|
|
|
|
არასამთავრობო ორგანიზაცია ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ და ესტონეთის მთავრობის ინიციატივითა და თბილისის მერიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში საგზაო უსაფრთხოების მოედნების მოწყობა დაიწყო. საპილოტე პროექტი თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლისა და მის მიმდებარე 171-ე საბავშვო ბაღის ტერიტოტირაზე განთავსდა.
აღნიშნულ მოედნებზე წარმოდგენილია მაღალი ხარისხის საგზაო აღჭურვილობა, საგზაო ნიშნები, ველოსიპედები და თემატიკიდან გამომდინარე გასართობი საშუალებები. პროექტის მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის წესების შესახებ, პრაქტიკული ტრეინინგებისა და მეცადინეობების საშუალებით მოზარდების ცნობიერების ამაღლებას. ნებსმიერ სკოლას შესაძლებლობა ექნება საკუთარი სკოლის მოსწავლეები ადგილზე მოიყვანოს და პრაქტიკული თუ თეორიული მეცადინეობები ჩაუტაროს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და ესტონეთის მთავრობა პროექტის გაფართოებას უახლოეს მომავალში გეგმავს და მსგავსი სახის მოედნები ქალაქის სხვადასხვა უბანში მოეწყობა.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
უხვი ნალექების შედეგად, ქალაქში შექმნილი მდგომარეობის შესაფასებლად დღეს თბილისის მერის ინიციატივით, ისანი–სამორის რაიონის გამგეობაში საგანგებო სხდომა გაიმართა. გიგი უგულავა დეტალურად გაეცნო თბილისის ყველა რაიონში არსებულ მდგომარეობას. მისი განცხადებით გაიზრდება სარეზერვო ფონდი, რათა მოხდეს სტიქიური უბედურების შედეგად თითოეული დაზარალებული ოჯახის დახმარება და ქალაქის დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრული აღდგენა.
ამ დროისთვის დადგინდა, რომ ყველა დაზარალებული ოჯახი სტიქიამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე ქირით ცხოვრობდა და მერიამ თითოეულ მათგანს პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე კეთილმოწყობილი ბინები უქირავა.
გიგი უგულავა:
მინდა გითხრათ, რომ ეს რამდენიმე დღე იქნება მნიშვნელოვანი და კრიტიკული. ცენტრალური გზები გაიხსნა და გზის დაგება, სადაც საჭირო იყო დაწყებულია, მაგრამ ეხლა ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ იმ სახლებზე სადაც წყალი შევიდა, ორთაჭალის ხევი იქნება, კრწანისის ქუჩის მიმდებარე სახლები, თუ სხვა ცხელი წერტილები. ეს ორი-სამი დღე არის მნიშვნელოვანი, რომ შუა გზაში არ მივატოვოთ ის ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდებათ. მქონდა პრეზიდენტთან საუბარი, გარკვეული თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა, ასევე უნდა მივმართოთ საკრებულოს, რათა გაიზარდოს სარეზერვო ფონდი. დაახლოებით 2-3 მლნ ლარი მაინც დასჭირდება იმ სამუშაოებს, რაც ჩასატარებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა არცერთი ადამიანი არ დავტოვოთ გაჭირვებაში.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
ასეთი წყალდიდობა ხანდაზმულ თბილისელებსაც არ ახსოვთ: კოკისპირულმა წვიმამ დიდი გამოცდა მოგვიწყო მოქალაქეებსაც და ქალაქის მერიასაც. შაბათს, გვიან ღამით, დაახლოებით 23 საათზე, საგანგებო სიტუაციათა სამსახურში შემოვიდა პირველი შეტყობინება სტიქიის შესახებ. ამ მომენტიდან, მერიის ყველა სამსახურმა მობილიზაცია გამოაცხადა და უკლებლივ ყველა თანამშრომელი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. თბილისის მერი, გიგი უგულავა პირადად ხელმძღვანელობდა სამაშველო სამუშაოებს.
უმთავრესი საზრუნავი, რა თქმა უნდა ადამიანების სტიქიური უბედურების ზონიდან გამოყვანა იყო. შეიძლება ითქვას, ათასობით ადამიანი, განსაკუთრებით სტიქიის ეპიცენტრში, ანუ კრწანისის რაიონში, - გულიას მოედანზე, - სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა! 2-3 მეტრის სიმაღლის ტალღა და ღვარცოფი სახლებს წალეკვით ემუქრებოდა. ძირფასვიანად მოთხრილმა ხეებმა წყალგამტარი კოლექტორების დაგმანვა გამოიწვია. შედეგად, გულუას მოედანზე ნამდვილი ტბა წარმოიშვა.
მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი - თემურ გიორგაძე: „წყალი უკვე საცხოვრებელი სახლების მესამე სართულამდე აღწევდა. პირველ რიგში ადამიანების გადარჩენაზე უნდა გვეზრუნა. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო. მაცხოვრებელთა გამოსაყვანად ნავები გამოვიყენეთ. გარდა ამისა, მოვახერხეთ კოლექტორის გახსნა, რამაც გულიას მოედანზე წყლის თანდათანობით დაწრეტა განაპირობა. ამოტუმბვის სამუშაოები ამ წუთშიც მიმდინარეობს. რაც მთავარია, სასიცოცხლო საფრთხე აღარ არსებობს. ყველა ადამიანი სამშვიდობოსაა გამოყვანილი და აღარაფერი ემუქრებათ“
სამწუხაროდ, სტიქიამ 5 ადამიანი იმსხვერპლა. დაიღუპნენ დედა და მისი ორი შვილი, აგრეთვე იმ ბინის დიასახლისი ახალგაზრდა ქალი, რომელშიც ისინი სტუმრობდნენ. დაიღუპა აგრეთვე 84 წლის ქალბატონი. მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი - მამუკა ქაცარავა: „ყველაზე მძიმე დანაკლისი, რა თქმა უნდა ადამიანთა დაღუპვაა. ეს უდიდესი ტრაგედიაა. გარდაცვლილი დედა-შვილი გორელები იყვნენ. ისინი უკვე გადავასვენეთ გორში. ხუთივე დაღუპულის დაკრძალვის ყველა სარიტუალო ხარჯს მერია გაიღებს. რაც შეეხება დაშავებულებს, 35 ადამიანს გავუწიეთ ამბულატორული დახმარება. 7 მოქალაქე გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ყველა მათგანი უკვე გამოწერილია. შეიძლება ითქვას, დილისათვის უკვე არც ერთი ადამიანი სამედიცინო დახმარებას აღარ საჭიროებდა“.
სტიქიის შედეგად 11 ოჯახი (სულ 32 ადამიანი) დარჩა უბინაოდ. მერის მითითებით, ქალაქის სოციალურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყო ზრუნვა საცხოვრებლით მათ უზრუნველყოფაზე. მერიამ არა მხოლოდ დააბინავა ყველა ოჯახი, თანაც მათი მოთხოვნით, იმავე რაიონში, არამედ მოამარაგა ისინი საკვებით, ტანსაცმლით, საბავშვო ნივთებით და სასკოლო სახელმძღვანელოებით. ამჟამად უკვე ყველა დაზარალებული ოჯახი მოვლილია: დაბინავებულია და უზრუნველყოფილია ყველფრით, რაც ადამიანს სასიცოცხლოდ სჭირდება.
მარინა ყველაშვილი „სულ რამდენიმე წუთით გამოვასწარი. ჩემი ოთახი საერთოდ მოწყვიტა და სულ წაიღო წყალმა. თითქმის ყველაფერი დავკარგე. მაგრამ მერიის ძალიან მადლობელი ვარ. საცხოვრებლითაც დამაკმაყოფილეს. მერიის თანამშრომლებმა გადაგვარჩინეს და დაგვამშვიდეს.. ღმერთმა გადაუხადოთ ამ სიკეთისთვის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა“.
ირმა ბოჭორიშვილი: „წყალდიდობა რომ დაიწყო, გარაჟს შევაფარე თავი. ვკიოდი, - მიშველეთ მეთქი. მერიის მაშველებმა გამომიყვანეს. ორთაჭალაში დაგვაბინავეს დროებით და ამჟამად ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. საკვებითაც დაგვეხმარენ“.
წყალდიდობამ თბილისი სერიოზულად დააზარალა. ზუსტი ფინანსური აღიცხვა ჯერ არ მომხრდარა, თუმცა, შეიძლება ითქვას, ფინანსური ზარალი ათეულ მილიონს გადააჭარბებს. ტარიელ ხიზანეიშვილი - თბილისის მერის მოადგილე: „გულწრფელად რომ გითხრათ, იმან, რაც გულუას მოედანზე და კრწანისის რაიონში ხდებოდა, იაპონიის ცუნამი გამახსენა. მატერიალური ზარალი დიდია. დაზარალდა სახელმწიფო უწყებებიც, რომლებიც სტიქიის ეპიცენტრთან მდებარეობდნენ.
