრობლემა. გარდა ამისა, კვლევის საფუძველზე დადგინდება, რამდენად ოპტიმალურად არის მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა განაწილებული. მისივე თქმით, ჩატარდება ასევე მეტროპოლიტენსა და მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მდგომარეობის კვლევა, რის შემდეგაც, ბანკი გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს და გამოყოფს დაფინანსებას.
რაც შეეხება მყარი ნარჩენების მართვის სფეროს, დავით ნარმანიას თქმით, შეფასდება ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა, რის შემდეგაც, დაინტერესებული ინვესტორი კომპანიებისთვის წინადადებები მომზადდება. გარდა ამისა, შეფასდება მოძველებული გარე განათების სისტემა, რომელიც სამომავლოდ თანამედროვე განათებით და სადენებით შეიცვლება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
16 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი, დავით ნარმანია გერმანიის ბუნდესტაგის წევრს ტომას ფაისტს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე ესწრებოდა, პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია პროფესიული სწავლების ხელშეწყობა მუნიციპალური სერვისების მიწოდების კუთხით. როგორც გერმანელმა სტუმარმა აღნიშნა, საკითხის  შესწავლის შემდეგ, გერმანული მხარე ქართულს პროფესიული კადრების მომზადებაში დაეხმარება 

სიახლე
28 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, 557 თბილისელი შეხვდა.
აქედან, რაიონის გამგებლებმა 352 მოქალაქეს, მერიაში კი 205 თბილისელს მოუსმინეს.  მოქალაქეთა მიღება არ გაუმართავს თბილისის მერს დავით ნარმანიას. ის ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. თბილისის მერი მოქალაქეებს მომდევნო ორშაბათს შეხვდება.
სულ, 11 აგვისტოდან  13 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერმა, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა  6 099 ადამიანი მიიღეს. აქედან, დედაქალაქის მერი 265 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

სიახლე
13 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. დღეს სამშენებლო სამუშაოები დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ ვენჩაი ჟანგისთან ერთად დაათვალიერეს. ხელმძღვანელი პირები პროექტზე დასაქმებულებს გაესაუბრნენ და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც თბილისისთვის, ისე რუსთავისთვის, რადგან ამ მონაკვეთზე ყველაზე გადატვირთული მოძრაობაა, შესაბამისად, გზის სივიწროვის გამო, ყველაზე მაღალი იყო ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის გაკეთების შემდეგ კი  ავარიები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. გარდა ამისა, შემცირდება გზის დაფარვის დრო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ამაშუკელის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 88 761 128,95  ლარია. ამაშუკელის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარე წლის  22 აპრილს დაიწყო. კონტრაქტის ვადა 17 თვეა. სამუშაოებზე 250-მდე ადამიანია  დასაქმებული, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობა.
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი პროექტის მიმდინარეობით კმაყოფილია. „ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც ვნახე. სამუშაოებში დიდი პროგრესია, დაგვიანება არ შეინიშნება და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. პროექტის ხარისხი და დრო, დაგეგმილის შესაბამისი უნდა იყოს“ - განაცხადა ვენჩაი ჟანგიმ.
ამჟამად პროექტის ფარგლებში მიწის, რკინა-ბეტონის ხიდებისა და სხვა საჭირო ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტს აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს. საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.
საპროექტო ავტომაგისტრალის სიგრძე საორიენტაციოდ 17,4 კილომეტრია. ტრასის სირთულის გათვალისწინებით, საპროექტო ტრასა და შესაბამისად, საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად არის დაყოფილი: პირველი მონაკვეთი - საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან რესტორან „მარაბდამდე“ - სიგრძით 4 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 6-ზოლიანია, თითოეულის სიგანე - 3,5 მეტრი, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. გზის ორივე მხარეს ეწყობა ტროტუარები, სიგანით 2,5-3,0 მეტრი. გზის სამოსი ასფალტო-ბეტონისაა. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი;
მეორე მონაკვეთი - ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა - საორიენტაციო სიგრძით 6,8 კილომეტრი. ამ მონაკვეთზე იგეგმება  მდ. მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეული ზოლის სიგანე - 3 ,75 მეტრი. გზის სამოსი ასფალტო-ბეტონისაა. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება სატრანსპორტო კვანძები, ორი მიწისქვეშა, ოთხი სატრანსპორტო ხიდი და ოთხი საფეხმავლო ხიდი;
მესამე მონაკვეთი-ფონიჭალის დასახლების გასავლელთან მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურიდან რუსთავის ავტობაზრობამდე - სიგრძით 6,6 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეულის სიგანე 3,75 მეტრია, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. ტროტუარები გათვალისწინებული არ არის. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი.
რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, მისი დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და აზიის განვითარების ბანკშია გადაგზავნილი. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო ტენდერი ცალკე გამოცხადდება.

