04:04     11/07/2014   Tbilisi.gov.ge
   
 
 

დედაქალაქის მთავრობის დადგენილებით, 21 ივნისიდან თბილისის საქალაქო მუნიციპალური სატრანსპორტო მომსახურება საზაფხულო რაოდენობებზე გადავიდა. მთლიანი მინიმალური გასვლა გათვალისწინებულია 396 ერთეულით. გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის ნაწილი დედაქალაქში რჩება, ზოგიერთ მატშრუტებზე რაოდენობებში განხორციელდა კორექტირება და ბოლო 2 წელია თბილისში დაგეგმილზე მეტი მოძრაობს. ამჟამად მოსახლეობის გადაადგილებას ემსახურება 481 ერთეული. ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში, საგამოცდო ცენტრებში მიმსვლელთა დროული გადაადგილების მიზნით, ცენტრების მიმართულებით მოძრავ მარშრუტებს 30 ავტობუსი დაემატა. 16 ივლისიდან მითითებულ რაოდენობას დააკლდება 30 ავტობუსი და ქალაქის მასტაბით 451 ერთეული იმოძრავებს. 
მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ განრიგს 16 სექტემბერს დაუბრუნდება.

სიახლე
8 ივლისი 2014  
 
 

28 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით,  ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოებისა და გამწევი ბაგირის შეცვლასთან დაკავშირებით, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა დროებით შეწყვეტს მუშაობას. რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო 2012 წლიდან ემსახურება თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს. გახსნის დღიდან დღემდე საბაგირო 1 298 124 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნული გეგმიური სამუშაოების განხორიცელებაც სწორედ მგზავრების უსაფრთხო და კომფოტული გადაადგილებისთვის ხორციელდება.

სიახლე
27 აპრილი 2014  
 
 

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში თბილისის კულტურის დღე გაიმართა. კულტურულ ღონისძიებებს ვენის შპიტელბერგის თეატრმა უმასპინძლა, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ თითების თეატრის წარმოდგენა ენახათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და გაცნობოდნენ ქართულ, ნაციონალურ კოსტიუმებს. იმავე საღამოს ქართული პოლიფონიური მუსიკისა და ქართველი ჯაზმენების კონცერტი გაიმართა. ვენაში თბილისის კულტურის დღის ფარგლებში, გამართულ ღონისძებებს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე დაესწრო.

სიახლე
7 ივლისი 2014  
 
 

23–27 ივნისს თბილისში ევროპული ინიციატივის – „მერების შეთანხმების“ ფარგლებში,  მდგრადი ენერგეტიკის კვირეული ტარდება. თბილისის მერიის, როგორც „მერების შეთანხმების“ ერთ-ერთი ხელმომწერის ინიციატივით, 26–27 ივნისს, ენერგოეფექტურობის კონფერენცია - “მდგრადი ენერგეტიკის დღეები  2014” ტარდება, რომლის ფარგლებში დღეს, სხვადასხვა შეხვედრები გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებმა საბინაო  და მომსახურების სექტორში განხორციელებული ენერგოეფექტური პროექტები განიხილეს. 
კონფერენციას თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები და  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები დაესწრნენ.

სიახლე
26 ივნისი 2014  
 
 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, დღეს გავრცელებული განცხადება თითქოს შპს ,,გუდაური სქი რესორტი“-ს დაკისრებულის ჯარიმისგან გათავისუფლება არანაირ კავშირში არ არის საქართველოს მთავრობის მიერ, მიღებულ გადაწყვეტილებასთან და მათ მთავრობას მიმართეს მას შემდეგ, რაც ჯარიმა დაეკისრათ, არის სრული სიცრუე და ფაქტების დამახინჯება. აღნიშნული ადასტურებს, საგამოძიებო სამსახურის ტენდენციურობას და მხოლოდ ცენტრალური მთავრობის პოლიტიკური დაკვეთის შერსრულების მცდელობას. კერძოდ, 2011 წლის 12 ივლისს ქ.თბილისის მთავრობასა და შპს „გუდაური სქი რესორტს“ შორის გაფორმდა  ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 აგვისტოს №31/08/05 განკარგულების საფუძველზე. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, შპს „გუდაური სქი რესორტს“ საკუთრებაში გადაეცემულ  მიწის ნაკვეთებზე  უნდა განეხორციელებინა არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიცია, საიდანაც არანაკლებ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებიდან 18 თვის ვადაში ანუ 2013 წლის 1 მარტამდე.