წყალდიდობამ დაადასტურა, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში ძველი თბილისის აღდგენითი სამუშაოები, რომლებმაც ჩვენი დედაქალაქი ესოდენ გაალამაზა და ბევრ რაიონს ძველებური ელვარება დაუბრუნა, ყველაფერთან ერთად, საქალაქო ინფრასტრუქტურის განახლებასაც ისახავდა მიზნად, რამაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო. დავით ნინიძე - თბილისის ვიცე-მერი:„წყალდიდობამ ვერაფერი დააკლო ქალაქის იმ რაიონებს, სადაც აღდგენითი სამუშაოები განვახორციელეთ. ყველა კოლექტორმა და მიმღებმა ბრწყინვალედ იმუშავა. როდესაც დილით აღმაშენებლის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია შემოვიარეთ, პრობლემა მხოლოდ დაგროვილი ნაგვის აკრეფა იყო, რასაც მეეზოვეები იოლად გაუმკლავდნენ“
სტიქიამ მხოლოდ მცირე ხნით შეაფერხა ტრანსპორტის მუშაობა. კვირას, დღის მეორე ნახევრისათვის დედაქალაქში უკვე ყველა გზა გაიხსნა. აკაკი ჯოხაძე - მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: „ამჟამად ყველა გზა თავისუფალია. სამარშრუტო ტაქსები და მუნიციპალური ავტობუსები ჩვეულებრივად მოძრაობენ. მხოლოდ მცირე ხნით მოგვიხდა ზოგიერთი მარშრუტის კორექტირება“.
თბილისი მერი თავიდანვე ჩაერთო სტიქიის შედეგთა აღმოფხვრასა და მოსახლეობის დახმარებაში. გიგი უგულავამ პირადად მოინახულა დაზარალებული ოჯახები. მისი თქმით, მთავარი საზრუნავი ადამიანები არიან: „ინსფრასტრუქტურას დიდი ზარალი მიადგა, მაგრამ ყველაფერს ეშველება. ამჟამად აუცილებელია დავეხმაროთ ადამიანებს. პირველ რიგში გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ, ვინც უსახლკაროდ დარჩა. უნდა დავაბინავოთ ისინი და დავაპუროთ კიდეც“.
მერია არც ერთ ოჯახს, არც ერთ მოქალაქეს არ მიატოვებს გაჭირვებაში. ყველა ადამიანის, თითოეული ოჯახის სატკივარი ჩვენი გულისტკივილი იქნება. გაჭირვებაში შეიცნობა, რამდენად უნარიანი და შემძლეა სახელმწიფო აპარატი, რა სარგებლობა მოაქვს რეფორმებს, რომლებსაც სწორედ თბილისელთა საკეთილდღეოდ ვახორციელებთ. რომ არა ეს რეფორმები და მთლიანობაში, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გაწეული სამუშაო, მსხვერპლიც და ზარალიც გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
გუშინ ღამე თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სავალი ნაწილი და საცხოვრებელი სახლები. სამწუხაროდ სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი. თბილისის მერია მწუხარებას გამოთქვავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. აჟამად მიმინარეობს ქალაქის სხვადასხვა ადგილებში არსებული დაზიანებების აღმოფხვრა, სახლებიდან წყლის ამოტუმბვა და მოსახლეობის დახმარება. 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს თბილისის ყველა საქალაქო სამსახური. მოძრაობა ქალაქის ქუჩებში შეუფერხებელია, ჩვეული გრაფიკით მოძრაობს საქალაქო ტრანსპორტი. თბილისის მერია სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებულ ხარჯებს დაითვლის და მოსახლეობას დაეხმარება. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უკვე დაიწყო.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. ღვინის ფესტივალები მეღვინეობის ტრადიციების მქონე ყველა ქვეყანაში ტარდება. ფესტივალში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ოჯახურ მარნებისთვის, რათა ჩამოასხან ღვინო და ქართულ ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ.
ფესტივალში ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია და მცირე მარანი მონაწილეობდა. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი იყო ოჯახური ღვინოები, რომელიც ღვინის კლუბის სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. ღვინის ჩამომსხმელმა კომპანიებმა, მცირე მარნებმა და ოჯახებმა, ფესტივალზე ცნობილი და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაწურული ღვინოები წარმოადგინეს. ღვინის ფესტივალი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა, წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო და ფესტივალის მონაწილეებს გაესაუბრა.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
12-13 მაისს შარდენის ქუჩაზე თბილისის მერიისა და ორგანიზაცია „თბილი-ისის“ მიერ ორგანიზებული ორდღიანი „შოკოლადისა და პოეზიის“ ფესტივალი იმართება. ფესტივალში საქართველოში არსებული შოკოლადის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები მონაწილეობენ. „შოკოლადისა და პოეზიის“ ფესტივალის ფარგლებში, 10 ახალგაზრდა ქართველი ავტორისა და საქართველოში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების, მიუსაფარი ბავშვებისა და პატიმრების ნაწარმოებების მიხედვით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართება.