 

სიახლე
28 ოქტომბერი 2014  
 
 

მთაწმინდის მიმდებარე დასახლებების თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გზა შინდისიდან კრწანისის მიმართულებით აშენდება. ამ სოფლების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ, წყნეთიდან, კიკეთიდან, კოჯრიდან, შინდისიდან, წავკისიდან, ტაბახმელიდან და სხვა დასახლებებიდან თბილისისკენ მომავალმა სატრანსპორტო ნაკადმა მაქსიმალურად დატვირთა სოლოლაკის ისედაც ვიწრო და გადამჭიდროვებული ქუჩები. სატრანსპორტო მოძრაობის ნაკადების გაზრდის გამო, სოლოლაკის ქუჩები ზენორმატიულ გადატვირთვებს განიცდის, რაც საფრთხეს უქმნის ისტორიულ განაშენიანებას. ამასთან, პრობლემები შეექმნა მოქალაქეთა კომფორტულ და დროულ გადაადგილებასაც.
მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულების გაჩენა, რომელიც დღეს არსებულ პრობლემებს დღის წესრიგიდან მოხსნის. შესაბამისად, გადაწყდა, რომ შინდისიდან კრწანისის მიმართულებით მოეწყოს ახალი გზა, რაც მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას შექმნის.
არჩეული მიმართულება - შინდისი-კრწანისი - წარმოადგენს გრუნტის არსებულ გზას, რომლის გაფართოვება-კეთილმოწყობით მოხდება ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის გადანაწილება. გზა შინდისიდან დაიწყება, გაივლის კრწანისს და შეუერთდება დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს.
ამ ეტაპზე თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებმა საპროექტო მოსამზადებელ დოკუმენტაციაზე მუშაობა, პრაქტიკულად, დაასრულეს. წინადადება წარედგინება თბილისის საკრებულოს, რის შემდეგაც გზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნული გზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება.

 

 

 

სიახლე
8 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იუე ბინს შეხვდა. შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი, ალექსანდრე მარგიშვილი და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი ბერეკაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებს შეეხო. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ჩინური კომპანიები თბილისში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში არიან ჩართულნი და აქედან გამომდინარე, თბილისის მერიას ჩინეთის საელჩოსთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.
დავით ნარმანიას განცხადებით, ნოემბერში თბილისის მერიის დელეგაცია ჩინეთში, დამეგობრებულ ქალაქ გუანჯოუში გაემგზავრება, სადაც კონკრეტული საინვესტიციო პროექტები განიხილება. ქართული მხარე ჩინელი ინვესტორებისთვის საინვესტიციო პროექტებს მოამზადებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
28 ოქტომბერი 2014  
 
 

 დღეს თბილისის მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამართეს შოუ, რომელშიც საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძეც მონაწილეობდა.
ძალიან სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან აირჩია სრულიად გაუმართლებელი, პოპულისტური და არასაქმიანი მიდგომა თბილისის მთავრობის სხდომაზე მოსახვედრად. მთავრობის სხდომაზე საკითხების დაყენებას თავისი წესები და პროცედურები აქვს, რაც მას არ გაუვლია.
მიუხედავად ამისა, თბილისის მერი აპირებდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ მიეცა მისთვის შესაძლებლობა, თბილისის მთავრობის წევრებს შეხვედროდა და ესაუბრა იმ საკითხზე, რისთვისაც მერიაში იყო მოსული.
სამწუხაროდ, ბატონი აბესაძე მერიის შენობასთან სხდომის დაწყების წინ 15 წუთით მოვიდა და უკანვე გაბრუნდა. მისი ეს ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას რეალურად არა საკითხის დაყენება თუ მისი გადაწყვეტა აინტერესებს, არამედ დგამს შოუს, არ აინტერესებს იმ ე.წ. უკანონოდ გათავისუფლებულთა ბედი და მათით მანიპულირებს.
რაც შეეხება ატესტაციის გადავადებას იმ მიზეზით, რომ გათავისუფლებულთა ძალიან მცირე ნაწილმა სასამართლოს მიმართა და მერია მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს, ნამდვილად ვერ გავიზიარებთ. ატესტაციის ჩატარების ვადებს გვიდგენს კანონმდებლობა და ჩვენ კანონს ვერ და არ დავარღვევთ. ამასთან, როგორც ჩანს, აბესაძემ არ იცის, რომ იმ ადამიანთაგან, ვისაც სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, თუ სასამართლო რომელიმე მათგანზე მიიღებს სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილებას, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მოგვიწევს დავემორჩილოთ კანონს.
რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, რომ მერიიდან ან მისი სტრუქტურული ერთეულებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არის სიცრუე. იმ მოხელეთაგან, ვინც მერიაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამდე მუშაობდა,  95% ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას. ამიტომ გათავისუფლების ცალკეული შემთხვევები პოლიტიკურ დისკრიმინაციასთან არანაირ კავშირში არ არის. მათი ნაწილი პირადი განცხადების საფუძველზე, ნაწილი კი ადმინისტრაციული დარღვევების გამო გათავისუფლდა.

 

 

 

 

 

 

სიახლე
8 ოქტომბერი 2014  
 
იხილეთ მეტი