2012 წლის 2 ნოემბერს ქ.თბილისის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მომართა შპს „გუდაური სქი რესორტის“ დირექტორმა და ითხოვა 2011 წლის 12 ივლისის პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და 1 500 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 18 თვის განმავლობაში განხორციელების ვალდებულებისგანს გათავისუფლება.  დოკუმენტაცია შემდგომი სამართლებრივი პროცედურების გავლის მიზნით ქ. თბილისის მთავრობამ გადააგზავნა საქართველოს ცენტრალური  მთავრობის კანცელარიაში 2012 წლის 28 დეკემბერს ანუ ინვესტორის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე.  საქართველოს მთავრობამ, იქ არსებული ბიუროკრატიული თუ სხვა ხელოვნური შეფერხებების გამო, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო საკითხის უწყებაში შესვლიდან 5 თვის გასვლის შემდეგ, 2013 წლის 14 ივნისს. ცვლილების თანახმად, კომპანია გათავისუფლდა 1 500 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 18 თვის განმავლობაში განხორციელების ვალდებულებისგან. თუმცა აღნიშნული ცვლილების შეტანამდე ინვესტორს, რომელმაც კეთისინდისიერად, ვადის დარღვევამდე მოითხოვა ცვლილების განხორციელება, დაერიცხა პირგასამტეხლო 193 500 აშშ დოლარის ოდენობით.

სწორედ საქართველოს ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებამ, გაეზიარებინა ინვესტორის თხოვნა და ქ. თბილისის მთავრობის შუამდგომლობა, მისცა თბილისის მთავრობას საშუალება მიეღო გადაწყვეტილება ინვესტორის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების შესახებ, რადგანაც ხელსეკრულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად აღარ არსებობდა ის საფუძველი, რის გამოც ინვესტორს დაეკისრა ჯარიმა.

შესაბამისად, ნათელია საგამოძიებო ორგანოს მხრიდან საზოგადოების კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რაც სამწუხაროდ ქ. თბილისის მერიის მიმართ მათ არაერთხელ განუხორციელებიათ.

 

 

სიახლე
4 ივნისი 2014  
 
 

1. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აცხადებს ბავშვების რეგისტრაციას 2014-2015 სასწავლო წლისთვის. 

  • 1 ივლისიდან -  5 ივლისამდე რეგისტრაციას გაივლლიან იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2-6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და ს.ს.ი.პ "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო" -ს ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე.
    • 5 ივლისიდან - 10 ივლისამდე დარეგისტრირდებიან უკვე რეგისტრირებული ბავშვების დედმამიშვილები.
    • 10 ივლისიდან დარეგისტრირდება უწყვეტად ყველა ბავშვი
    • რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათზე ვებ-გვერდზე: www.kids.org.ge

 

2. ახალი 2014-2015 სასწავლო - სააღმრზდელო წლისათვის, ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ბავშვებისათვის, რომლებიც 2014 წლის 8 სექტემბრისთვის არიან 2 წლის, ასევე, ბავშვები რომლებსაც 8 სექტემბრისთვის არ შესრულებიათ 6 წელი.


სიახლე
24 ივნისი 2014  
 
 

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მსჯელობა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე წარდგენილი   კანონპროექტის  განხილვა, რომლითაც გაუქმდება კანონში მათ მიერ, შეტანილი  ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა  ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების მასობრივ უსაფუძვლო გათავისუფლებას სამსახურიდან.  
თბილისის მერიამ თავიდანვე შეაფასა ასეთი რეგულაცია ცალსახდ უკანონოდ და ანტიკონსტიტუციურად, რაც უხეშად არღვევდა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ  შრომის უფლებას.
მისასალმებელია, რომ თბილისის მერიისა და  საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, საკონსტიტუციო სარჩელების შეტანამ, ასევე  არასამთავრობო  ორგანიზაციების  აქტიურმა ჩართულობამ და ძალიხმევამ ამ მიმართულებით თავისი შედეგი გამოიღო და საქართველოს პარლამენტი გვიან, მაგრამ მიხვდა დაშევებულ შეცდომას და აპირებს გამოასწოროს იგი.
ვიმედოვნებთ, რომ  საქართველოს პარლამენტი, წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს და მიიღებს უმოკლეს ვადებში, ხოლო მომავალში შეცდომების თავიდან ასაცილებლად მსგავსი ანტიკონსტიტუციური და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები მიღებული არ იქნება პროფესიულ წრეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე. 

სიახლე
14 მაისი 2014  
 
იხილეთ მეტი