დღეს „შოკოლადისა და პოეზიის“ ფესტივალის გახსნას თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა დაესწრო.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
10–11 მაისს თბილისის მერი ოფიციალური ვიზიტით ქალაქ სტოკჰოლმში იმყოფებოდა. გიგი უგულავამ შეხვედრა გამართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან. საუბრისას მხარეებმა განიხილეს სააგენტოს მიერ საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის, ასევე გარემოს დაცვისა და ბაზრის განვითარების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი სტოკჰოლმის მერს სტენ ნორდინსა და საქალაქო საბჭოს თავმჯდომარეს მარგარეტ ბიორკს შეხვდა. გიგი უგულავამ კოლეგებს თბილისში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე სამარშრუტო ტაქსების გადაადგილების კუთხით მნიშვნელოვანი სიახლის განხორციელება დაიწყო. კერძოდ, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დღეიდან რუსთაველის გამზირზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აღდგა. ახალ ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გაივლიან გაკონტროლდება ფეხზე მდგომ მგზავრთა რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ქალაქის ცენტრალურ გამზირზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე გაჩერდებიან, რაც ხელს შეუწყობს თავიდან ავიცილოთ ტრანსპორტის ქაოტური გადაადგილება. უახლოეს მომავალში სამარშრუტო ხაზები ფუნქციონირებას დაიწყებს ჭავჭავაძის გამზირზეც, რაც ვაკე–საბურთალოს მიმართულებით მოსახლეობის გადაადგილებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ოთხმეტრიანი კვიპაროსის ნერგებისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვაზე. 120 კვიპარისის ნერგი და თანმდევი მომსახურება 225 000 ლარად შეისყიდულ იქნა ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გრინ სერვისისგან". კომპანიის მიერ, აღნიშნული შესყიდვის ფასის ადეკვატურობასთან დაკავშირებით, ეჭვი გამოთქვა საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველომ.
თბილისის მერია მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაცია: „საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საკითხით დაინტერესებისთვის. თბილისის მერიის მიერ მოძიებული მასალით დგინდება, რომ სატენდერო პროცედურების დაცვის მიუხედავად, კომპანია გრინ სერვისმა პროდუქციის შესყიდვა მოახდინა ობიექტურ ღირებულებაზე დაბალ ფასად, რაც არ იქნა ასახული მის მიერ მერიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში. აღნიშნული გულისხმობს, რომ კომპანია გრინ სერვისმა სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა. საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს დამატებით შესასწავლად გადაეგზავნება.
თბილისის მერია აუქმებს კომპანია "გრინ სერვისთან" ტენდერის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს. გაუქმებული მომსახურებების ხელახალ შესყიდვაზე ტენდერი 10 მაისს გამოცხადდება. გამარჯვებულების გამოვლენისთანავე თბილისის მერია შეწყვეტს კომპანია გრინ სერვისთან ყველანაირ საქმიან ურთიერთობას.
თბილისის მერის ინიციატივით, მსგავსი პრეცედენტების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, მერიაში შეიქმნება სპეციალური განყოფილება, რომელიც შესასყიდი პროდუქციის ობიექტურ, საბაზრო ღირებულებას შეისწავლის და მკაცრად გააკონტროლებს მას.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
თბილისის მერიისა და ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, წელს პირველად თბილისში საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში: “Tbilisi Cup – 2012” ტარდება, რომელშიც მსოფლიოს 10 ქვეყნის: საქართველოს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთის, რუსეთის, სომხეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის 70 წარმომადგენელი მონაწილეობს. სპეციალურად ტურნირისთვის საქართველოში იმყოფება და ტურნირს აფასებს ოლიმპიური ჩემპიონი, ტანვარჯიშის ევროპის ფედერაციის წარმომადგენელი მარინა ლობაჩი. ტურნირის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
თბილისის მერიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში თბილისში კიდევ ორი ახალი სოციალური საცხოვრისი აშენდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ახალი სოციალური საცხოვრისი დიდ დიღომში აშენდება და ის ორ სამსართულიან კორპუსს მოიცავს. მშენებლობა 2013 წლის თებერვლში დასრულდება და უახლოეს მომავალში კოფორტული ბინებით 24 სოციალურად დაუცველი ოჯახი დაკმაყოფილდება.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო “სოციალური სახლების“ პროგრამას 2007 წლიდან ახორციელებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, ვარკეთილში კოტეჯის ტიპის 6 სახლი აშენდა, რომელშიც 52 სოციალურად დაუცველი ოჯახი კომფორტული ბინებით დაკმაყოფილდა. სოციალურ სახლებში შესახლების მოთხოვნით, მოქალაქეები თბილისის მერიას მიმართავენ, შემდეგ მათ განაცხადს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც სოციალური მუშაკებისგან, თბილისის მერიისა და საერთაშორისო არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. კომისია ინდივიდუალურად ამოწმებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს და იმ ბენეფიციარებს ავლენს, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულები არიან და ყველა მოთხოვნილ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ბენეფიციარების გამოვლენის პროცესი სრულიად გამჭირვალეა, რაც კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობას უზრუნველყოფს.
|
|
სიახლე
|
|
|
|